წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

როგორ გავხდე იეჰოვას მოწმე?

როგორ გავხდე იეჰოვას მოწმე?

მათეს 28:19, 20-ში იესომ მოიხსენია, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ადამიანმა, იეჰოვას მოწმე რომ გახდეს. ბიბლიის ეს მონაკვეთი მოკლედ საუბრობს იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს მან, ვისაც სურს, ქრისტეს მოწაფე გახდეს. როგორც ამ მუხლებიდან ვიგებთ, ერთ-ერთი მოთხოვნაა იეჰოვას შესახებ სხვებთან საუბარი.

ნაბიჯი 1: შეისწავლეთ ბიბლია. იესომ თავის მიმდევრებს შემდეგი მითითება მისცა: „მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ... ასწავლეთ მათ“ (მათე 28:19, 20). „მოწაფედ“ ნათარგმნ სიტყვაში იგულისხმება „ის, ვინც სწავლობს“. ბიბლიიდან, განსაკუთრებით იესოს სწავლებებიდან, ვიგებთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბედნიერი და აზრიანი ცხოვრება გვქონდეს (2 ტიმოთე 3:16, 17). ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით ბიბლიის უფასო შესწავლაში (მათე 10:7, 8; 1 თესალონიკელები 2:13).

ნაბიჯი 2: რასაც ისწავლით, ცხოვრებაში გამოიყენეთ. იესომ ისიც თქვა, რომ ღვთის სიტყვის სწავლასთან ერთად საჭიროა მისი მცნებების დაცვა (მათე 28:20). ეს იმას ნიშნავს, რომ ბიბლიის შესწავლის დროს მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებით არ უნდა დაკმაყოფილდეთ; ნასწავლმა უნდა აღგძრათ, რომ ძირეული ცვლილებები მოახდინოთ თქვენს აზროვნებასა და საქციელში (საქმეები 10:42; ეფესოელები 4:22—29; ებრაელები 10:24, 25). ვინც ქრისტეს მცნებებს იცავს, სურვილი უჩნდება, თავი მიუძღვნას იეჰოვა ღმერთს და გახდეს ქრისტეს მიმდევარი (მათე 16:24).

ნაბიჯი 3: მოინათლეთ (მათე 28:19). ბიბლიაში ნათლობა შედარებულია დამარხვასთან (შეადარეთ რომაელების 6:2—4). ნათლობა იმის სიმბოლოა, რომ კვდები წარსული ცხოვრებისთვის და ახალ ცხოვრებას იწყებ. ნათლობით სახალხოდ აღიარებთ, რომ უკვე გადადგით ის ორი ნაბიჯი, რისკენაც იესო ქრისტემ მოგიწოდათ, და ღმერთს სთხოვთ, მოგცეთ სუფთა სინდისი (ებრაელები 9:14; 1 პეტრე 3:21).

როგორ გავიგო, ვარ თუ არა მზად ნათლობისთვის?

ამის შესახებ კრების უხუცესებს დაელაპარაკეთ. ისინი გაგესაუბრებიან, რათა დარწმუნდნენ, რამდენად კარგად გესმით ძირითადი ბიბლიური საკითხები, ცხოვრობთ თუ არა ნასწავლის თანახმად და მიუძღვენით თუ არა ღმერთს თავი საკუთარი ნებით (საქმეები 20:28; 1 პეტრე 5:1—3).

იგივე ნაბიჯების გადადგმა მოეთხოვებათ იეჰოვას მოწმეების შვილებს?

დიახ. როგორც ბიბლია მოგვიწოდებს, ჩვენ შვილებს იეჰოვას მოსაწონად ვზრდით და ვარიგებთ (ეფესოელები 6:4). თუმცა, როცა გაიზრდებიან, თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, შეისწავლიან თუ არა ბიბლიას, დაეთანხმებიან თუ არა მასში ჩაწერილს და იხელმძღვანელებენ თუ არა ბიბლიური პრინციპებით, რათა მონათვლისთვის საჭირო მოთხოვნებს შეესაბამებოდნენ (რომაელები 12:2). როცა საქმე რწმენას ეხება, თითოეულმა პიროვნებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა არჩევანს გააკეთებს (რომაელები 14:12; გალატელები 6:5).

გაიგეთ მეტი

როგორ განვსაზღვროთ, რომელ თაყვანისცემას იწონებს ღმერთი?

მხოლოდ ერთი რელიგიაა ჭეშმარიტი? განიხილე ჭეშმარიტი რელიგიის 5 ამოსაცნობი ნიშანი.

ფიქრობენ იეჰოვას მოწმეები, რომ მხოლოდ მათი რელიგიაა ჭეშმარიტი?

მიიჩნევდა იესო, რომ ყველა გზა ხსნამდე მიგვიყვანს?