წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

კონფიდენციალურობა

კონფიდენციალურობა

იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია აფასებს ადამიანის უფლებას, დაცული იყოს მისი პირადი მონაცემები. დამატებითი ინფორმაციისთვის კონფიდენციალურობის შესახებ დააჭირეთ აქ.

პირად მონაცემთა კონფიდენციალურობის დებულებაში ახსნილია, თუ როგორ იყენებს იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია ადამიანის პირად მონაცემებს. კონკრეტული მითითებები, რომლებითაც ეს ვებ-გვერდი ხელმძღვანელობს, ქვემოთ არის მოცემული.

ამ ვებ-გვერდის მფლობელია საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ (Watchtower Bible and Tract Society of New York, Inc.). ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს იეჰოვას მოწმეების ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობას. ზოგიერთი სერვერი, რომელზეც განთავსებულია ჩვენი ვებ-გვერდი, მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

პირად მონაცემთა ბაზა

თქვენ მიერ ვებ-გვერდზე განთავსებულ პირად მონაცემებს მხოლოდ იმ მიზნისთვის გამოიყენებენ, რის შესახებაც წინასწარ იყავით ინფორმირებული და რაზეც თანხმობა განაცხადეთ.

თქვენი პირადი მონაცემები სხვას არ გადაეცემა, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ეს თქვენ მიერ მოთხოვნილი რომელიმე მომსახურებით სარგებლობისთვისაა საჭირო; როცა ამას კანონი და სამართალდამცავი ორგანოები ითხოვენ; როცა საჭიროა თაღლითობის გამოაშკარავება და თავიდან არიდება ან უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა. ამ ვებ-გვერდის გამოყენებით უფლებას გვაძლევთ თქვენი პირადი მონაცემები ხელმისაწვდომი გახდეს მესამე პირებისთვის მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში. თქვენი პირადი მონაცემები არ იქნება გამოყენებული ფინანსური მოგების მიზნით.

მესამე პირი: დროდადრო ვებ-გვერდზე გამოჩნდება სხვა ვებ-გვერდების ბმულები (მესამე პირი), რათა შეძლოთ სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობა (მაგალითად ელექტრონული ფორმების შევსება). როდესაც მესამე პირის მომსახურებით სარგებლობთ, შეიცვლება ვებ-გვერდის მისამართი. როცა ჩვენ ვირჩევთ სხვა ვებ-გვერდს (მესამე პირი) პერიოდულად ვამოწმებთ, ხელმძღვანელობს თუ არა ისიც მსგავსი უსაფრთხოების სტანდარტებით. დამატებითი ინფორმაციისთვის სხვა ვებ-გვერდების კონფიდენციალურობის შესახებ გაეცანით მათ ვებ-გვერდზე განთავსებულ კონფიდენციალურობის დებულებას.

უსაფრთხოება

ჩვენ სერიოზულ ყურადღებას ვაქცევთ ადამიანის პირადი მონაცემების დაცვას. ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს პირად მონაცემთა დაცვას ტრანზაქციის დროს დაშიფვრის მეთოდით, როგორიცაა სატრანსპორტო დონის უსაფრთხოება (TLS). ჩვენ ვიყენებთ კომპიუტერულ სისტემას, რომელიც სარგებლობს ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული უსაფრთხოების მექანიზმებით, რათა დაცულ იქნას თქვენგან მოწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება.

ანგარიშები

ელექტრონული ფოსტის მისამართს, რომელსაც ანგარიშის შექმნის დროს უთითებთ, საზოგადოება თქვენთან დასაკავშირებლად და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით გამოიყენებს. მაგალითად, თუ დაგავიწყდებათ მომხმარებლის სახელი, პაროლი ან სისტემაში შესვლის დროს სხვა სირთულეს წააწყდებით, თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღებთ შეტყობინებას.

შესაწირავები

როცა ონლაინ რეჟიმში ფულად შესაწირავს იღებთ, ჩვენ ვინახავთ თქვენს პირად მონაცემებს — სახელს და საკონტაქტო ინფორმაციას. შესაწირავების საკრედიტო ბარათებით გაღების დროს, ვიყენებთ აკრედიტებულ ონლაინ გადახდის მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს პირადი მონაცემების დაცვას. ჩვენ არ ვინახავთ და ხელი არ მიგვიწვდება თქვენს საკრედიტო ბარათის მონაცემებზე, ბანკის ანგარიშის ნომრებზე ან თქვენი ანგარიშის სხვა მონაცემებზე, რომელიც მომსახურებით სარგებლობის დროს მიუთითეთ. შესაწირავის მიმღები პირი ინახავს ფინანსური ტრანზაქციების ისტორიას მინიმუმ ათი წელი. ამაში შედის შესაწირავის გაღების თარიღი, მეთოდი და თანხის ოდენობა. ეს ინფორმაცია გვეხმარება, დავაკმაყოფილოთ ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები და ვუპასუხოთ თქვენს ნებისმიერ კითხვას ამ დროის განმავლობაში. ჩვენ არ დაგიკავშირდებით და არ მოგთხოვთ შესაწირავების გაღებას.

დამატებითი ინფორმაცია

შეგიძლიათ შეიყვანოთ პირადი მონაცემები (სახელი და გვარი, ელექტრონული მისამართი და ტელეფონის ნომერი) არა მარტო შესაწირავების გაღების ან ანგარიშის შექმნის მიზნით, არამედ ბიბლიის უფასო შესწავლის მოთხოვნის დროსაც. მომხმარებლის მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მომხმარებლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

სერვერის მიერ შექმნილი მოკლე საინფორმაციო ფაილები (Cookies) და სხვა ტექნოლოგიები

ინფორმაცია ინახება ავტომატიზებული აღჭურვილობის მეშვეობით, როდესაც ჩვენს ვებ-გვერდს სტუმრობთ. ეს ინფორმაცია ინახება „ქუქის“ (cookies), „ვებ-სიგნალების“ (web beacons) და სხვა მსგავსი ტექნოლოგიების მეშვეობით. ამ კონფიდენციალურ დებულებაში მოხსენიებული „ქუქი“ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სისტემებს გულისხმობს, მაგალითად, როგორიცაა ადგილობრივი მეხსიერება (“local storage”).

„ქუქი“: როდესაც ამ ვებ-გვერდს სტუმრობთ, თქვენი პირადი მონაცემები ქუქი-ფაილის სახით ინახება მობილური ტელეფონის, ტაბლეტის ან კომპიუტერის მყარ დისკზე. არსებობს სხვადასხვა სახის მოკლე საინფორმაციო ფაილები (Cookies), რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს და აუმჯობესებს ვებ-გვერდის გამოყენებას. ქუქი-ფაილების მეშვეობით ჩვენთვის ცნობილი ხდება, ესტუმრეთ თუ არა ვებ-გვერდს. გარდა ამისა, ეს ფაილები ინახავს ინფორმაციას იმ პარამეტრების შესახებ, რომელსაც მომხმარებელი ყველაზე ხშირად იყენებს ვებ-გვერდით სარგებლობის დროს. მაგალითისთვის, „ქუქი-ფაილებში“ ინახება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ ენაზე გახსენით ვებ-გვერდი, და ყოველი მორიგი სტუმრობისას იგი იმავე ენაზე გაიხსნება. ქუქი-ფაილებში შენახულ ინფორმაციას არ ვიყენებთ რეკლამისთვის.

ვებ-გვერდის ქუქი-ფაილები შეგვიძლია დავყოთ სამ კატეგორიად:

  1. ძირითადი ქუქი-ფაილები — ამ კატეგორიის ქუქი-ფაილები აუცილებელია იმისთვის, რომ ისარგებლოთ ვებ-გვერდის ფუნქციებით, როგორიცაა ვებ-გვერდზე ავტორიზაციის გავლა ან ელექტრონული ფორმის შევსება. ქუქი-ფაილების გარეშე ვერ შეძლებთ შესაწირავების გაღებას და სხვა სერვისების მიღებას. ამავე ქუქი-ფაილებს ვიყენებთ თქვენთვის საჭირო სხვადასხვა მომსახურებისთვის ვებ-გვერდით სარგებლობის დროს. ძირითადი ქუქი-ფაილები არ ინახავს თქვენს პირად ინფორმაციას მარკეტინგის მიზნით და არ იმახსოვრებს, რომელ ვებ-გვერდებს ესტუმრეთ.

  2. ფუნქციონალური ქუქი-ფაილები — ეს ქუქი-ფაილები იმახსოვრებს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი სახელი, ენა ან შერჩეული ადგილმდებარეობა. ფუნქციონალური ქუქი-ფაილები აუმჯობესებს ვებ-გვერდის გამოყენებას.

  3. ანალიტიკური ქუქი-ფაილები — ეს ქუქი-ფაილები ინახავს ინფორმაციას, როგორ იყენებენ მომხმარებლები ამა თუ იმ ვებ-გვერდს. მაგალითად, იმახსოვრებს, რამდენი ადამიანი ესტუმრა ვებ-გვერდს და საშუალოდ რამდენი ხანი იმყოფებოდა ამ ვებ-გვერდზე. ეს ინფორმაცია ვებ-გვერდის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად გამოიყენება.

ზოგი ქუქი-ფაილი ეკუთვნის ჩვენს ვებ-გვერდს (პირველი პირი), ხოლო დანარჩენი სხვადასხვა დომეინებს (მესამე პირი). ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ პირველი პირის ქუქი-ფაილებს, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში მესამე პირის ქუქი-ფაილებს, როცა ისინი Google reCAPTCHA-თან არის დაკავშირებული. Google reCAPTCHA საჭიროა იმისთვის, რომ ამოვიცნოთ მომხმარებელი ადამიანია თუ კომპიუტერი, რათა თავიდან ავირიდოთ არასაჭირო ინფორმაციების (spam) ავტომატურად მიღება. გთხოვთ, იხილოთ Google-ის კონფიდენციალურობის დებულება ამ ბმულზე https://www.google.com/intl/en/policies/privacy/.

ვებ-სიგნალები: ზოგიერთი ვებ-გვერდი შეიცავს ელექტრონულ გამოსახულებებს, რომლებიც ცნობილია ვებ-სიგნალების სახელწოდებით. ისინი საშუალებას გვაძლევენ, დავითვალოთ რამდენჯერ მოხდა კონკრეტული გვერდის ნახვა. ვებ-სიგნალები გამოიყენება საიტზე შემოსული პირების აქტივობის საკვლევად.

IP მისამართის გამოყენება: ეს არის კომპიუტერისთვის მინიჭებული ნომერი, რომელიც ვებ-გვერდის დათვალიერებისას ამოიცნობა. ჩვენ ვიყენებთ IP მისამართს ვებ-გვერდზე შემოსული პირების აქტივობის დასადგენად, ვებ-გვერდზე წარმოქმნილი პრობლემების აღმოსაჩენად და ვებ-გვერდის ეფექტური მართვისთვის.

თქვენი არჩევანი: ბრაუზერების უმეტესობაში შეგიძლიათ გათიშოთ ქუქი-ფაილების შენახვის ფუნქცია, ან ჩართოთ ფუნქცია, რომელიც შეგატყობინებთ, იქნეს თუ არა ქუქი-ფაილები შენახული თქვენს მოწყობილობაში. გაეცანით თქვენი ბრაუზერის ინსტრუქციას, რათა გაიგოთ მეტი ამ ფუნქციების შესახებ. გახსოვდეთ, ქუქი-ფაილების გარეშე სრულად ვერ ისარგებლებთ ჩვენი ვებ-გვერდის ფუნქციებით.

„ჯავასკრიპტი“

ვებ-გვერდის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად გამოიყენება „ჯავასკრიპტი“, რაც მომხმარებლისთვის სასურველი ინფორმაციის დროულად მიწოდებას უზრუნველყოფს. ვებ-გვერდზე „ჯავასკრიპტი“ არასდროს გამოიყენება იმ მიზნით, რომ მომხმარებლის კომპიუტერში პროგრამების დაყენება ან პირადი ინფორმაციის შეგროვება მოხდეს.

ვებ-გვერდის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის შესაძლოა ბრაუზერში პარამეტრების გასწორება გახდეს საჭირო. ზოგ ბრაუზერში გამორთულია „ჯავასკრიპტის“ ფუნქცია ზოგიერთი ვებ-გვერდისთვის. „ჯავასკრიპტის“ ჩასართავად მოიშველიეთ ბრაუზერში განთავსებული ინფორმაცია.

თქვენი უფლებები

ამ ვებ-გვერდით სარგებლობა უფასოა. შეგიძლიათ უფასოდ ჩამოტვირთოთ პუბლიკაციები, ვიდეოები და აუდიო ფაილები. თქვენ არ მოგეთხოვებათ ანგარიშის გახსნა, შესაწირავის გაღება ან ისეთი რამის გაკეთება, რაც მოითხოვს პირადი ინფორმაციის მიწოდებას ვებ-გვერდით სარგებლობისთვის. თუმცა, თუ სურვილი გექნებათ, დარეგისტრირდეთ ვებ-გვერდზე, გაიღოთ შესაწირავი ან მოითხოვოთ ბიბლიის შესწავლა, რაც პირადი ინფორმაციის გაცემას მოითხოვს, უნდა ეთანხმებოდეთ ამ ვებ-გვერდის კონფიდენციალურობის დებულებას. თქვენთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ სერვერებზე განთავსებული მონაცემთა ბაზა მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში; თქვენი პირადი მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, ტრანზაქციას და შენახვას, რაც თქვენ მიერ მოთხოვნილი სერვისის მისაღებადაა საჭირო, აწარმოებს ორგანიზაცია „საგუშაგო კოშკი“, რომელიც მხარს უჭერს იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას მრავალ ქვეყანაში. პირადი ინფორმაციის მიმღები იქნება სხვადასხვა პირი. მაგალითად, თუ ფულად შესაწირავს ურიცხავთ იურიდიულ პირს რომელიმე ქვეყანაში, თქვენი პირადი ინფორმაცია მიეწოდება ამ იურიდიულ პირს გადარიცხვის პროცესში. მაგრამ, თუ ბიბლიის შესწავლას ითხოვთ და ავსებთ ელექტრონულ ფორმას, თქვენი პირადი მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება იეჰოვას მოწმეების ფილიალისთვის, რათა მოხდეს თქვენთან დაკავშირება.

თუ ანგარიშის გახსნის, შესაწირავის გაღების ან სხვა სახის სერვისით სარგებლობისას არ მიუთითებთ საჭირო პირად მონაცემებს, თქვენი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება.

თუ კონფიდენციალურობასთან და ქუქი-ფაილებთან დაკავშირებული საკითხები შეიცვლება, ეს ცვლილებები ამავე ვებ-გვერდზე განთავსდება. ამგვარად თქვენ ყოველთვის საქმის კურსში იქნებით იმის თაობაზე, თუ რა ინფორმაციას ვაგროვებთ და როგორ ვიყენებთ.

კანონის ფარგლებში თქვენ გაქვთ პირად მონაცემებზე წვდომის, ცვლილებების მოხდენის ან ამ მონაცემების წაშლის უფლება. თუ ეს მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება თქვენს ქვეყანაში, აქვე ნახავთ საკონტაქტო ინფორმაციას. თუ გაგიჩნდებათ კითხვები გაღებულ შესაწირავთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაუკავშირდით შესაწირავის მიმღებ პირს.