არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

როგორ ეწევა კრებებს ორგანიზება?

როგორ ეწევა კრებებს ორგანიზება?

კრებას უხუცესთა საბჭო ხელმძღვანელობს. დაახლოებით 20 კრება ერთ რაიონად ერთიანდება და საშუალოდ 10 რაიონი კი ოლქს წარმოქმნის. დროდადრო კრებებს მიმომსვლელი ზედამხედველები ინახულებენ, ესენი არიან სარაიონო და საოლქო ზედამხედველები.

ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევებითა და მითითებებით ხელმძღვანელი საბჭო უზრუნველგვყოფს. ხელმძღვანელი საბჭო შედგება დიდი ხნის მონათლული იეჰოვას მოწმეებისგან, რომლებიც ამჟამად ნიუ–იორკში, კერძოდ, უორიკში მდებარე იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარ სამმართველოში მსახურობენ. სწორედ აქედან ეწევა ხელმძღვანელობა იეჰოვას მოწმეების საერთაშორისო საქმიანობას (საქმეები 15:23—29; 1 ტიმოთე 3:1—7).