წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

გალატელები 4:1—31

4  ვამბობ, რომ მემკვიდრე, სანამ ბავშვია, არაფრით განსხვავდება მონისგან,+ თუმცა ყველაფრის ბატონ-პატრონია.  ის მამამისის მიერ დანიშნულ დრომდე მეურვეებისა და მმართველების მეთვალყურეობის+ ქვეშ იმყოფება.  ასევე ჩვენც, სანამ ბავშვები ვიყავით, ქვეყნიერების პრინციპების+ მონები ვიყავით,  მაგრამ როცა დრო გასრულდა,+ ღმერთმა გამოგზავნა თავისი ძე,+ რომელიც ქალისგან იშვა+ და კანონს დაქვემდებარებული აღმოჩნდა,+  რათა გამოსასყიდით გაეთავისუფლებინა+ კანონს დაქვემდებარებულნი,+ ჩვენ კი შვილება მიგვეღო.+  და რაკი ძეები ხართ, ღმერთმა ჩვენს გულებში მოავლინა თავისი ძის სული,+ რომელიც იძახის: „აბბა*, მამა!“+  ასე რომ, უკვე მონა კი აღარა ხარ, არამედ ძე, და თუ ძე ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღვთის მეშვეობით.+  მიუხედავად ამისა, როცა ღმერთს არ იცნობდით,+ მათი მონები იყავით, ვინც ბუნებით ღმერთები არ არიან,+  მაგრამ ახლა, როცა შეიცანით ღმერთი, უფრო მეტიც, როცა ღმერთმა გცნოთ,+ როგორღა უბრუნდებით სუსტ+ და უბადრუკ პრინციპებს+ და გსურთ, ხელახლა დაემონოთ მათ?+ 10  ზედმიწევნით იცავთ დღეებს,+ თვეებს,+ დროებსა და წლებს. 11  ვშიშობ, ტყუილუბრალოდ ხომ არ ვშრომობდი+ თქვენთვის. 12  ძმებო, გევედრებით, გახდით ისეთები, როგორიც მე ვარ,+ რადგან მეც ვიყავი ისეთი, როგორებიც თქვენა ხართ.+ ცუდი არაფერი გაგიკეთებიათ ჩემთვის.+ 13  თქვენ იცით, რომ პირველად სასიხარულო ცნობა ჩემი ხორცის ავადმყოფობით გაუწყეთ,+ 14  და რაც ჩემს ხორცში თქვენთვის განსაცდელი იყო, არ შეგიძულებიათ და არც ზიზღით შეგიფურთხებიათ მისთვის, არამედ მიმიღეთ როგორც ღვთის ანგელოზი,+ როგორც ქრისტე იესო.+ 15  მაშ, სად არის ის ბედნიერება, თქვენ რომ გქონდათ?+ გიმოწმებთ: შესაძლებელი რომ ყოფილიყო, თვალებს დაითხრიდით და მე მომცემდით.+ 16  ნუთუ თქვენი მტერი გავხდი,+ ჭეშმარიტებას რომ გეუბნებით?+ 17  ისინი თქვენკენ ისწრაფვიან,+ მაგრამ არა კარგი ზრახვებით, რადგან თქვენი ჩემგან დაშორება სურთ, რათა თქვენ ისწრაფოთ მათკენ.+ 18  კარგია, ყოველთვის სასიკეთოდ ისწრაფოდნენ თქვენკენ,+ არა მხოლოდ მაშინ, როცა თქვენთან ვარ,+ 19  ჩემო შვილებო;+ თქვენ გამო კვლავ მშობიარობის ტკივილებს განვიცდი, სანამ თქვენში ქრისტე არ ჩამოყალიბდება.+ 20  მსურს, თქვენთან ვიყო ახლა+ და სხვაგვარად გელაპარაკოთ, რადგან საგონებელში ვარ ჩავარდნილი+ თქვენ გამო. 21  მითხარით, ვისაც გსურთ კანონს ექვემდებარებოდეთ,+ განა არ უსმენთ კანონს?+ 22  მაგალითად, დაწერილია, რომ აბრაამს ორი ვაჟი შეეძინა: ერთი მოახლისგან,+ მეორე კი თავისუფალი ქალისგან.+ 23  ის, ვინც მოახლისგან იყო, ხორციელად იშვა,+ ხოლო ვინც თავისუფალი ქალისგან — დანაპირების მიხედვით.+ 24  ამას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს,+ რადგან ეს ქალები ორ შეთანხმებას ნიშნავს,+ ერთი სინას მთაზე+ დადებულს, რომელიც მონობისთვის აჩენს ბავშვებს და მას აგარი ჰქვია. 25  აგარი არაბეთში მდებარე სინას მთას+ ნიშნავს და დღევანდელ იერუსალიმს შეესაბამება, რადგან მონობაშია+ თავის შვილებთან ერთად. 26  ზედა იერუსალიმი+ კი თავისუფალია, ის დედაჩვენია.+ 27  დაწერილია: „გიხაროდეს, უშვილო ქალო, რომელსაც არ გიშობია. სიხარულით აღივსე და აყიჟინდი შენ, ვისაც მშობიარობის ტკივილები არ განგიცდია, რადგან მიტოვებულს ქმრიანზე მეტი შვილები ჰყავს“.+ 28  ჩვენ კი, ძმებო, იმავე დანაპირების შვილები ვართ, რომლისაც ისაკი იყო,+ 29  მაგრამ, როგორც მაშინ დევნიდა+ ხორციელად შობილი სულით შობილს, ასევეა ახლაც.+ 30  რას ამბობს წმინდა წერილი? „გააძევე მოახლე და მისი ვაჟი, რადგან მოახლის ვაჟი ვერ იქნება მემკვიდრე თავისუფალი ქალის ვაჟთან ერთად“.+ 31  ამიტომ, ძმებო, ჩვენ მოახლისა კი არა,+ თავისუფალი ქალის შვილები ვართ.+

სქოლიოები

არამეული სიტყვა, რაც ნიშნავს მამას.