წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

გამოსვლა 1:1—22

1  ეს არის ისრაელის ვაჟების სახელები*, რომლებიც იაკობთან ერთად ჩავიდნენ ეგვიპტეში, თითოეული თავის სახლეულობასთან ერთად:+  რეუბენი,+ სიმონი,+ ლევი,+ იუდა,+  ისაქარი,+ ზებულონი,+ ბენიამინი,+  დანი,+ ნაფთალი,+ გადი+ და აშერი.+  სულ სამოცდაათი სული გამოვიდა იაკობის საზარდულიდან,+ იოსები კი უკვე ეგვიპტეში იყო.+  ბოლოს დაიხოცნენ იოსები,+ მისი ძმები და მთელი ის თაობა.  ინაყოფიერეს ისრაელის ვაჟებმა და გამრავლდნენ. იზრდებოდნენ რიცხობრივად, მეტისმეტად ძლიერდებოდნენ და აავსეს ის ქვეყანა.+  გავიდა ხანი და ეგვიპტეში ახალი მეფე გამეფდა, რომელიც არ იცნობდა იოსებს.+  უთხრა მან თავის ხალხს: „ხედავთ?! ისრაელი ხალხი ჩვენზე მრავალრიცხოვანი და ძლიერია.+ 10  მოდი, ჭკუით ვაჯობოთ,+ რომ არ გამრავლდნენ, რადგან თუ ომი მოხდა, ჩვენს მოძულეებს შეუერთდებიან, შეგვებრძოლებიან და წავლენ ამ ქვეყნიდან“. 11  დაუნიშნეს მათ ზედამხედველები, რომ მძიმე, მონური შრომით დაეჩაგრათ.+ აშენებდნენ ისინი ფარაონისთვის სამარაგო ქალაქებს — ფითომსა და რამსესს,+ 12  მაგრამ რაც უფრო ჩაგრავდნენ მათ, ისინი მით უფრო მრავლდებოდნენ და ვრცელდებოდნენ. თავზარდაცემულები იყვნენ ისინი ისრაელის ძეების შიშით.+ 13  ეგვიპტელებმა დაიმონეს ისრაელის ძეები და უმოწყალოდ ექცეოდნენ.+ 14  სიცოცხლე გაუმწარეს მძიმე მონური შრომით: თიხის ზელით,+ აგურების კეთებითა და მინდორში მონური მუშაობით;+ უმოწყალოდ ექცეოდნენ მათ და ნებისმიერ სამუშაოს ასრულებინებდნენ.+ 15  ეგვიპტის მეფემ ებრაელ ბებიაქალებს,+ შიფრასა და ფუას 16  უთხრა: „როცა ებრაელ ქალებს ამშობიარებთ და უყურებთ მათ მშობიარობას, თუ ბიჭი იქნება, მოკალით, და თუ გოგო — ცოცხალი დატოვეთ“. 17  მაგრამ ჭეშმარიტი ღვთის შიში+ ჰქონდათ იმ ბებიაქალებს და არ აკეთებდნენ იმას, რაც ეგვიპტის მეფეს ჰქონდა მათთვის ნათქვამი,+ და ცოცხლებს ტოვებდნენ ბიჭებს.+ 18  მოუხმო ეგვიპტის მეფემ იმ ბებიაქალებს და უთხრა: „ასე რატომ მოიქეცით და რატომ დატოვეთ ბიჭები ცოცხლები?“+ 19  ბებიაქალებმა ფარაონს მიუგეს: „ებრაელი ქალები ეგვიპტელ ქალებს არ ჰგვანან. ძლიერები არიან და ბებიაქალის მისვლამდე მშობიარობენ“. 20  სიკეთე გაუკეთა ღმერთმა იმ ბებიაქალებს.+ ხალხი კი რიცხობრივად იზრდებოდა და მეტისმეტად ძლიერდებოდა. 21  ჭეშმარიტი ღვთის შიშის გამო მან ოჯახები უბოძა ბებიაქალებს.+ 22  ბოლოს ფარაონმა თავის ხალხს უბრძანა: „ყოველი ახალდაბადებული ბიჭი მდინარე ნილოსში გადააგდეთ, ყოველი გოგო კი ცოცხალი დატოვეთ“.+

სქოლიოები

„ეს არის ... სახელები“, ებრაულად ვეელეჰ შემოთ. ებრაულ ენაზე ბიბლიის მეორე წიგნი ამ პირველი სიტყვებითაა დასათაურებული. ზოგჯერ ის გამოიყენება შემოკლებული ფორმით შემოთ. სეპტუაგინტა და ვულგატა წიგნს გამოსვლას უწოდებს.