წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

პირადი მონაცემების დაცვის დებულება

პირადი მონაცემების დაცვის დებულება

იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია ბიბლიაში ჩაწერილი პრინციპებიდან გამომდინარე აფასებს ადამიანის უფლებას, დაცული იყოს მისი პირადი ინფორმაცია. ორგანიზაცია აცნობიერებს, რომ მნიშვნელოვანია ღია და გულწრფელი კომუნიკაცია, აგრეთვე პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის შეგროვება, რათა შეასრულოს რელიგიური და საქველმოქმედო საქმიანობა. იეჰოვას მოწმეები აცნობიერებენ, რომ აუცილებელია კონფიდენციალურობის დაცვა და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვა (იგავები 15:22; 25:9). მათთვის კონფიდენციალურობის დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანია (იგავები 20:19).

ადამიანის პირადი მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნებმა შეიმუშავეს კანონები. იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია ჯერ კიდევ მაშინ იცავდა ადამიანის პირადი მონაცემების კონფიდენციალურობას, სანამ სხვა ქვეყნები მსგავსი უსაფრთხოების დებულებას შეიმუშავებდნენ. იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია კვლავაც აგრძელებს პიროვნების პირადი მონაცემების დაცვას, რაც დღესდღეობით უკვე მის კონფიდენციალურობის დებულებაში შედის.

კონფიდენციალურობის დაცვის მოქმედების სფერო

აქ მოყვანილი პრინციპებით ხელმძღვანელობს იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია, რომლის ფილიალებიც მთელ მსოფლიოში მდებარეობს.

მონაცემთა დაცვა

იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია პირად მონაცემებს ქვემოთ ჩამოთვლილი პრინციპების მიხედვით ამუშავებს და ინახავს:

  1. პირადი ინფორმაციის დამუშავება ხდება სამართლიანად და კანონიერად.

  2. პირადი მონაცემები შეგროვდება, დამუშავდება და გამოყენებული იქნება მხოლოდ იეჰოვას მოწმეების სამქადაგებლო და საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად.

  3. პირადი მონაცემები იქნება ყოველთვის ზუსტი. მასში არსებული ნებისმიერი უზუსტობა გამოსწორდება მას შემდეგ, რაც ეს ცნობილი გახდება ორგანიზაციისთვის.

  4. პირადი ინფორმაცია ინახება მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია იმ მოთხოვნის შესასრულებლად, რისთვისაც მოხდა აღნიშნული მონაცემების შეგროვება.

  5. პირადი ინფორმაციის დაცვას სათანადო ყურადღება ექცევა.

  6. შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები იქნება მიღებული იმისათვის, რომ არ მოხდეს მონაცემთა უკანონოდ გამოყენება ნებისმიერი ფორმით. ინფორმაცია, რომელიც კომპიუტერულ სისტემაში ინახება, დაცულია პაროლით. პაროლზე ხელი მხოლოდ უფლებამოსილ პირებს მიუწვდებათ. სამუშაო საათების შემდეგ ოფისები იკეტება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, მხოლოდ უფლებამოსილ პირებს აქვთ მათში შესვლის უფლება.

  7. ერთი ფილიალიდან მეორეში პირადი მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევებში გადაიცემა, როდესაც ეს რელიგიური თუ საქველმოქმედო საქმიანობის შესასრულებლად არის საჭირო.

მონაცემთა მფლობელთა უფლებები

  1. პირადი მონაცემების დაცვა, შესწორება და გაუქმება ხდება იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული დებულების საფუძველზე.

  2. პიროვნებამ, რომელიც ითხოვს მონაცემების შეცვლას ან წაშლას, უნდა დაადასტუროს საკუთარი ვინაობა.

  3. თუ მონაცემთა მფლობელი ითხოვს საკუთარ ინფორმაციაზე წვდომას, მის შესწორებას ან წაშლას, ორგანიზაცია შეეცდება, დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა, თუ ეს საფრთხეს არ შეუქმნის ორგანიზაციის საქმიანობას და რელიგიის თავისუფლების უფლებას.

  4. იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციას სურს, მუდმივად განახლდეს იმ პიროვნების მონაცემები, რომელიც იეჰოვას მოწმეა. ასეთი ინფორმაციის წაშლა ეწინააღმდეგება ორგანიზაციის რელიგიურ შეხედულებებსა და საქმიანობას.

გასაჩივრების უფლება

მონაცემთა მფლობელს უფლება აქვს, წერილობითი საჩივრით მიმართოს ფილიალის კომიტეტს, თუ ის თვლის, რომ მისი უფლებები შეილახა. წერილი უნდა გაიგზავნოს საჩივრის საფუძვლის გაჩენიდან არა უგვიანეს ორი კვირის ვადაში.