არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

გამოსვლა 38:1—31

38  გააკეთა აკაციის ხის სამსხვერპლო დასაწვავი შესაწირავისთვის, სიგრძით ხუთი წყრთა და სიგანით ხუთი წყრთა. სამსხვერპლო კვადრატული იყო, სიმაღლით სამი წყრთა.+  ოთხივე კუთხეში გაუკეთა რქები.+ რქები კუთხეებში ჰქონდა. ის სპილენძით მოავარაყა.+  გააკეთა სამსხვერპლოს მთელი მოწყობილობა: ქვაბები, ნიჩბები, თასები, სამკაპები და საცეცხლურები; მთელი მისი მოწყობილობა სპილენძისგან გააკეთა.+  გაუკეთა სპილენძის ბადისებური ცხაურა სარტყლის ქვემოთ, შუაში.+  ჩამოასხა სპილენძის ოთხი რგოლი და სპილენძის ცხაურასთან, ოთხივე კუთხეში დაამაგრა კეტებისთვის.  გააკეთა აკაციის ხის კეტები და სპილენძით მოავარაყა.+  კეტები რგოლებში გაუყარა სამსხვერპლოს გვერდებზე, მის სატარებლად.+ ფიცრებისგან ისე გააკეთა, რომ შიგნით სიცარიელე იყო.+  გააკეთა სპილენძის აუზი+ და გაუკეთა მას სპილენძისავე სადგამი შეხვედრის კარვის შესასვლელთან მოწესრიგებულად მომსახურე ქალების სარკეებისგან*.+  გააკეთა ეზო.+ ნეგების მხარეს, სამხრეთით, ასი წყრთის სიგრძეზე ძვირფასი გრეხილი სელის ფარდები იყო ჩამოფარებული.+ 10  მას სპილენძის ოცი სვეტი და ოცი საყრდენი ჰქონდა; სვეტების სამაგრები და შესაერთებლები ვერცხლისა იყო.+ 11  ჩრდილოეთი მხარეც ასი წყრთა იყო; მას სპილენძის ოცი სვეტი და ოცი საყრდენი ჰქონდა; სვეტების სამაგრები და შესაერთებლები ვერცხლისა იყო.+ 12  დასავლეთ მხარეს ფარდების სიგრძე ორმოცდაათი წყრთა იყო; ათი სვეტი და ათი საყრდენი ჰქონდა.+ სვეტების სამაგრები და შესაერთებლები ვერცხლისა იყო. 13  აღმოსავლეთ მხარეს, საიდანაც მზე ამოდის, ორმოცდაათი წყრთა იყო.+ 14  ფარდების სიგრძე ერთ მხარეს თხუთმეტი წყრთა იყო; სამი სვეტი და სამი საყრდენი ჰქონდა.+ 15  ეზოს კარიბჭის მეორე მხარესაც, ისევე როგორც ამ მხარეს, ფარდების სიგრძე თხუთმეტი წყრთა იყო; სამი სვეტი და სამი საყრდენი ჰქონდა.+ 16  ეზოს გარშემო ყველა ფარდა ძვირფასი გრეხილი სელისა იყო. 17  სვეტების საყრდენები სპილენძისა იყო, სვეტების სამაგრები და შესაერთებლები კი — ვერცხლისა. მათი თავებიც ვერცხლით იყო მოვარაყებული. ეზოს ყველა სვეტს ვერცხლის შესაერთებელი ჰქონდა.+ 18  ეზოს კარიბჭეზე ჩამოსაფარებელი ლურჯი ძაფის, მოშინდისფრო შალის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელისგან იყო მოქსოვილი.+ მისი სიგრძე ოცი წყრთა იყო, სიმაღლე კი, ეზოს ფარდების მსგავსად, მთელ სიგრძეზე — ხუთი წყრთა.+ 19  მისი ოთხი სვეტი და ოთხი საყრდენი სპილენძისა იყო. სვეტების სამაგრები და შესაერთებლები ვერცხლისა იყო. მათი თავებიც ვერცხლით იყო მოვარაყებული. 20  კარვისა და ეზოს ყველა პალო სპილენძისა იყო.+ 21  აღირიცხა კარვის, მოწმობის კარვის+ ნივთები მოსეს ბრძანებისამებრ. ეს ლევიანების მსახურებაა,+ აარონ მღვდლის ვაჟის, ითამარის+ ხელმძღვანელობით. 22  ბეცალელმა,+ ურის ძემ, ხურის ძემ, იუდას ტომიდან, ყველაფერი გააკეთა, რაც იეჰოვამ უბრძანა მოსეს. 23  მასთან ერთად იყო ოჰოლიაბი,+ ახისამაქის ძე, დანის ტომიდან — ხელოსანი, რომელიც ქარგავდა და ქსოვდა ლურჯი ძაფით, მოშინდისფრო შალით, ალისფერი ნართითა და ძვირფასი სელით. 24  შესარხევ შესაწირავად მიტანილმა მთელმა ოქრომ, რაც წმინდა ადგილის სამუშაოების შესასრულებლად იყო გამოყენებული,+ შეადგინა ოცდაცხრა ტალანტი და შვიდას ოცდაათი შეკელი+ წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით.+ 25  კრებულში აღრიცხულთა ვერცხლი იყო ასი ტალანტი და ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი შეკელი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით. 26  ყველა აღრიცხული მამაკაცი, ოცი წლიდან მოყოლებული,+ ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი იყო,+ რომელთაგან თითოეულმა ნახევარი შეკელი გაიღო, რაც წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით ნახევარი შეკელი იყო. 27  ასი ტალანტი ვერცხლი დაიხარჯა წმინდა ადგილის საყრდენებისა და ფარდის საყრდენების ჩამოსასხმელად, ას საყრდენზე — ასი ტალანტი, საყრდენზე — თითო ტალანტი.+ 28  ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი შეკელით გააკეთა სვეტების სამაგრები, მოავარაყა სვეტების თავები და შეაერთა ისინი ერთმანეთთან. 29  შესარხევ შესაწირავად მიტანილი სპილენძი სამოცდაათი ტალანტი და ორი ათას ოთხასი შეკელი იყო. 30  მისგან გააკეთა შეხვედრის კარვის შესასვლელის საყრდენები, სპილენძის სამსხვერპლო, სპილენძის ცხაურა და სამსხვერპლოს მთელი მოწყობილობა, 31  ეზოს ყველა საყრდენი, ეზოს კარიბჭის საყრდენები, კარვისა და ეზოს ყველა პალო.+

სქოლიოები

კარგად გაპრიალებული ლითონის სარკეები.