არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

გამოსვლა 15:1—27

15  მაშინ მოსემ და ისრაელის ძეებმა იეჰოვას ეს სიმღერა უმღერეს:+ „ვუმღერებ იეჰოვას, რადგან დიდად განდიდდა.+ ზღვაში ჩაყარა ცხენი და მხედარი.+   ჩემი ძლიერება და ჩემი ძლევამოსილებაა იაჰი*,+ რადგან ის არის ჩემი მხსნელი.+ ის არის ჩემი ღმერთი და მე ხოტბას შევასხამ მას,+ მამაჩემის ღმერთი,+ და განვადიდებ მას.+   მამაცი მეომარია იეჰოვა.+ იეჰოვაა მისი სახელი.+   ზღვაში ჩაყარა ფარაონის ეტლები და მისი ჯარი,+ რჩეული მეომრები წითელ ზღვაში ჩაიძირნენ.+   აზვირთებულმა წყალმა დაფარა ისინი;+ ქვასავით ჩაეშვნენ სიღრმეში.+   იეჰოვა, განთქმულია შენი მარჯვენა,+ იეჰოვა, მტერს მუსრავს შენი მარჯვენა.+   შენი უსაზღვრო დიდებით ამხობ მათ, ვინც წინ აღგიდგება;+ შენი მრისხანებით ნამჯასავით შთანთქავ მათ.+   წყალი აზვირთდა შენი ნესტოების სუნთქვით;+ გაჩერდა კედლად აღმართული ზვირთები; გამყარდა აზვირთებული წყალი შუა ზღვაში.   ამბობდა მტერი, დავედევნები,+ დავეწევიო!+ გავყოფ ნაძარცვს+ და აივსება ჩემი სულიო! ვიშიშვლებ მახვილს და მათ ჩემი ხელით გავყრიო!+ 10  შენ დაჰკარი შენი სუნთქვით+ და ზღვამ დაფარა ისინი;+ ტყვიასავით ჩაიძირნენ აზვირთებულ წყალში.+ 11  იეჰოვა, ვინ შეგედრება ღმერთებს შორის?!+ ვინ შეგედრება ძლიერს სიწმინდეში,+ ვისიც უნდა ეშინოდეთ+ და ადიდებდნენ სიმღერებით,+ ვინც სასწაულებს ახდენს?!+ 12  შენ გაიწოდე მარჯვენა+ და მიწამ შთანთქა ისინი.+ 13  სიკეთით* წაუძეხი ხალხს, რომელიც გამოისყიდე;+ შენი ძლიერებით მიიყვან მათ შენს სამყოფელში.+ 14  გაიგებს ხალხი+ და შეშფოთდება;+ მშობიარობის ტკივილები+ შეიპყრობს ფილისტიმის მკვიდრთ. 15  მაშინ შეძრწუნდებიან ედომის თავკაცები; კანკალი აიტანს მოაბის ძლევამოსილ მმართველებს.+ მხნეობას დაკარგავენ ქანაანის მკვიდრნი.+ 16  შიში და ძრწოლა აიტანთ;+ შენი მკლავის სიდიადე გააქვავებს მათ, სანამ ჩაივლის შენი ხალხი,+ იეჰოვა, სანამ ჩაივლის+ შენი შექმნილი ხალხი.+ 17  წაიყვან მათ და დაამკვიდრებ შენს მთაზე, შენს საკუთრებაზე,+ შენს დასამკვიდრებლად მომზადებულ ადგილზე,+ იეჰოვა, შენი ხელით დაფუძნებულ საწმინდარში,+ იეჰოვა. 18  სამუდამოდ იმეფებს იეჰოვა, მარადიულად.+ 19  ზღვაში რომ შევიდნენ ფარაონის ცხენები,+ მისი საომარი ეტლები და ცხენოსნები,+ დააბრუნა ზღვის წყალი იეჰოვამ და თავზე დაამხო მათ,+ ისრაელის ძეები კი შუა ზღვაში ხმელეთზე გავიდნენ“.+ 20  წინასწარმეტყველმა მირიამმა, აარონის დამ,+ ხელში დაირა აიღო;+ შეუერთდა მას ყველა ქალი დაირებით ხელში და ცეკვა დაიწყეს.+ 21  მირიამი კაცებს სიმღერით მიუგებდა:+ „უმღერეთ იეჰოვას,+ რადგან დიდად განდიდდა.+ ზღვაში ჩაყარა ცხენი და მხედარი“.+ 22  წაიყვანა მოსემ ისრაელები წითელი ზღვიდან შურის+ უდაბნოსკენ. სამ დღეს მიდიოდნენ, მაგრამ ვერ იპოვეს წყალი.+ 23  მივიდნენ მარაში,+ მაგრამ ვერ დალიეს მარას წყალი, რადგან მწარე იყო. ამიტომაც დაარქვა მას მარა*.+ 24  დრტვინავდა ხალხი მოსეს წინააღმდეგ:+ „რა დავლიოთ?“ 25  მანაც შეღაღადა იეჰოვას.+ მიიყვანა იეჰოვამ იგი ხესთან; ჩააგდო მან წყალში ხე და გამტკნარდა წყალი.+ იქ დაუდგინა მან წესი და სამართალი და იქ გამოსცადა ისინი.+ 26  მან თქვა: „თუ გულისყურით მოუსმენ იეჰოვას, შენი ღვთის ხმას, სწორად მოიქცევი მის თვალში, დაუგდებ ყურს მის მცნებებს და დაიცავ მის წესებს,+ არ შეგყრი არც ერთ სენს, რომლებიც ეგვიპტელებს შევყარე,+ რადგან მე ვარ იეჰოვა, შენი განმკურნებელი“.+ 27  შემდეგ მივიდნენ ისინი ელიმში, სადაც თორმეტი წყარო და სამოცდაათი ხე იყო,+ და იქ დაბანაკდნენ წყალთან.

სქოლიოები

ამ მუხლში იაჰი პირველად მოიხსენიება. ეს არის სახელი იეჰოვას შემოკლებული ფორმა, ტეტრაგრამატონი ჲჰვჰ-ს პირველი ორი ასო. იხილეთ დანართი 1ა.
ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
ნიშნავს სიმწარეს.