არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

გამოსვლა 3:1—22

3  მოსემ ითროს,+ მიდიანის მღვდლის ფარის მწყემსვა დაიწყო. ის მისი სიძე იყო.+ როცა ფარას დასავლეთისკენ მიერეკებოდა უდაბნოში, ჭეშმარიტი ღვთის მთას,+ ხორებს+ მიადგა.  გამოეცხადა მას იეჰოვას ანგელოზი ცეცხლმოდებული ბუჩქის ალში.+ ხედავდა იგი, რომ ცეცხლი ეკიდა ბუჩქს, მაგრამ არ იწვოდა.  მოსემ თქვა: „მივალ, ვნახავ ამ დიდებულ და უჩვეულო სანახაობას, რატომ არ იწვის ეს ბუჩქი“.+  როცა დაინახა იეჰოვამ, რომ იგი ბუჩქის სანახავად მივიდა, მაშინვე მოუხმო ღმერთმა ბუჩქის შუაგულიდან: „მოსე! მოსე!“ მან მიუგო: „აქა ვარ“.+  შემდეგ უთხრა: „ახლოს არ მოხვიდე. გაიხადე სანდლები ფეხიდან, რადგან წმინდა მიწაზე დგახარ“.+  შემდეგ კვლავ უთხრა: „მე ვარ მამაშენის ღმერთი, აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი“.+ სახე დაიფარა მოსემ, რადგან ეშინოდა, არ დაენახა ჭეშმარიტი ღმერთი.  იეჰოვამ უთხრა: „ვიხილე ეგვიპტეში ჩემი ხალხის ჩაგვრა და მოვისმინე მათი ღაღადი, რადგან სამუშაოდ მიერეკებიან. კარგად ვიცი, რა ტკივილსაც განიცდიან.+  ჩავალ, რომ დავიხსნა ისინი ეგვიპტელთა ხელიდან,+ გამოვიყვანო იმ მიწიდან და წავიყვანო კარგ და ვრცელ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება+ და სადაც ქანაანელები, ხეთელები, ამორეველები, ფერიზელები, ხიველები და იებუსელები ცხოვრობენ.+  მომწვდა ისრაელის ძეთა ღაღადი და ვიხილე, როგორ ჩაგრავენ მათ ეგვიპტელები.+ 10  ახლა გაგგზავნი ფარაონთან, რომ გამოიყვანო ეგვიპტიდან ჩემი ხალხი, ისრაელის ძეები“.+ 11  მიუგო ჭეშმარიტ ღმერთს მოსემ: „მე ვინა ვარ, რომ ფარაონთან წავიდე და ეგვიპტიდან ისრაელის ძეები გამოვიყვანო?!“+ 12  ამაზე მან უთხრა: „მე ვიქნები შენთან+ და აი რა იქნება იმის ნიშანი, რომ ჩემი გაგზავნილი ხარ:+ ეგვიპტიდან ხალხის გამოყვანის შემდეგ ამ მთაზე ემსახურებით ჭეშმარიტ ღმერთს“.+ 13  მიუგო მოსემ ჭეშმარიტ ღმერთს: „კარგი, მივედი ისრაელის ძეებთან და ვუთხარი, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი. თუ მკითხეს, რა ჰქვიაო,+ რა ვუპასუხო?“ 14  მიუგო ღმერთმა მოსეს: „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“,+ და განაგრძო: «ასე უთხარი ისრაელის ძეებს: მან გამომგზავნა, ვინც თქვა: „მე ვიქცევი“».+ 15  შემდეგ კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: „ასე უთხარი ისრაელის ძეებს: იეჰოვამ, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, აბრაამის,+ ისაკისა+ და იაკობის ღმერთმა+ გამომგზავნა-თქო თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი მარადიულად+ და ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობაში.+ 16  წადი, შეკრიბე ისრაელის უხუცესები და უთხარი, იეჰოვა, თქვენი მამა-პაპის ღმერთი, აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი გამომეცხადა+ და მითხრა-თქო: მოგხედავთ+ თქვენ და იმასაც, როგორ გექცევიან ეგვიპტეში. 17  მე გეუბნებით, რომ გიხსნით გასაჭირიდან,+ რომელშიც ეგვიპტელები გაგდებენ, და წაგიყვანთ ქანაანელების, ხეთელების, ამორეველების,+ ფერიზელების, ხიველებისა და იებუსელების+ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება.+ 18  მოუსმენენ ისინი შენს ხმას.+ წადით შენ და ისრაელის უხუცესები ეგვიპტის მეფესთან და უთხარით: იეჰოვა, ებრაელთა ღმერთი+ გამოგვეცხადა,+ გვინდა წავიდეთ უდაბნოში სამი დღის სავალზე და ჩვენს ღმერთს, იეჰოვას, მსხვერპლი შევწიროთ-თქო.+ 19  ვიცი, რომ არ გაგიშვებთ ეგვიპტელთა მეფე, თუ ძლიერმა ხელმა არ აიძულა.+ 20  გავიწვდი ხელს,+ დავკრავ ეგვიპტეს და მოვახდენ საოცარ საქმეებს. მაშინღა გაგიშვებთ იგი.+ 21  წყალობას ვაპოვნინებ ამ ხალხს ეგვიპტელთა თვალში და ხელცარიელი არ წახვალთ.+ 22  ყოველმა ქალმა სთხოვოს თავის მეზობელსა და თავის სახლში მცხოვრებ ხიზან ქალს ოქრო-ვერცხლის ნივთები და მოსასხამები და მოასხით თქვენს ვაჟებსა და ასულებს. ასე გაძარცვავთ ეგვიპტელებს“.+

სქოლიოები