წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

გამოსვლა 11:1—10

11  უთხრა იეჰოვამ მოსეს: „კიდევ ერთ უბედურებას დავატეხ ფარაონსა და ეგვიპტეს და მერე გაგიშვებთ იგი აქედან.+ მაშინ ყველას გაგიშვებთ მთელი თქვენი ავლადიდებით, საერთოდ გაგყრით აქედან.+  უთხარი ხალხს, რომ ყოველი ახლობელი კაცისგან და ქალისგან ითხოვონ ვერცხლისა და ოქროს ნივთები“.+  იეჰოვამ წყალობა აპოვნინა თავის ხალხს ეგვიპტელთა თვალში.+ მოსეც დიდად განდიდებული კაცი იყო ეგვიპტის მიწაზე, ფარაონის მსახურთა და ხალხის თვალში.+  მოსემ თქვა: «ასე ამბობს იეჰოვა: „შუაღამისას გამოვალ შუაგულ ეგვიპტეში+  და მოკვდება ყოველი პირმშო+ ეგვიპტის მიწაზე, ტახტზე მჯდომი ფარაონის პირმშოც, ხელსაფქვავთან მომუშავე მოახლის პირმშოც და ცხოველის პირველმოგებულიც.+  იქნება დიდი მოთქმა მთელი ეგვიპტის მიწაზე, რომლის მსგავსიც არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს გამეორდება.+  ისრაელის ძეებს ძაღლიც კი არ დაუყეფს, არც კაცსა და არც ცხოველს,+ რათა იცოდეთ, რომ იეჰოვას შეუძლია, გამიჯნოს ისრაელის ძეები ეგვიპტელებისგან“.+  ჩემთან მოვლენ შენი მსახურები, დაემხობიან ჩემ წინაშე+ და იტყვიან: „წადით შენც და მთელი შენი ხალხიც, ვინც შენს კვალს მოჰყვება“. ამის შემდეგ წავალ». განრისხებული გავიდა იგი ფარაონისგან.  უთხრა იეჰოვამ მოსეს: „არ მოგისმენთ ფარაონი,+ რათა იმრავლოს ჩემმა სასწაულებმა ეგვიპტის მიწაზე“.+ 10  მოახდინეს მოსემ და აარონმა ყველა ეს სასწაული ფარაონის წინაშე,+ მაგრამ იეჰოვა უშვებდა, რომ გაჯიუტებოდა გული ფარაონს; და არ გაუშვა მან ისრაელის ძეები თავისი მიწიდან.+

სქოლიოები