არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

გამოსვლა 26:1—37

26  „გააკეთე კარავი კარვის ათი ქსოვილისგან,+ ძვირფასი გრეხილი სელის, ლურჯი ძაფის, მოშინდისფრო შალისა და ალისფერი ნართისგან.+ ზედ ქერუბიმები+ ამოქარგე.  კარვის თითოეული ქსოვილის სიგრძე ოცდარვა წყრთა უნდა იყოს, სიგანე — ოთხი წყრთა. კარვის ყველა ქსოვილი ერთი ზომისა უნდა იყოს.+  კარვის ხუთი ქსოვილი ერთმანეთს გადააბი და კარვის სხვა ხუთი ქსოვილიც ერთმანეთს გადააბი.+  გაუკეთე ლურჯი ძაფის მარყუჟები კარვის იმ ქსოვილის კიდეს, რომელიც ერთმანეთზე გადაბმული ქსოვილების ერთ ბოლოშია. ასევე გაუკეთე კარვის ქსოვილის იმ კიდეს, რომელიც ერთმანეთზე გადაბმული კარვის ქსოვილების მეორე ბოლოშია, გადაბმის ადგილას.+  ორმოცდაათი მარყუჟი გაუკეთე კარვის იმ ქსოვილს, რომელიც ერთ ბოლოშია, და ორმოცდაათი მარყუჟი გაუკეთე კარვის იმ ქსოვილს, რომელიც მეორე ბოლოშია, გადაბმის ადგილას. მარყუჟები ერთმანეთის პირისპირ გაუკეთე.+  ორმოცდაათივე კაუჭი ოქროსი გააკეთე, შეაერთე კარვის ქსოვილები ერთიმეორესთან კაუჭებით და კარავი ერთი მთლიანი იქნება.+  დაამზადე თხისურის+ ქსოვილები კარავზე გადასაფარებლად. კარვის თერთმეტი ქსოვილი დაამზადე.  კარვის თითოეული ქსოვილის სიგრძე ოცდაათი წყრთა+ იყოს, სიგანე — ოთხი წყრთა. კარვის თერთმეტივე ქსოვილი ერთი ზომისა უნდა იყოს.  ცალკე ხუთი ქსოვილი გადააბი ერთმანეთს და ცალკე — ექვსი.+ ორად მოკეცე მეექვსე ქსოვილი კარვის წინა მხარეს. 10  ორმოცდაათი მარყუჟი გაუკეთე კარვის იმ ქსოვილს, რომელიც ერთ ბოლოშია, და ორმოცდაათი მარყუჟიც კარვის იმ ქსოვილს, რომელიც მეორე ბოლოშია, გადაბმის ადგილას. 11  გააკეთე სპილენძის+ ორმოცდაათი კაუჭი, გაუყარე კაუჭები მარყუჟებში, გადააბი კარვის ქსოვილები ერთმანეთს და ის ერთი მთლიანი იქნება.+ 12  ქსოვილის მორჩენილი ნაწილი ზემოდან იყოს ჩამოშვებული. მორჩენილი ქსოვილის ნახევარი კარვის უკანა მხარეს იყოს ჩამოშვებული. 13  კარვის ქსოვილის მორჩენილი ნაწილი თითო-თითო წყრთით იყოს ჩამოშვებული როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს, რათა ერთი მხარეც დაიფაროს და მეორეც. 14  გაუკეთე კარავს ვერძის წითელი ტყავისა და სელაპის ტყავის გადასაფარებლები. 15  გააკეთე კარვისთვის ჩარჩოები+ აკაციის ხისგან და სწორად ჩადგი. 16  თითოეული ჩარჩო სიგრძით ათი წყრთა იყოს, სიგანით — ერთ-ნახევარი წყრთა. 17  თითოეულ ჩარჩოს უნდა ჰქონდეს ორი კოტა, ერთმანეთის შესაბამისი. ასე გააკეთე კარვის ყველა ჩარჩო. 18  გააკეთე კარვისთვის ჩარჩოები, ოცი ჩარჩო, და პირი ნეგებისკენ უქენი, სამხრეთით. 19  გააკეთე ვერცხლის ორმოცი საყრდენი+ ოცი ჩარჩოსთვის; ორი საყრდენი — ერთი ჩარჩოსთვის, რომელსაც ორი კოტა ექნება, და ორიც — მეორე ჩარჩოსთვის, რომელსაც ორი კოტა ექნება. 20  კარვის მეორე მხარეს, ჩრდილოეთით, ოცი ჩარჩო გააკეთე.+ 21  გაუკეთე მათ ვერცხლის ორმოცი საყრდენი, ორი საყრდენი — ერთი ჩარჩოსთვის და ორიც — მეორე ჩარჩოსთვის.+ 22  კარვის უკანა მხარისთვის, დასავლეთით, ექვსი ჩარჩო გააკეთე.+ 23  კარვის უკანა მხარისთვის+ კუთხის ბოძებად გააკეთე ორი ჩარჩო, 24  რომლებიც ძირიდან ორმაგი უნდა იყოს და თითოეული მათგანი ორმაგად უნდა ამოდიოდეს პირველ რგოლთან. ორივე ასე უნდა გაკეთდეს. ისინი კუთხის ბოძები იქნება. 25  იქ უნდა იყოს ვერცხლის რვა ჩარჩო თავისი საყრდენებით, თექვსმეტი საყრდენით: ორი საყრდენი — ერთი ჩარჩოსთვის და ორიც — მეორისთვის. 26  გააკეთე ძელები აკაციის ხისგან,+ კარვის ერთ მხარეს განლაგებული ჩარჩოებისთვის — ხუთი, 27  კარვის მეორე მხარეს განლაგებული ჩარჩოებისთვისაც — ხუთი და ხუთიც — კარვის უკანა მხარეს განლაგებული ჩარჩოებისთვის, რომლებიც დასავლეთით იქნება.+ 28  შუა ძელი ჩარჩოების შუაში უნდა გადიოდეს, ერთი ბოლოდან მეორეში. 29  ოქროთი მოავარაყე ჩარჩოები;+ ძელებისთვის ოქროს რგოლები გააკეთე და ძელებიც ოქროთი მოავარაყე. 30  იმ გეგმის მიხედვით ააგე კარავი, მთაზე რომ იხილე.+ 31  გააკეთე ფარდა+ ლურჯი ძაფის, მოშინდისფრო შალის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელისგან. ზედ ქერუბიმები+ ამოქარგე. 32  გადააფარე ის ოქროთი მოვარაყებულ აკაციის ოთხ სვეტს. მათი სამაგრებიც ოქროსი უნდა იყოს. სვეტები ვერცხლის ოთხ საყრდენზე დადგი. 33  ფარდა კაუჭებზე ჩამოკიდე და ფარდის შიგნით შეიტანე მოწმობის კიდობანი.+ ფარდა გამოყოფს თქვენთვის წმინდას+ წმინდათაწმინდისგან.+ 34  მოწმობის კიდობანს სახურავი დააფარე წმინდათაწმინდაში. 35  ფარდის გარეთ დადგი მაგიდა, მაგიდის პირდაპირ კი — სალამპრე+ კარვის სამხრეთით. მაგიდა ჩრდილოეთით დადგი. 36  კარვის შესასვლელისთვის ლურჯი ძაფის, მოშინდისფრო შალის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელის ჩამოსაფარებელი+ მოქსოვე. ის მქსოველის ნამუშევარი უნდა იყოს. 37  ჩამოსაფარებლისთვის აკაციის ხუთი სვეტი გააკეთე და ოქროთი მოავარაყე. მათი სამაგრებიც ოქროსი უნდა იყოს. მათთვის სპილენძის ხუთი საყრდენი ჩამოასხი“.

სქოლიოები