არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რა არის ბიბლიის შესწავლა?

რა არის ბიბლიის შესწავლა?

რა არის ბიბლიის შესწავლა?

იეჰოვას მოწმეები მსურველებს სთავაზობენ ბიბლიის შესწავლას, რომლის მეშვეობითაც პასუხი ეცემა უამრავ შეკითხვას, მაგალითად:

● ვინ არის ღმერთი?

● ნამდვილად ზრუნავს ღმერთი ჩემზე?

● როგორ განვამტკიცო მეუღლესთან ურთიერთობა?

● რა არის საჭირო ნამდვილი ბედნიერებისთვის?

როგორ ტარდება შესწავლა? ვირჩევთ კონკრეტულ საკითხს, მაგალითად „ღმერთი“ ან „ქორწინება“ და ამ საკითხთან დაკავშირებულ სხვადასხვა ბიბლიურ მუხლს განვიხილავთ. ამ მუხლების ერთმანეთთან შედარებით, ვიგებთ ბიბლიურ თვალსაზრისს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით; ამგვარად, საშუალებას ვაძლევთ ბიბლიას, თავად ახსნას მასში ჩაწერილი ინფორმაცია.

ბიბლიის შესწავლაში გვეხმარება წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. ეს წიგნი ნათლად გვიხსნის, თუ რას ამბობს ბიბლია ღმერთის, იესოს, ჩვენი მომავლისა და სხვა საკითხების შესახებ.

რა ღირს ბიბლიის შესწავლა? ბიბლიის შესწავლა და შესწავლაში დამხმარე სახელმძღვანელო უფასოა.

რამდენ ხანს გრძელდება შესწავლა? ბევრი ადამიანი ბიბლიის შესასწავლად ყოველკვირეულად, დაახლოებით, ერთ საათს გამოყოფს. მაგრამ ბიბლიის შესწავლის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად განისაზღვრება. ჩვენ შეგვიძლია, ის თქვენს გრაფიკს მოვარგოთ.

რა მოხდება, თუ ბიბლიის შესწავლას გადავწყვეტ? თუ ბიბლიის შესწავლას გადაწყვეტთ, თქვენთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილზე ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე მოგაკითხავთ. ის რამდენიმე წუთის განმავლობაში გიჩვენებთ, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ განაგრძოთ შესწავლა.

ნიშნავს შესწავლაზე თანხმობა იმას, რომ მეც იეჰოვას მოწმე გავხდები? არა. ჩვენ გვსურს, რომ ადამიანებს ბიბლიის შესწავლაში დავეხმაროთ, მაგრამ მათ არასოდეს ვაძალებთ, რომ გახდნენ ჩვენი რელიგიის წევრები. პირიქით, ჩვენ პატივისცემით ვუზიარებთ ადამიანებს ბიბლიის თვალსაზრისს და გვესმის, რომ ყველას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რას ირწმუნებს (1 პეტრე 3:15).

 

გაიგეთ მეტი

ბიბლიის შესწავლის პროგრამა

რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?

ბიბლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებზე მილიონობით ადამიანს სცემს პასუხს მთელ მსოფლიოში. თქვენც ისურვებთ ამ კითხვებზე პასუხების მიღებას?

ბიბლიის შესწავლის პროგრამა

როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა?

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები ბიბლიის შესწავლებს უფასოდ ატარებენ. გაიგეთ, როგორ ხდება ეს.

ჩვენ შესახებ

ბიბლიის უსასყიდლოდ შესწავლის მსურველთათვის

უსასყიდლოდ შეისწავლეთ ბიბლია თქვენთვის ხელსაყრელ დროსა და ადგილას.