წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

აბაკუმი 1:1—17

1  განაჩენი, რომელიც წინასწარმეტყველმა აბაკუმმა იხილა:  როდემდე უნდა გთხოვდე, იეჰოვა, შველას და არ ისმენდე?+ როდემდე უნდა გთხოვდე ხსნას ძალადობისგან და არ გვშველოდე?+  რატომ მაყურებინებ სიავეს და რატომ უყურებ ბოროტებას? რატომ ხდება ძარცვა და ძალადობა ჩემ თვალწინ? რატომ ჩხუბობენ და რატომ დავობენ?+  ამიტომაც დაეკარგა კანონს ძალა და ვეღარ ჭრის სამართალი.+ ბოროტები გარს ეხვევიან მართლებს, ამიტომაც გაუკუღმართდა სამართალი.+  „შეხედეთ ხალხებს და უყურეთ, განცვიფრებულები დააკვირდით ერთმანეთს,+ გაოცდით, რადგან ისეთი რამე მოხდება თქვენს დროში, რომც მოეყოლათ, არ დაიჯერებდით.+  აი, აღვძრავ ქალდეველებს,+ სასტიკ და ფიცხ ხალხს, რომელიც დედამიწის ვრცელი ადგილებისკენ მიდის სხვათა სამკვიდროს დასაუფლებლად.+  შემაძრწუნებელი და შიშის მომგვრელი ხალხია, თვითონ ადგენს სამართალს და თვითონ იხვეჭს დიდებას.+  მისი ცხენები ჯიქზე სწრაფნი და ბინდში გამოსულ მგლებზე+ მძვინვარენი არიან. მიწას თელავენ მისი რაშები, შორიდან მოდიან. მოქრიან არწივივით, რომელიც მსხვერპლს უნდა დააცხრეს.+  ერთიანად მოდის ეს ხალხი ძალადობისთვის.+ წინ ისწრაფვის მათი სახეები აღმოსავლეთის ქარივით,+ ქვიშასავით აგროვებენ ტყვეებს. 10  ის მასხრად იგდებს მეფეებს და დასცინის+ უმაღლეს მოხელეებს. ის დასცინის ყველა ციხესიმაგრეს,+ მიწას ახვავებს და იპყრობს მათ. 11  ქარივით წავა წინ იმ დროს, გაივლის და დამნაშავედ იქცევა.+ მისი ძალა მისი ღვთისგანაა“.+ 12  იეჰოვა, განა უძველესი დროიდან არა ხარ?!+ ჩემო ღმერთო, ჩემო წმინდავ, შენ არ კვდები!+ იეჰოვა, გასასამართლებლად გყავს ის დაყენებული, კლდეო,+ სამხილებლად+ გყავს ის დადგენილი! 13  იმდენად სუფთაა შენი თვალები, რომ ვერ უყურებ ბოროტებას და ვერ უმზერ სიავეს.+ მაშ, რატომღა უყურებ ვერაგებს?+ რატომ დუმხარ, როცა ბოროტი ყლაპავს მასზე მართალს?+ 14  რატომ აქცევ ადამიანებს ზღვის თევზებივით, ქვეწარმავლებივით, რომლებსაც არავინ მართავს?+ 15  მან ყველანი კაუჭით+ ამოიყვანა, თავისი ბადით ამოათრია, თავის თევზსაჭერ ბადეში+ აგროვებს. ამიტომაც ხარობს და მხიარულობს.+ 16  ამიტომაც სწირავს მსხვერპლს თავის ბადეს და ამიტომაც უბოლებს შესაწირავს თავის თევზსაჭერ ბადეს. მათი წყალობით აქვს მსუყე წილი და საღი საკვები.+ 17  განა ამისთვის უნდა გამოაცარიელოს თავისი ბადე და გამუდმებით უნდა ხოცოს დაუნდობლად ხალხები?!+

სქოლიოები