წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

კარდაკარ იმიტომ ქადაგებთ, რომ გადარჩეთ?

კარდაკარ იმიტომ ქადაგებთ, რომ გადარჩეთ?

რასაკვირველია, არა. მართალია, ჩვენ რეგულარულად ვქადაგებთ კარდაკარ, მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ ამგვარად დავიმსახურებთ გადარჩენას (ეფესოელები 2:8). რატომ ვპასუხობთ ასე?

დაფიქრდით ამ მაგალითზე: ერთი ქველმოქმედი დაჰპირდა ხალხს, რომ თუ დათქმულ დროსა და ადგილას გამოცხადდებოდნენ, ყველა უკლებლივ მიიღებდა მათთვის განკუთვნილ ძვირადღირებულ საჩუქარს. თუ დაუჯერებდით ამ კაცს, ხომ შეასრულებდით მის პირობას?! რასაკვირველია! უფრო მეტიც, თქვენს ახლობლებსა და მეგობრებსაც ეტყოდით ამის შესახებ. მაგრამ მაშინაც კი, თუ მითითებებს ზედმიწევნით შეასრულებდით და მიიღებდით საჩუქარს, შეძლებდით იმის თქმას, რომ ეს საჩუქარი დაიმსახურეთ? რა თქმა უნდა, არა, რადგან ეს საჩუქარი დაუმსახურებელი ძღვენია.

მსგავსად ამისა, იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ ღვთისგან დაპირებულ მარადიულ სიცოცხლეს ყველა მიიღებს, ვინც დაემორჩილება მას (რომაელები 6:23). ჩვენ ვუზიარებთ ჩვენს რწმენას სხვებს, რათა მათაც გაიხარონ იმ კურთხევებით, რომელსაც ღმერთი გვპირდება. თუმცა, არ ვფიქრობთ, რომ გადარჩენას დავიმსახურებთ მხოლოდ იმიტომ, რომ მსახურებაში ვიღებთ მონაწილეობას (რომაელები 1:17; 3:28). მართლაც ვერავინ და ვერასდროს დაიმსახურებს ასეთ ძღვენს ღვთისგან. „მან ჩვენი სიმართლის საქმეების გამო კი არ გვიხსნა, არამედ თავისი გულმოწყალებით“ (ტიტე 3:5).