არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ეხმარებით სტიქიით დაზარალებულებს?

ეხმარებით სტიქიით დაზარალებულებს?

დიახ, იეჰოვას მოწმეები ხშირად ეხმარებიან სტიქიით დაზარალებულებს. ჩვენ პრაქტიკულ დახმარებას ვუწევთ როგორც იეჰოვას მოწმეებს, ისე მათ, ვინც არ არის იეჰოვას მოწმე. ბიბლიაში, კერძოდ გალატელების 6:10-ში ვკითხულობთ: „მაშ, ვიდრე დრო ხელს გვიწყობს, ყველას სიკეთე გავუკეთოთ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც რწმენით ჩვენიანია“. ჩვენ აგრეთვე ვცდილობთ, დაზარალებულებს ემოციური და სულიერი დახმარება აღმოვუჩინოთ, რაც ასეთ დროს მათ განსაკუთრებით ესაჭიროებათ (2 კორინთელები 1:3, 4).

ორგანიზაცია

სტიქიური უბედურების შემდეგ კრების უხუცესები ცდილობენ, დაუკავშირდნენ იმ ტერიტორიაზე არსებულ კრებებს, რათა გაიგონ, არიან თუ არა უსაფრთხოდ და რაში სჭირდებათ დახმარება. შემდეგ უხუცესები იეჰოვას მოწმეების ადგილობრივ ფილიალს უგზავნიან ანგარიშს იმის თაობაზე, თუ რა მდგომარეობაა და თავდაპირველად რა დახმარება აღმოუჩინეს დაზარალებულებს.

თუ ადგილობრივ კრებას არ შეუძლია საკუთარი სახსრებით დაზარალებულთა დახმარებას, იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო საკუთარ თავზე იღებს ამას. სწორედ ასე ხდებოდა პირველ საუკუნეში ქრისტიანების შემთხვევაშიც, როცა შიმშილობა მძვინვარებდა (1 კორინთელები 16:1—4). ადგილობრივი ფილიალი ძმებს ნიშნავს დაზარალებულთა დახმარების კომიტეტში, რათა მათ უხელმძღვანელონ ამ საქმეს. გარდა ამისა, დაზარალებულთა დასახმარებლად მოხალისეებიც ჩადიან სტიქიის ადგილზე და თავიანთ დროსა და სახსრებს არ იშურებენ (იგავები 17:17).

დაფინანსება

იეჰოვას მოწმეთა ფილიალი მოწმეების მიერ გაღებულ შესაწირავებს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლადაც იყენებს (საქმეები 11:27—30; 2 კორინთელები 8:13—15). ვინაიდან საქმეს მოხალისე მუშახელი ასრულებს, შეგროვილი თანხები უშუალოდ დაზარალებულებს ხმარდება და არა დაქირავებულ მუშახელს; ის მიზანმიმართულად იხარჯება (2 კორინთელები 8:20).

 

გაიგეთ მეტი

დახმარების აღმოჩენა

სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად სიყვარული აღგვძრავს

ათობით ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები დახმარებას უწევენ გასაჭირში მყოფ და-ძმებს.