არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

გამოსვლა 39:1—43

39  ლურჯი ძაფის, მოშინდისფრო შალისა და ალისფერი ნართისგან+ მოქსოვეს ტანსაცმელი+ წმინდა ადგილას მსახურებისთვის.+ დაუმზადეს აარონს წმინდა ტანსაცმელი,+ როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.  დაამზადა ეფოდი+ ოქროს, ლურჯი ძაფის, მოშინდისფრო შალის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელისგან.  ოქროს ფირფიტებისგან თხელი ფურცლები გამოჭედეს. დაჭრა მან ისინი ძაფებად, რათა ლურჯი ძაფისთვის, მოშინდისფრო შალისთვის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი სელისთვის შეერია და ისე მოექარგა.+  გაუკეთეს სამხრეები, რომლებიც ერთმანეთთან იყო შეერთებული; ისინი კიდეებით იყო ერთმანეთთან შეერთებული.  ჰქონდა სარტყელიც მჭიდროდ შესაკრავად, რომელიც იგივე მასალისგან იყო დამზადებული: ოქროს, ლურჯი ძაფის, მოშინდისფრო შალის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელისგან,+ როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.  ჩასვეს ონიქსის+ ქვები ოქროს ბუდეებში და ამოტვიფრეს მათზე ისრაელის ძეების სახელები,+ როგორც ბეჭედზე.  ჩასვა ისინი ეფოდის სამხრეებში ისრაელის ძეებისთვის სამახსოვრო+ ქვებად, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.  მოქარგა სამკერდე.+ ეფოდის მსგავსად დაამზადა ის ოქროს, ლურჯი ძაფის, მოშინდისფრო შალის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელისგან.+  კვადრატული იყო, როცა გადაიკეცებოდა. დაამზადეს სამკერდე, რაც გადაკეცილი, სიგრძესა და სიგანეში ერთი მტკაველი იყო.+ 10  ჩასვეს მასში ქვები ოთხ რიგად. პირველ რიგში+ იყო ლალი, ტოპაზი და ზურმუხტი; 11  მეორე რიგში+ — ფირუზი, საფირონი+ და იასპი;+ 12  მესამე რიგში+ — ლეშემის* ქვა, აქატი და ამეთვისტო; 13  მეოთხე რიგში+ კი — ქრიზოლითი, ონიქსი+ და ჟადეიტი, ოქროს ბუდეებში ჩასმული. 14  ქვები ისრაელის ძეთა სახელების მიხედვით იყო განლაგებული, თორმეტი — მათი სახელების მიხედვით. თითოეულის სახელი თორმეტი ტომის მიხედვით იყო ამოკვეთილი,+ როგორც ბეჭედზე კვეთენ. 15  გაუკეთეს სამკერდეს სუფთა ოქროს წნული ძეწკვი,+ ბაწრის მსგავსი. 16  გაუკეთეს ორი ოქროს ბუდე და ორი ოქროს რგოლი, და მიამაგრეს სამკერდეს ორ ზედა ბოლოზე.+ 17  სამკერდის ბოლოებზე მიმაგრებულ ორ რგოლს მიაბეს ორი ოქროს ბაწარი.+ 18  ორივე ბაწრის ორი ბოლო გაუყარეს ორ ბუდეში და დაამაგრეს ისინი ეფოდის სამხრეებზე, წინა მხარეს.+ 19  გააკეთეს ორი ოქროს რგოლი და მიამაგრეს ისინი სამკერდის ორ ბოლოზე, ქვედა კიდეზე, რომელიც ეფოდისკენაა მიმართული.+ 20  გააკეთეს ორი ოქროს რგოლი და დაამაგრეს ეფოდის ორივე სამხრეზე, ქვემოდან, წინა მხარეს, შეერთების ადგილთან, ეფოდის სარტყლის ზემოთ.+ 21  მიაბეს სამკერდის რგოლები ეფოდის რგოლებს ლურჯი თასმით, რათა ყოფილიყო ის ეფოდის სარტყლის ზემოთ, და სამკერდეც მჭიდროდ ყოფილიყო მიმაგრებული ეფოდის ზედა ნაწილში, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.+ 22  დაამზადა ეფოდის მოსასხამი+ მთლიანად ლურჯი ძაფისგან, როგორც ფეიქარი ამზადებს. 23  შუაში ამოჭრილი ჰქონდა, ჯავშნის ჭრილივით. ამოჭრილს არშია ჰქონდა შემოვლებული, რომ არ დახეულიყო.+ 24  კიდეზე ბროწეულები გაუკეთეს ერთმანეთში ჩაგრეხილი ლურჯი ძაფისგან, მოშინდისფრო შალისა და ალისფერი ნართისგან.+ 25  დაამზადეს სუფთა ოქროს ზანზალაკები და მას ბროწეულებს+ შორის მოსასხამის კიდეზე გაუკეთეს გარშემო; 26  ზანზალაკი და ბროწეული, ზანზალაკი და ბროწეული მოსასხამის კიდეზე,+ გარშემო, მსახურებისთვის, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს. 27  დაამზადეს ძვირფასი სელის გრძელი სამოსელი,+ როგორც ფეიქარი ამზადებს, აარონისა და მისი ვაჟებისთვის, 28  თავსაბურავი+ და მოქარგული ჩალმები+ ძვირფასი სელისგან და ქვედა საცვლები+ ძვირფასი გრეხილი სელისგან, 29  და სარტყელი+ ძვირფასი გრეხილი სელის, ლურჯი ძაფის, მოშინდისფრო შალისა და ალისფერი ნართისგან. მოქსოვეს ისინი, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს. 30  ბოლოს გააკეთეს სუფთა ოქროს ბზინვარე ფირფიტა, მიძღვნის წმინდა ნიშანი, და როგორც ბეჭედზე კვეთენ, ამოტვიფრეს მასზე: სიწმინდე იეჰოვასია.+ 31  მიაბეს მას ლურჯი თასმა თავსაბურავზე დასამაგრებლად,+ როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს. 32  დასრულდა შეხვედრის კარვის ყველა სამუშაო. ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელის ძეებმა, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები;+ ზუსტად ისე გააკეთეს. 33  მიუტანეს მოსეს კარავი+ და კარვის+ მთელი მოწყობილობა:+ კაუჭები,+ ჩარჩოები,+ ძელები,+ სვეტები, საყრდენები,+ 34  ვერძის ტყავის+ წითელი გადასაფარებელი, სელაპის ტყავის+ გადასაფარებელი, ჩამოსაფარებელი ფარდა,+ 35  მოწმობის კიდობანი,+ მისი კეტები+ და სახურავი,+ 36  მაგიდა,+ მთელი მისი მოწყობილობა+ და წარსადგენი პური, 37  სუფთა ოქროს სალამპრე,+ ჩამწკრივებული ლამპრები,+ მთელი მისი მოწყობილობა+ და ზეთი გასანათებლად,+ 38  ოქროს სამსხვერპლო,+ საცხები ზეთი,+ სურნელოვანი საკმეველი,+ კარვის შესასვლელის ჩამოსაფარებელი,+ 39  სპილენძის სამსხვერპლო+ და მისი სპილენძის ცხაურა,+ მისი კეტები+ და მთელი მისი მოწყობილობა,+ აუზი+ და მისი სადგამი,+ 40  ეზოს ფარდები,+ მისი სვეტები+ და საყრდენები,+ ეზოს კარიბჭეზე ჩამოსაფარებელი,+ კარვის საბელები+ და პალოები,+ მთელი მოწყობილობა+ კარავში მსახურებისთვის, შეხვედრის კარვისთვის, 41  ნაქსოვი ტანსაცმელი+ საწმინდარში მსახურებისთვის, აარონ მღვდლის წმინდა+ ტანსაცმელი და მისი ვაჟების ტანსაცმელი მღვდელმსახურებისთვის.+ 42  ყველა საქმე ისე შეასრულეს ისრაელის ძეებმა, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.+ 43  ნახა მოსემ ყველა საქმე და, აი, ზუსტად ისე გაეკეთებინათ, როგორც იეჰოვამ ბრძანა. ასე გააკეთეს მათ და აკურთხა ისინი მოსემ.+

სქოლიოები

იხილეთ 28:19-ის სქოლიო.