წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

ამოსი 3:1—15

3  «ისმინეთ სიტყვა, რომელსაც იეჰოვა წარმოთქვამს თქვენზე,+ ისრაელის ძეებო, მთელ ერზე, რომელიც ეგვიპტიდან+ გამოვიყვანე:  „მხოლოდ თქვენ გცანით+ დედამიწის საგვარეულოებს შორის,+ ამიტომ პასუხს მოგთხოვთ თქვენი ყველა დანაშაულის გამო.+  განა ივლის ორი ერთად, თუ შეხვედრა არ დაუთქვეს ერთმანეთს?!+  განა იბრდღვინებს ლომი ტყეში, თუ მსხვერპლი არა ჰყავს?!+ განა დაიღრიალებს ფაფრიანი ლომი თავისი სამალავიდან, თუ არაფერი დაუჭერია?!  განა გაებმება ჩიტი მახეში,+ თუ მიწაზე კაკანათი არ არის დაგებული?! განა დაიძვრება ადგილიდან მახე, თუ არაფერი დაუჭერია?!  თუ ქალაქში საყვირს ჩაჰბერეს, განა არ აკანკალდება ხალხი?!+ თუ ქალაქში უბედურება მოხდება, განა იეჰოვამ არ მოიმოქმედა ეს?!  უზენაესი უფალი იეჰოვა ისე არაფერს გააკეთებს, თუ საიდუმლო არ გაუცხადა თავის მსახურებს, წინასწარმეტყველებს.+  ბრდღვინავს ლომი+ — ვის არ შეეშინდება?! უზენაესი უფალი იეჰოვა ლაპარაკობს — ვინ არ აწინასწარმეტყველდება?!+  გამოაცხადეთ აშდოდის საცხოვრებელ კოშკებზე და ეგვიპტის+ საცხოვრებელ კოშკებზე: შეიკრიბეთ სამარიის+ მთების წინააღმდეგ და ნახეთ დიდი არეულობა და გამოძალვა, რაც იქ ხდება.+ 10  მათ არ იციან იმის კეთება, რაც სწორია,+ — ამბობს იეჰოვა, — მათ, ვინც ძალადობასა+ და ძარცვას ამრავლებს თავის საცხოვრებელ კოშკში. 11  ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: მტერი შემოადგა მიწას,+ ის დასცემს შენს ძალას და გაიძარცვება შენი საცხოვრებელი კოშკები.+ 12  აი რას ამბობს იეჰოვა: როგორც მწყემსი გამოსტაცებს ლომს პირიდან ორ ფეხს ან ყურის ნაგლეჯს,+ ასევე გამოტაცებულნი იქნებიან ისრაელის ძეები, რომლებიც სამარიაში მდიდრულ ტახტებსა+ და დამასკოურ საწოლებზე+ სხედან. 13  ისმინეთ და დაამოწმეთ+ იაკობის სახლში, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი. 14  იმ დღეს, როცა პასუხს+ მოვთხოვ ისრაელს მისი ურჩობის გამო, ბეთელის სამსხვერპლოებსაც+ მოვთხოვ ანგარიშს; მოიკვეთება სამსხვერპლოს რქები და მიწაზე დაეცემა.+ 15  დავაქცევ ზამთრის სახლს+ საზაფხულო სახლთან ერთად.+ მოისპობა სპილოს ძვლის სახლები+ და ბევრ სახლს მოეღება ბოლო,+ — ამბობს იეჰოვა“».

სქოლიოები