წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რა არის „საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება“?

რა არის „საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება“?

„პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება“ არაკომერციული კორპორაციაა, რომელიც 1884 წელს პენსილვანიის შტატის (აშშ) კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნდა. იეჰოვას მოწმეები მისი მეშვეობით თავიანთ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას ახორციელებენ, რაშიც ბიბლიებისა და ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურის გამოცემაც შედის.

ამ კორპორაციის წესდებაში ნათქვამია, რომ კორპორაციის მიზანი ემსახურება „რელიგიური განათლების მიღებას და ქველმოქმედებას“, რათა „ადამიანებმა მოისმინონ და ისწავლონ ჭეშმარიტება ღვთის სამეფოს შესახებ, რომელსაც სათავეში იესო ქრისტე უდგას“. კორპორაციაში გაწევრიანება მიწვევით ხდება და არა შესაწირავის ოდენობის მიხედვით. კორპორაციის წევრები და დირექტორები თანამშრომლობენ იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელ საბჭოსთან.

იურიდიული პირები

„პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების“ გარდა, იეჰოვას მოწმეები რამდენიმე იურიდიულ პირს იყენებენ სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის ზოგი იურიდიული პირის სახელწოდებაა „Watch Tower“-ი, „Watchtower,“-ი ან ამ სახელწოდებებიდან ერთ-ერთის თარგმანი.

იქიდან მოყოლებული, რაც სხვადასხვა იურიდიული პირების გამოყენება დავიწყეთ, უმნიშვნელოვანესი საქმეების განხორციელება შევძელით. ზოგიერთ მათგანს ქვემოთ გაეცნობით:

  • ბეჭდვა და გამოცემა. ჩვენ გამოვეცით დაახლოებით 220 მილიონი ბიბლია და 40 მილიარდი ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურა 700-ზე მეტ ენაზე. ჩვენი ვებ-გვერდი jw.org ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ რეჟიმში წაიკითხონ ბიბლია 120-ზე მეტ ენაზე და პასუხები მიიღონ ისეთ კითხვებზე, როგორიცაა მაგალითად, „რა არის ღვთის სამეფო?“.

  • განათლება. ჩვენ ვატარებთ სხვადასხვა სკოლებს, რომლებშიც მოსწავლეები ბიბლიურ განათლებას იღებენ. მაგალითად, 1943 წლიდან „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიურ სკოლა „გალაადში“ 8 000-ზე მეტმა იეჰოვას მოწმემ გაიარა ინტენსიური სწავლის კურსი, რამაც საშუალება მისცა მათ, ემსახურათ მისიონერებად ან სხვა მხრივ დაეჭირათ მხარი მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის. გარდა ამისა, ყოველკვირა მილიონობით ადამიანი იღებს განათლებას ქრისტიანულ კრების შეხვედრებზე, მათ შორის ისინიც არიან, ვინც არ არის იეჰოვას მოწმე. ჩვენ აგრეთვე ვატარებთ წერა-კითხვის შესასწავლ კურსებს და ამ მიზნით გამოვცემთ სპეციალურ სახელმძღვანელოს 110-ზე მეტ ენაზე.

  • ქველმოქმედება. ჩვენ მატერიალური დახმარებით უზრუნველვყოფთ მათ, ვინ ტრაგედიის მსხვერპლი ხდება. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს, რა გახდა დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი, ადამიანი თუ სტიქია. ასე იყო მაგალითად 1994 წელს რუანდაში მომხდარი გენოციდის დროს და 2010 წელს ჰაიტიზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დროს.

მართალია, კორპორაციებისა და იურიდიული პირების მეშვეობით ბევრი რამ იქნა მიღწეული, მაგრამ წარმატებული იქნება თუ არა ჩვენი საქმე, მათზე არ არის დამოკიდებული. ყოველი ქრისტიანი პირადად არის ღვთის წინაშე პასუხისმგებელი, რომ შეასრულოს მისგან დავალებული საქმე და ყველგან იქადაგოს სასიხარულო ცნობა (მათე 24:14; 28:19, 20). ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ საქმეს ღმერთი ხელმძღვანელობს და სწორედ ის „ზრდის“ (1 კორინთელები 3:6, 7).

გაიგეთ მეტი

როგორ მზადდება და ითარგმნება იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა?

ჩვენი ლიტერატურა გამოიცემა 700-ზე მეტ ენაზე. რატომ ვახმართ ამდენ ძალისხმევას?

სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად სიყვარული აღგვძრავს

ათობით ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები დახმარებას უწევენ გასაჭირში მყოფ და-ძმებს.