წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

გამოსვლა 32:1—35

32  დაინახა ხალხმა, რომ აყოვნებდა მოსე მთიდან ჩამოსვლას.+ შეიკრიბა ხალხი აარონთან და უთხრეს მას: „მოდი, გაგვიკეთე ღმერთი, რომელიც წაგვიძღვება,+ რადგან არ ვიცით, რა დაემართა ამ მოსეს, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოგვიყვანა“.+  მიუგო აარონმა: „მოხსენით ოქროს საყურეები+ თქვენს ცოლებს, ვაჟებსა და ასულებს და მომიტანეთ“.  მოიხსნა მთელმა ხალხმა საყურეები და აარონს მიუტანეს.  გამოართვა მან ოქრო, საჭრისით გამოკვეთა+ და ჩამოასხა ხბოს ქანდაკება;+ ამბობდნენ, ისრაელო, ეს არის შენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოგიყვანაო.+  ეს რომ დაინახა აარონმა, სამსხვერპლო ააგო მის წინაშე. ბოლოს შესძახა აარონმა: „ხვალ იეჰოვას დღესასწაულია!“  მეორე დღეს დილაადრიანად ადგნენ და დაიწყეს დასაწვავი შესაწირავების შეწირვა და მშვიდობის მსხვერპლის* მიტანა. დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად. შემდეგ ადგნენ და ცეკვა-თამაში გამართეს.+  უთხრა იეჰოვამ მოსეს: „ჩადი, რადგან შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტის მიწიდან გამოიყვანე, უკეთურად იქცევა.+  მალევე გადაუხვიეს იმ გზიდან, რომელზე სიარულიც ვუბრძანე.+ გაიკეთეს ხბოს ჩამოსხმული ქანდაკება, გართხმული არიან მის წინაშე, მსხვერპლს სწირავენ და ამბობენ, ისრაელო, ეს არის შენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოგიყვანაო“.+  უთხრა იეჰოვამ მოსეს: „ვუყურებ ამ ხალხს და ვხედავ, რომ ქედმოუხრელნი არიან.+ 10  მიმიშვი, რომ აენთოს მათზე ჩემი რისხვა და შევმუსრო ისინი,+ შენ კი დიდ ხალხად გაქციო“.+ 11  მოსემ ვედრება დაუწყო იეჰოვას, თავის ღმერთს, გულის* მოსალბობად:+ «იეჰოვა, რატომ უნდა აენთოს შენი რისხვა+ შენი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც ეგვიპტის მიწიდან დიდი ძალითა და ძლიერი ხელით გამოიყვანე? 12  რატომ უნდა თქვან ეგვიპტელებმა,+ ბოროტი განზრახვით წაიყვანაო ისინი, რათა მოეკლა მთებს შორის და აღეგავაო დედამიწის პირიდან?+ ზურგი აქციე შენს ანთებულ რისხვას+ და შეიწყალე+ შენი ხალხი; არ დაატეხო უბედურება. 13  გაიხსენე აბრაამი, ისაკი და ისრაელი, შენი მსახურები, რომლებსაც შენი თავი დაუფიცე:+ „ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებ თქვენს შთამომავალს+ და მთელ ამ მიწას, რომელსაც გიჩვენებთ, მივცემ თქვენს შთამომავალს,+ რომ მარადიულად დაეუფლოს მას“».+ 14  შეიწყალა იეჰოვამ თავისი ხალხი და აღარ დაატეხა უბედურება, როგორც ნათქვამი ჰქონდა.+ 15  გაბრუნდა მოსე და მთიდან ჩავიდა.+ ხელში მოწმობის ორი ფილა+ ეჭირა, ორივე მხრიდან დაწერილი, ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც. 16  ფილები ღვთის ნაკეთები იყო და დაწერილიც ღვთის მიერ იყო ამოტვიფრული.+ 17  იესო ნავეს ძეს ხალხის ყვირილის ხმა მოესმა და უთხრა მოსეს: „ბრძოლის ყიჟინაა+ ბანაკში“. 18  მან კი მიუგო: „ეს არც გამარჯვების სიმღერის ხმაა,+ და არც დამარცხებისა; სხვა სიმღერის ხმა მესმის“. 19  როგორც კი მიუახლოვდა ბანაკს და დაინახა ხბო+ და ხალხის ცეკვა, აენთო მოსეს რისხვა, დაყარა ფილები მთის ძირას და დაიმტვრა ისინი.+ 20  აიღო მათი გაკეთებული ხბო, ცეცხლში დაწვა, მტვრად აქცია,+ მოაფრქვია წყლის ზედაპირზე+ და ისრაელის ძეებს შეასვა.+ 21  უთხრა მოსემ აარონს: „ასეთი რა გაგიკეთა ამ ხალხმა, რომ ამხელა ცოდვა ჩაადენინე?“ 22  აარონმა მიუგო: „ნუ აენთება ჩემი ბატონის რისხვა. შენ თვითონ კარგად იცნობ ამ ხალხს, რომ ბოროტებისკენ არიან მიდრეკილი.+ 23  მითხრეს, გაგვიკეთე ღმერთი, რომელიც წაგვიძღვება,+ რადგან არ ვიცით, რა დაემართა ამ მოსეს, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოგვიყვანაო. 24  მეც ვუთხარი: ვის აქვს-მეთქი ოქრო? მოიხსნას და მომიტანოს-მეთქი. მეც ჩავყარე ცეცხლში და ეს ხბო გამოვიდა“. 25  დაინახა მოსემ, რომ ხალხი თავაშვებულად იქცეოდა, რადგან აარონმა დაუშვა მათი თავაშვებულობა+ მოწინააღმდეგეთა თვალში შესარცხვენად.+ 26  დადგა მოსე ბანაკის შესასვლელთან და თქვა: „ვინც იეჰოვას მხარესაა, ჩემკენ!“+ შეიკრიბა მასთან ლევის ყველა ძე. 27  უთხრა მათ: «აი რა თქვა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: „შეიბით თითოეულმა თქვენ-თქვენი მახვილი. მოიარეთ მთელი ბანაკის კარიბჭეები და მოკლას თითოეულმა თავისი ძმა, მოძმე და ახლობელი“».+ 28  მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ლევის ძეები+ და იმ დღეს სამი ათასამდე კაცი დაეცა. 29  თქვა მოსემ: „აივსეთ ხელი ძალაუფლებით იეჰოვასთვის,+ რადგან თითოეული თქვენგანი თავისი ძისა და ძმის წინააღმდეგ წავა+ და დღეს გაკურთხებთ იგი“.+ 30  მეორე დღესვე უთხრა მოსემ ხალხს: „ძალიან დიდი ცოდვა ჩაიდინეთ.+ ახლა ავალ იეჰოვასთან, იქნებ გამოვისყიდო თქვენი ცოდვა“.+ 31  დაბრუნდა მოსე იეჰოვასთან და უთხრა: „ეჰ, მეტისმეტად დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა — ოქროს ღმერთი გაიკეთა!+ 32  თუ მიუტევებ ახლა მათ ამ ცოდვას..,+ თუ არა და, გთხოვ, ამომშალე+ წიგნიდან,+ შენ რომ დაწერე“. 33  უთხრა იეჰოვამ მოსეს: „ვინც მე შემცოდა, იმას ამოვშლი ჩემი წიგნიდან.+ 34  ახლა წადი, იქ წაიყვანე ხალხი, სადაც გითხარი. ჩემი ანგელოზი წაგიძღვება+ და სასჯელის დატეხვის დღეს დავსჯი მათ თავიანთი ცოდვის გამო“.+ 35  დაიწყო იეჰოვამ ხალხის მოსვრა მათ მიერ გაკეთებული ხბოს გამო, რომელიც აარონმა გააკეთა.+

სქოლიოები

ან საზიარო მსხვერპლის.
სიტყვასიტყვით — სახის.