წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

გამოსვლა 2:1—25

2  წავიდა ერთი კაცი ლევის სახლიდან და ცოლად მოიყვანა ლევის ასული.+  დაორსულდა ქალი და ვაჟი გააჩინა. დაინახა, რომ შესახედაობით ბავშვი ლამაზი იყო და სამ მთვარისმიერ თვეს+ მალავდა.+  როცა ვეღარ შეძლო მისი დამალვა,+ აიღო პაპირუსის კალათა, ფისითა და კუპრით დაფარა,+ ჩააწვინა შიგ ბავშვი და მდინარე ნილოსის პირას ლერწმებში+ ჩადო.  შორიახლოს დადგა ბავშვის და, რომ ენახა, რა მოუვიდოდა მას.+  ცოტა ხანში ფარაონის ასული საბანაოდ ჩავიდა მდინარე ნილოსში, მისი მოახლეები კი მდინარის პირას სეირნობდნენ. თვალი მოჰკრა კალათას ლერწმებში და მაშინვე გაგზავნა მოახლე მის მოსატანად.+  ახადა მას და მტირალი ბავშვი დაინახა. შეებრალა იგი,+ თუმცა თქვა, ებრაელის შვილიაო.  ბავშვის დამ ფარაონის ასულს უთხრა: „წავიდე, დავუძახო ებრაელ ძიძას, რომ ბავშვს ძუძუ მოაწოვოს?“  ფარაონის ასულმა მიუგო: „წადი!“ მაშინვე წავიდა გოგონა და ბავშვის დედას დაუძახა.+  ფარაონის ასულმა უთხრა: „აიყვანე ეს ბავშვი, ძუძუ მოაწოვე და მე გადაგიხდი გასამრჯელოს“.+ ქალმაც აიყვანა ბავშვი და ძუძუს აწოვებდა. 10  გაიზარდა ბავშვი და მიუყვანა ფარაონის ასულს, რომელმაც იშვილა იგი.+ მოსე* დაარქვა მას, რადგან ამბობდა, წყლიდან ამოვიყვანეო.+ 11  როცა გაძლიერდა მოსე, გავიდა თავის ძმებთან, რომ ენახა მათი მძიმე შრომა*.+ დაინახა ერთი ეგვიპტელი, რომელიც მის მოძმე ებრაელს სცემდა.+ 12  გაიხედ-გამოიხედა, დაინახა, რომ არავინ იყო, მოკლა ეგვიპტელი და ჩამარხა ქვიშაში.+ 13  გავიდა მეორე დღეს და დაინახა, რომ ორი ებრაელი კაცი ეჩხუბებოდა ერთმანეთს. დამნაშავეს უთხრა: „რატომ ურტყამ შენიანს?“+ 14  მან მიუგო: „ვინ დაგაყენა ჩვენს მთავრად და მოსამართლედ?+ მეც იმ ეგვიპტელივით გინდა მომკლა?“+ შეეშინდა მოსეს და თქვა: „გავრცელებულა ეს ამბავი!“+ 15  ფარაონმაც გაიგო ეს და მოსეს მოკვლა დაუპირა,+ მაგრამ გაექცა მოსე+ ფარაონს. მიდიანის+ მიწაზე მივიდა საცხოვრებლად და ჭასთან ჩამოჯდა. 16  მიდიანის მღვდელს+ შვიდი ასული ჰყავდა. ჩვეულებისამებრ მოვიდნენ ისინი, წყალი ამოიღეს და თავიანთი მამის ფარის დასარწყულებლად გეჯები აავსეს.+ 17  სხვა მწყემსებიც მოვიდნენ და გაყარეს ისინი. ეს რომ დაინახა, ადგა მოსე და ქალებს ფარის დარწყულებაში დაეხმარა.+ 18  სახლში რომ მივიდნენ, რეუელმა,+ მათმა მამამ, გაკვირვებულმა ჰკითხა: „დღეს რა მალე მოხვედით?!“ 19  მათ მიუგეს: „ერთმა ეგვიპტელმა+ დაგვიცვა მწყემსებისგან და წყალიც ამოგვიღო ფარის დასარწყულებლად“. 20  მან ჰკითხა თავის ასულებს: „კი მაგრამ, სად არის ის კაცი? რატომ მიატოვეთ? დაუძახეთ, რომ პური ჭამოს“.+ 21  მოსემ იმ კაცთან დარჩენის სურვილი გამოთქვა და მანაც მიათხოვა თავისი ასული ციფორა.+ 22  გააჩინა მან ვაჟი და მოსემ გერშომი*+ დაარქვა, რადგან ამბობდა, ხიზნად მოვედიო უცხო მიწაზე.+ 23  გავიდა ხანი და მოკვდა ეგვიპტის მეფე,+ მაგრამ მონობის გამო კვლავაც ოხრავდნენ ისრაელის ძეები და ხმამაღლა ჩიოდნენ.+ მონები იყვნენ ისინი და მათი ღაღადი ჭეშმარიტ ღმერთს მისწვდა.+ 24  ისმინა ღმერთმა+ მათი ოხვრა+ და გაიხსენა აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული შეთანხმება.+ 25  გადმოხედა ღმერთმა ისრაელის ძეებს.

სქოლიოები

ნიშნავს ამოყვანილს, წყლიდან გადარჩენილს.
ან: რა ტვირთს ეზიდებოდნენ.
ნიშნავს შეხიზნულს.