წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

გაქვთ ურთიერთობა თქვენი რელიგიის ყოფილ წევრებთან?

გაქვთ ურთიერთობა თქვენი რელიგიის ყოფილ წევრებთან?

ჩვენ არ ვერიდებით იმ მონათლულ იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობას, ვინც აღარ ქადაგებს და შეიძლება ჩამოშორდა კიდეც თანაქრისტიანებს. ჩვენ ვეხმარებით მათ, ვამხნევებთ და ვცდილობთ გავუღვიძოთ სულიერი მოთხოვნილებები.

ის, ვინც სცოდავს ავტომატურად არ ირიცხება. თუმცა, თუ მონათლული იეჰოვას მოწმე შეგნებულად აგრძელებს ბიბლიური ზნეობრივი პრინციპების დარღვევას და არ ინანიებს, იეჰოვას მოწმეები წყვეტენ მასთან ურთიერთობას და ის შეიძლება ქრისტიანული კრებიდან გაირიცხოს. ბიბლიაში არაორაზროვნად წერია: „მოიშორეთ ბოროტი ადამიანები“ (1 კორინთელები 5:13).

მაგრამ, თუ ქრისტიანული კრებიდან გარიცხული პიროვნების ცოლ-შვილი იეჰოვას მოწმეა, ისინი, რა თქმა უნდა აგრძელებენ ერთ ოჯახად ცხოვრებას, თუმცა მათ მეტად აღარ აერთიანებთ რელიგია.

გარიცხულ ადამიანს შეუძლია დაესწროს ჩვენს რელიგიურ შეხვედრებს. თუ სურს, მას ასევე შეუძლია მიიღოს სულიერი დახმარება ქრისტიანული კრების უხუცესებისგან. ჩვენი უმთავრესი მიზანია, დავეხმაროთ მას, რომ კვლავ გახდეს იეჰოვას მოწმე. თუ გარიცხული ადამიანები ტოვებენ ღვთისთვის მიუღებელ ცხოვრების წესს და გულწრფელად ცდილობენ ბიბლიური მოთხოვნების თანახმად იცხოვრონ, მათ ქრისტიანული კრება სიხარულით მიიღებს უკან.