წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ამოსი 6:1—14

6  „ვაი უდარდელებს+ სიონში და სამარიის მთის მოიმედეთ! რჩეულ ხალხს შორის გამორჩეულნი არიან, მათთან მიდის ისრაელის სახლი.  წადით ქალნეში და ნახეთ, იქიდან წადით ხალხმრავალ ხამათში+ და ჩადით ფილისტიმელთა გათში.+ განა ისინი ამ სამეფოებზე უკეთესნი არიან?! განა მათი მიწა თქვენს მიწაზე დიდია?!+  არ ფიქრობთ უბედურების დღეზე?+ ძალადობას ამკვიდრებთ თქვენში?+  თქვენა ხართ სპილოს ძვლის ტახტებზე+ მწოლიარენი და საწოლებში გაშხლართულნი, ფარის ვერძებისა და ნასუქ ხბოთაგან მოზვრების მჭამელნი,+  სიმებიანი საკრავის ხმაზე სიმღერებს რომ ქმნიან+ და დავითის მსგავსად საკრავებს რომ იგონებენ,+  თასებით რომ სვამენ ღვინოს,+ საუკეთესო ზეთს+ რომ იცხებენ და ავად არ ხდებიან იოსების უბედურების გამო.+  ამიტომ, ახლა ისინი გადასახლებაში წავლენ და პირველები იქნებიან გადასახლებულთა შორის,+ შეწყდება გაშხლართულთა ღრეობა.  უზენაესმა უფალმა იეჰოვამ საკუთარი სული დაიფიცა,+ — ამბობს იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი. — მძულს იაკობის სიამაყე+ და შევიძულე მისი საცხოვრებელი კოშკები,+ მტერს ჩავუგდებ ხელში ქალაქს და ყველაფერს, რაც მასშია.+  ათი კაცი რომ დარჩეს ერთ სახლში, ყველანი დაიხოცებიან.+ 10  სათითაოდ გამოიტანს მათ მამამისის ძმა და სათითაოდ დაწვავს, რათა სახლიდან გაიტანოს ძვლები.+ ეტყვის სახლში მყოფს, თუ არისო კიდევ ვინმე შენთან, ის კი მიუგებს, არავინ არისო. მერე ეტყვის: ჩუმად იყავი, რადგან ახლა არ არისო იეჰოვას სახელის ხსენების დრო.+ 11  აი, იეჰოვა ბრძანებს+ და ის ნანგრევებად აქცევს დიდ სახლს და გააცამტვერებს პატარა სახლს.+ 12  განა ირბენენ კლდეზე ცხენები ან განა მოახვნევინებენ იქ საქონელს?! შხამიან მცენარედ გიქცევიათ სამართალი+ და აბზინდად — სიმართლის ნაყოფი. 13  თქვენ, ვინც არარსებულით ხარობთ+ და ამბობთ: განა ჩვენი ძალით არ ავიმაღლეთო რქები?!+ 14  ისრაელის სახლო, აი, შენ წინააღმდეგ აღვძრავ ხალხს,+ — ამბობს იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი. — ისინი შეგავიწროებენ ხამათის+ შესასვლელიდან არაბას ხევამდე“.

სქოლიოები