წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

აბდია 1:1—21

1  აბდიას ხილვა: აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა ედომზე:+ „ამბავი მოვისმინეთ იეჰოვასგან, დესპანია გაგზავნილი ხალხებთან: ადექით და გავიდეთო მის წინააღმდეგ საბრძოლველად.+  აი, დაგაპატარავე ხალხებს შორის.+ ძლიერ შეძულებული ხარ.+  გაცდუნა შენი გულის კადნიერებამ,+ კლდის მყუდრო ადგილის მკვიდრო,+ მაღლობზე მცხოვრებო, გულში რომ ამბობ, ვინ ჩამომაგდებსო მიწაზე?!  არწივივით მაღლა რომ ახვიდე, ვარსკვლავებს შორისაც რომ დაიდო ბუდე, იქიდანაც ჩამოგაგდებ“,+ — ამბობს იეჰოვა.  „ქურდები რომ მოსულიყვნენ შენთან ან ღამით მძარცველები რომ მოსულიყვნენ, როგორ დადუმდებოდი!+ განა იმდენს არ მოიპარავდნენ, რამდენიც მოუნდებოდათ?! ყურძნის მკრეფავები რომ მოსულიყვნენ შენთან, განა არ დაგიტოვებდნენ მოსამცვრევს?!+  რა საგულდაგულოდ გაიჩხრიკა ესავი!+ როგორ მიაგნეს მის გადამალულ განძეულს!  საზღვართან გაგგზავნეს მათ; ყველამ მოგატყუა,+ ვისთანაც შეთანხმება გქონდა დადებული. გძლიეს მათ, ვისთანაც მშვიდობა გქონდა.+ ისინი, ვინც შენთან ერთად ჭამენ, ბადეს დაგიგებენ ფეხქვეშ, როგორც არაგამჭრიახს.+  განა ეს არ მოხდება იმ დღეს?!“ — ამბობს იეჰოვა. „მოვსპობ ბრძენკაცებს ედომში+ და გამჭრიახობას — ესავის მთიან მხარეში.  შეძრწუნდებიან შენი ვაჟკაცები,+ თემანო,+ რადგან მოიკვეთება+ თითოეული მათგანი ესავის მთიან მხარეში ხოცვა-ჟლეტის გამო.+ 10  რაკი ძალადობდი შენს ძმაზე, იაკობზე,+ სირცხვილი დაგფარავს+ და სამარადისოდ მოიკვეთები.+ 11  იმ დღეს, როცა გვერდზე გადექი, იმ დღეს, როცა უცხოებმა ტყვედ წაასხეს მისი ჯარი,+ როცა უცხოელები შევიდნენ მის კარიბჭეში+ და წილი ყარეს იერუსალიმზე,+ შენც ერთ-ერთი მათგანივით იყავი. 12  ნიშნის მოგებით არ უნდა გეყურებინა იმისთვის, რაც შენი ძმის დღეს მოხდა,+ მისი უბედურების დღეს; არ უნდა გეხარა იუდას ძეების შემხედვარეს მათი დაღუპვის დღეს+ და არ უნდა დაგეღო პირი სატრაბახოდ მათი გასაჭირის დღეს. 13  არ უნდა შესულიყავი ჩემი ხალხის კარიბჭეში მათი უბედურების დღეს,+ არ უნდა გეყურებინა მისი გასაჭირისთვის მისი უბედურების დღეს და ხელი არ უნდა გაგეწვდინა მისი სიმდიდრისკენ მისი უბედურების დღეს.+ 14  არ უნდა მდგარიყავი გზის გასაყარზე მისგან გაქცეულთა დასახოცად,+ მტრის ხელში არ უნდა ჩაგეყარა გასაჭირის დღეს გადარჩენილნი.+ 15  ახლოს არის იეჰოვას დღე ყველა ხალხის წინააღმდეგ.+ როგორც შენ მოიქეცი, შენც ისე მოგექცევიან;+ როგორც შენ ეპყრობოდი მას, შენც ისე მოგეპყრობიან.+ 16  როგორც თქვენ სვამდით ჩემს წმინდა მთაზე, ისე შესვამენ ხალხები, განუწყვეტლივ;+ შესვამენ და ამოხვრეპენ ღვთის მრისხანების სასმისს და ისე იქნებიან, თითქოს არც ყოფილანო. 17  გაქცეულები სიონის მთაზე იქნებიან,+ რომელიც განიწმინდება.+ იაკობის სახლი თავის კუთვნილს დაეუფლება.+ 18  ცეცხლად იქცევა იაკობის სახლი,+ ცეცხლის ალად — იოსების სახლი, ესავის სახლი კი — ნამჯად;+ მოედებიან მას და შთანთქავენ. არავინ გადარჩება ესავის სახლიდან,+ რადგან იეჰოვა ამბობს ამას. 19  ისინი დაეუფლებიან ნეგებს, ესავის+ მთიან მხარეს, შეფელასა და ფილისტიმელთა+ მიწას. ისინი დაეუფლებიან ეფრემის+ ველსა და სამარიის+ ველს, ბენიამინი კი გალაადს+ დაეუფლება. 20  ის, რაც ქანაანელებისა+ იყო, ამ მიწაყრილიდან+ გადასახლებული ისრაელის ძეებისა გახდება სარეფთამდე;+ იერუსალიმიდან გადასახლებულები, რომლებიც სეფარადში იყვნენ, ნეგების+ ქალაქებს დაეუფლებიან. 21  ავლენ მხსნელები+ სიონის მთაზე+ ესავის+ მთიანი მხარის გასასამართლებლად. იეჰოვასი იქნება მეფობა“.+

სქოლიოები