წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

როგორ ფინანსდება თქვენი საქმიანობა?

როგორ ფინანსდება თქვენი საქმიანობა?

ჩვენი სამქადაგებლო საქმე ძირითადად იეჰოვას მოწმეების მიერ გაღებული ნებაყოფლობითი შესაწირავებით ფინანსდება. ჩვენს შეხვედრებზე არ ხდება ფულის და საწევრო მეათედის შეგროვება (მათე 10:7, 8). შეხვედრის ადგილებზე განთავსებულია შესაწირავების ყუთები და თუ ვინმეს სურვილი აქვს, შეუძლია ნებაყოფლობით გაიღოს შესაწირავი. შესაწირავის გაღება ანონიმურად ხდება.

ერთი მიზეზი, რაც აადვილებს ფინანსების განკარგვას, ის არის, რომ ჩვენ არ გვყავს სამღვდელოება, რომელიც გასამრჯელოს იღებს. გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეები ანაზღაურების გარეშე ქადაგებენ კარდაკარ. ამასთან, ჩვენი თაყვანისცემის ადგილებიც მოკრძალებულად არის მოწყობილი.

შესაწირავები, რომელიც იეჰოვას მოწმეების ფილიალში იგზავნება, ხმარდება სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულებს და მისიონერებისა და მიმომსვლელი ზედამხედველების საქმიანობას უჭერს მხარს; ასევე გამოიყენება განვითარებად ქვეყნებში თაყვანისმცემლობის ადგილების ასაშენებლად და ბიბლიისა და სხვა ქრისტიანული პუბლიკაციების ბეჭდვასა და ტრანსპორტირებას ხმარდება.

თითოეული თავად წყვეტს, კონკრეტულად რისთვის გაიღებს შესაწირავს — ადგილობრივი საჭიროებებისთვის, ჩვენი მსოფლიო საქმიანობისა თუ ორივესთვის ერთად. თითოეული კრება რეგულარულად აწვდის საფინანსო ანგარიშს კრების წევრებს.

გაიგეთ მეტი

მადლობდეთ იეჰოვას ხელგაშლილობისთვის

მადლობდეთ იეჰოვას ხელგაშლილობისთვის

ვიდეორგოლი: როგორ ფინანსდება იეჰოვას მოწმეების საქმიანობა?

გაიგე, როგორ ფინანსდება იეჰოვას მოწმეების საქმიანობა და როგორ ხდება შესაწირავების გაღება მთელს მსოფლიოში!