წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

გამოსვლა 19:1—25

19  ეგვიპტის მიწიდან ისრაელის ძეების გამოსვლიდან მესამე თვეს,+ იმავე დღეს, მივიდნენ ისინი სინას უდაბნოში.+  დაიძრნენ რეფიდიმიდან+ და მივიდნენ სინას უდაბნოში, რომ იქ დაბანაკებულიყვნენ.+ მთის+ წინ დაბანაკდა ისრაელი.  ავიდა მოსე ჭეშმარიტ ღმერთთან, მოუხმო მას იეჰოვამ მთიდან+ და უთხრა: «ასე უთხარი იაკობის სახლსა და ისრაელის ძეებს:  „თქვენ თვითონ დაინახეთ, რა გავუკეთე ეგვიპტელებს,+ რომ არწივის ფრთებით მეტარებინეთ და ჩემთან მომეყვანეთ.+  ახლა, თუ გულისყურით მოუსმენთ+ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს შეთანხმებას,+ ყველა ხალხისგან გამორჩეული საკუთრება იქნებით ჩემთვის,+ რადგან ჩემია მთელი დედამიწა.+  მღვდლების სამეფოდ და წმინდა ერად იქცევით ჩემთვის“.+ ეს სიტყვები უთხარი ისრაელის ძეებს».  მოსეც მივიდა, მოუხმო ხალხის უხუცესებს+ და აუწყა ყველა ის სიტყვა, რაც იეჰოვამ უბრძანა მას.+  მთელმა ხალხმა ერთხმად მიუგო: „ყველაფერს შევასრულებთ, რაც იეჰოვამ თქვა“.+ მაშინვე გადასცა მოსემ ხალხის სიტყვები იეჰოვას.+  იეჰოვამ უთხრა მოსეს: „აი! შავ ღრუბელში მოვდივარ შენთან,+ რათა გაიგონოს ხალხმა, როცა დაგელაპარაკები,+ და შენც სამარადისოდ გერწმუნონ“.+ გადასცა მოსემ ხალხის სიტყვები იეჰოვას. 10  უთხრა იეჰოვამ მოსეს: «მიდი ხალხთან, განწმინდე ისინი დღეს და ხვალ, და გაირეცხონ მოსასხამები.+ 11  მოემზადონ მესამე დღისთვის, რადგან მესამე დღეს ჩამოვა იეჰოვა სინას მთაზე+ მთელი ხალხის თვალწინ. 12  საზღვრები დაუდგინე ხალხს და უთხარი: „ფრთხილად იყავით, რომ მთაზე არ ახვიდეთ და არ მიეკაროთ მის ძირს. ვინც მთას მიეკარება, უნდა მოკვდეს.+ 13  ხელი არ მიაკაროთ დამნაშავეს, რადგან უნდა ჩაიქოლოს ან უნდა განიგმიროს; გინდ ცხოველი იყოს, გინდ კაცი, არ უნდა იცოცხლოს“.+ მთასთან მოსვლა საყვირის ხმაზე+ შეეძლებათ». 14  ჩამოვიდა მთიდან მოსე ხალხთან, განწმინდა ისინი და ხალხმაც გაირეცხა მოსასხამები.+ 15  უთხრა მან ხალხს: „სამ დღეს მოემზადეთ.+ კაცებო, არ გაეკაროთ ქალებს“.+ 16  მესამე დღე რომ გათენდა, დაიწყო ქუხილი და ელვა,+ ჩამოწვა მთაზე შავი ღრუბელი,+ გაისმა საყვირის ძლიერი ხმა+ და ბანაკში მყოფი მთელი ხალხი კანკალმა აიტანა.+ 17  გამოიყვანა მოსემ ხალხი ბანაკიდან ჭეშმარიტ ღმერთთან შესახვედრად და დადგნენ ისინი მთის ძირას.+ 18  კვამლი ასდიოდა სინას მთას,+ რადგან იეჰოვა ჩამოვიდა მასზე ცეცხლში.+ ბუხრის კვამლივით ასდიოდა კვამლი+ და მთელი მთა ზანზარებდა.+ 19  საყვირის ხმა სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა; ლაპარაკობდა მოსე და ჭეშმარიტი ღმერთი ეხმიანებოდა.+ 20  ჩამოვიდა იეჰოვა სინას მთის წვერზე. მოუხმო იქ მოსეს და მოსეც ავიდა.+ 21  უთხრა იეჰოვამ მოსეს: „ჩადი, გააფრთხილე ხალხი, არ ამოიჭრან იეჰოვასთან მის სახილველად, თორემ ბევრი მათგანი დაეცემა.+ 22  განიწმინდონ მღვდლებიც,+ რომლებიც იეჰოვას უახლოვდებიან, რათა არ დაატყდეთ იეჰოვას რისხვა“.+ 23  მიუგო მოსემ იეჰოვას: „ვერ ამოვა ხალხი სინას მთაზე, რადგან შენ უკვე გაგვაფრთხილე და მითხარი, საზღვრები დაადგინე მთასთან და წმინდად ჰყავიო ის“.+ 24  მიუგო იეჰოვამ: „წადი, ჩადი და აარონთან ერთად ამოდი, ოღონდ არც მღვდლები და არც ხალხი არ ამოიჭრან და არ ამოვიდნენ იეჰოვასთან, რომ არ დაატყდეთ მისი რისხვა“.+ 25  მოსეც ჩავიდა ხალხთან და დაელაპარაკა მათ.+

სქოლიოები