არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ვინ არის თქვენი ფუძემდებელი?

ვინ არის თქვენი ფუძემდებელი?

იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის თანამედროვე ისტორია 19-ე საუკუნის ბოლოს იღებს სათავეს. იმ დროს, ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფის წევრები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენსილვანიაში, პიტსბურგთან ახლოს ცხოვრობდნენ, შეუდგნენ ბიბლიის სისტემატურ კვლევას. მათ ეკლესიის მიერ დადგენილი დოგმების შედარება დაიწყეს იმასთან, რასაც ბიბლია სინამდვილეში ასწავლის. ისინი ბიბლიიდან ნასწავლს გამოსცემდნენ წიგნების, გაზეთებისა და იმ ჟურნალის მეშვეობით, რომელსაც ახლა „საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ“ ეწოდება.

ბიბლიის გულწრფელ მკვლევართა ჯგუფში იყო ახალგაზრდა კაცი ჩარლზ ტეიზ რასელი. მიუხედავად იმისა, რომ რასელი იმ დროს ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმეს ხელმძღვანელობდა და „საგუშაგო კოშკის“ პირველი რედაქტორიც იყო, მას არ დაუარსებია ახალი რელიგია. რასელისა და სხვა ბიბლიის მკვლევრების, როგორც ჯგუფის მიზანი, ქრისტეს სწავლებების გავრცელება და პირველი ქრისტიანული კრების მაგალითის მიყოლა იყო. ვინაიდან ქრისტიანობას საფუძველი იესომ ჩაუყარა, შეიძლება ითქვას, რომ ის არის ჩვენი ორგანიზაციის ფუძემდებელი (კოლოსელები 1:18—20).