წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

გამოსვლა 35:1—35

35  მოუხმო მოსემ ისრაელის ძეების მთელ კრებულს და უთხრა: „ეს ის სიტყვებია, რომელთა შესრულებაც იეჰოვამ ბრძანა:+  ექვს დღეს აკეთეთ საქმე,+ მეშვიდე დღე კი წმინდა უნდა იყოს თქვენთვის, სრული დასვენების შაბათი იეჰოვასთვის. ვინც ამ დღეს იმუშავებს, უნდა მოკვდეს.+  არ დაანთოთ ცეცხლი თქვენს საცხოვრებლებში შაბათ დღეს“.  კვლავ უთხრა მოსემ ისრაელის ძეების მთელ კრებულს: „ეს ის სიტყვაა, რომლის თქმაც იეჰოვამ მიბრძანა:  აუკრიფეთ იეჰოვას შესაწირავი.+ ვისაც გული გაუწევს,+ ყველამ მოიტანოს იეჰოვას შესაწირავი: ოქრო, ვერცხლი, სპილენძი,+  ლურჯი ძაფი, მოშინდისფრო შალი, ალისფერი ნართი, ძვირფასი სელი, თხისური,+  ვერძის წითელი ტყავი, სელაპის ტყავი, აკაციის ხე,  ზეთი გასანათებლად, ბალზამი საცხებად და სურნელოვანი საკმევლისთვის,+  ონიქსის ქვები და ქვები ეფოდისა+ და სამკერდის გასაწყობად.+ 10  ყველა გულბრძენი,+ რომელიც თქვენ შორისაა, მოვიდეს და გააკეთოს ყველაფერი, რაც იეჰოვამ ბრძანა: 11  კარავი და მისი გადასაფარებელი, კაუჭები, ჩარჩოები, ძელები, სვეტები და საყრდენები; 12  კიდობანი+ და მისი კეტები,+ სახურავი+ და ჩამოსაფარებელი ფარდა;+ 13  მაგიდა+ და მისი კეტები, მთელი მისი მოწყობილობა და წარსადგენი პური;+ 14  სალამპრე გასანათებლად+ და მისი მოწყობილობა, ლამპრები და ზეთი,+ რომელიც გასანათებლად არის; 15  საკმევლის სამსხვერპლო+ და მისი კეტები; საცხები ზეთი, სურნელოვანი საკმეველი+ და კარვის შესასვლელის ჩამოსაფარებელი; 16  დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო+ და მისი სპილენძის ცხაურა, კეტები და მთელი მოწყობილობა; აუზი+ და მისი სადგამი; 17  ეზოს ფარდები,+ მისი სვეტები, საყრდენები, ეზოს კარიბჭეზე ჩამოსაფარებელი, 18  კარვის პალოები, ეზოს პალოები და მათი საბელები;+ 19  ნაქსოვი ტანსაცმელი+ საწმინდარში მსახურებისთვის, აარონ მღვდლის წმინდა ტანსაცმელი+ და მისი ვაჟების ტანსაცმელი მღვდელმსახურებისთვის“. 20  წავიდა მოსესგან ისრაელის ძეების მთელი კრებული. 21  მივიდა ყველა, ვისაც გულმა გაუწია,+ და ყველამ მიიტანა, ვინც სულმა აღძრა, იეჰოვას შესაწირავი შეხვედრის კარვის გასაკეთებლად, მასში მსახურების შესასრულებლად და წმინდა ტანსაცმლის დასამზადებლად. 22  მიდიოდნენ კაცებიცა და ქალებიც; ვისაც გულმა გაუწია, იეჰოვასთვის შესარხევ შესაწირავად ყველას მიჰქონდა ოქრო: გულსაბნევები, საყურეები, რგოლები და ქალის სამკაულები, ყველანაირი ოქროს ნივთი.+ 23  ვისაც ჰქონდა, ყველამ მიიტანა ლურჯი ძაფი, მოშინდისფრო შალი, ალისფერი ნართი, ძვირფასი სელი, თხისური, ვერძის წითელი ტყავი და სელაპის ტყავი.+ 24  ყველამ მიიტანა იეჰოვასთვის შესაწირავად ვერცხლი, სპილენძი და აკაციის ხე მსახურებისთვის შესასრულებელი სამუშაოებისთვის. 25  ყველა გულბრძენი+ ქალი თავისი ხელით ართავდა და მიჰქონდა ლურჯი ძაფის, მოშინდისფრო შალის, ალისფერი და ძვირფასი სელის ნართები. 26  ყველა ქალი, ვისაც სიბრძნით უწევდა გული, ართავდა თხისურს. 27  მიიტანეს თავკაცებმა ონიქსის ქვები და ქვები ეფოდისა და სამკერდის გასაწყობად,+ 28  ბალზამი და ზეთი გასანათებლად, საცხებად და სურნელოვანი საკმევლისთვის.+ 29  ასე მოიქცა ყველა კაცი და ქალი, ვისაც გული უწევდა, მიეტანათ ის, რაც საჭირო იყო იმ სამუშაოებისთვის, რისი შესრულებაც იეჰოვამ უბრძანა მოსეს პირით; მიუტანეს ისრაელის ძეებმა იეჰოვას ნებაყოფლობითი შესაწირავი.+ 30  უთხრა მოსემ ისრაელის ძეებს: „აი, სახელით მოუხმო იეჰოვამ ბეცალელს,+ ურის ძეს, ხურის ძეს, იუდას ტომიდან, 31  და აავსო იგი ღვთის სულით, რათა ჰქონდეს სიბრძნე, გაგების უნარი, ცოდნა და ყოველგვარი ხელობის ოსტატი იყოს, 32  რომ შეადგინოს გეგმები და იმუშაოს ოქროზე, ვერცხლზე, სპილენძზე,+ 33  ხეზე და ქვების ჩასმაზე, ყოველგვარი ნაკეთობის გასაკეთებლად.+ 34  ჩაუდო მას გულში სწავლების უნარი, მას და ოჰოლიაბს,+ ახისამაქის ძეს, დანის ტომიდან. 35  სიბრძნით აუვსო მათ გულები,+ რომ შეესრულებინათ ხელოსნის, მქარგავის,+ ლურჯი ძაფით, მოშინდისფრო შალით, ალისფერი ნართითა და ძვირფასი სელით მქსოველისა და ფეიქრის ყველა საქმე, გაეკეთებინათ ყოველგვარი საქმე და შეედგინათ გეგმები“.

სქოლიოები