წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

გამოსვლა 27:1—21

27  „გააკეთე აკაციის ხისგან სამსხვერპლო, სიგრძით ხუთი წყრთა და სიგანით ხუთი წყრთა. სამსხვერპლო+ კვადრატული უნდა იყოს, სიმაღლით სამი წყრთა.  ოთხივე კუთხეში რქები+ გაუკეთე. რქები კუთხეებში უნდა ჰქონდეს. ის სპილენძით მოავარაყე.+  გააკეთე ქვაბები ქონნარევი ნაცრის გადასაყრელად, ნიჩბები, თასები, სამკაპები და საცეცხლურები; მთელი მისი მოწყობილობა სპილენძისა გააკეთე.+  გაუკეთე სპილენძის ბადისებური ცხაურა+ და მასთან ოთხივე კუთხეში სპილენძის ოთხი რგოლი.  მოათავსე ის სამსხვერპლოს შიგნით, სარტყლის ქვემოთ; ბადე სამსხვერპლოს შუაში უნდა იყოს.+  გაუკეთე სამსხვერპლოს აკაციის ხის კეტები და სპილენძით მოავარაყე.+  კეტები რგოლებში უნდა იყოს გაყრილი და სამსხვერპლოს ორ გვერდზე უნდა ჰქონდეს სატარებლად.+  ფიცრებისგან ისე გააკეთე ის, რომ შიგნით სიცარიელე იყოს. როგორც მან გიჩვენა მთაზე, ისე გააკეთონ.+  გაუკეთე კარავს ეზო.+ ნეგების მხარეს, სამხრეთით, ძვირფასი გრეხილი სელის ფარდები უნდა იყოს ჩამოფარებული,+ ერთი გვერდის სიგრძე ასი წყრთა იყოს. 10  მას სპილენძის ოცი სვეტი და ოცი საყრდენი უნდა ჰქონდეს; სვეტების სამაგრები და შესაერთებლები ვერცხლისა იყოს.+ 11  ასევე უნდა გაკეთდეს ჩრდილოეთით, მთელ სიგრძეზე; ფარდების სიგრძე ასი წყრთა უნდა იყოს, მას სპილენძის ოცი სვეტი და ოცი საყრდენი უნდა ჰქონდეს; სვეტების სამაგრები და შესაერთებლები ვერცხლისა უნდა იყოს.+ 12  ეზოს სიგანეზე, დასავლეთით, ფარდების სიგრძე ორმოცდაათი წყრთა უნდა იყოს; ფარდებს ათი სვეტი და ათი საყრდენი უნდა ჰქონდეს.+ 13  ეზოს სიგანე აღმოსავლეთით, საიდანაც მზე ამოდის, ორმოცდაათი წყრთა უნდა იყოს.+ 14  ფარდების სიგრძე ერთ მხარეს თხუთმეტი წყრთა უნდა იყოს და სამი სვეტი და სამი საყრდენი უნდა ჰქონდეს.+ 15  ფარდების სიგრძე მეორე მხარესაც თხუთმეტი წყრთა უნდა იყოს და სამი სვეტი და სამი საყრდენი უნდა ჰქონდეს.+ 16  ეზოს კარიბჭისთვის ოცი წყრთა სიგრძის ჩამოსაფარებელი მოქსოვე ლურჯი ძაფის, მოშინდისფრო შალის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელისგან;+ ჩამოსაფარებელს ოთხი სვეტი და ოთხი საყრდენი უნდა ჰქონდეს.+ 17  ეზოს გარშემო ყველა სვეტს ვერცხლის შესაერთებლები და სამაგრები უნდა ჰქონდეს, საყრდენები კი სპილენძისა უნდა იყოს.+ 18  ძვირფასი გრეხილი სელის ფარდებჩამოფარებული ეზოს სიგრძე ასი წყრთა უნდა იყოს,+ სიგანე — ორმოცდაათი წყრთა და სიმაღლე — ხუთი წყრთა; საყრდენები სპილენძისა უნდა იყოს. 19  კარვის მთელი მოწყობილობა, რაც მსახურებისთვის გამოიყენება, და კარვისა და ეზოს ყველა პალო სპილენძისა უნდა იყოს.+ 20  შენ კი უბრძანე ისრაელის ძეებს, რომ გაგიმზადონ დანაყილი ზეთისხილის სუფთა ზეთი გასანათებლად, რათა ლამპრები მუდამ ენთოს.+ 21  აარონი და მისი ძეები იზრუნებენ იმაზე, რომ შეხვედრის კარავში, ფარდის გარეთ,+ რომელიც მოწმობის კიდობანთანაა, იეჰოვას წინაშე ენთოს ლამპრები საღამოდან დილამდე.+ ეს არის სამარადისო წესი თაობიდან თაობაში,+ რომელიც ისრაელის ძეებმა უნდა დაიცვან“.+

სქოლიოები