ქართული
იღებენ იეჰოვას მოწმეები გასამრჯელოს რელიგიური საქმიანობისთვის?
https://cms-imgp.jw-cdn.org/img/p/502012476/univ/art/502012476_univ_sqr_xl.jpg
ijwfq სტატია 13

იღებენ იეჰოვას მოწმეები გასამრჯელოს რელიგიური საქმიანობისთვის?

იღებენ იეჰოვას მოწმეები გასამრჯელოს რელიგიური საქმიანობისთვის?

 არა, ჩვენ არანაირ გასამრჯელოს არ ვიღებთ ჩვენი რელიგიური საქმიანობისთვის. ჩვენ ვხელმძღვანელობთ მოციქულ პავლეს მაგალითით, რომელიც ღვთის სიტყვით არ ვაჭრობდა (2 კორინთელები 2:17).

ამ სტატიიდან შემდეგ კითხვებზე გავიგებთ პასუხს:

 იღებენ იეჰოვას მოწმეები გასამრჯელოს კარდაკარ ქადაგებისთვის?

 არა. ჩვენ არ ვიღებთ გასამრჯელოს რელიგიური საქმიანობისთვის, მათ შორის არც კარდაკარ მსახურებისთვის (მათე 24:14). ჩვენ გამოვყოფთ დროს და საკუთარ სახსრებს, რომ ვიქადაგოთ და ხალხს ბიბლია ვასწავლოთ. ჩვენ ვითვალისწინებთ იესოს სიტყვებს, რომლებიც თავის მოციქულებს უთხრა: „უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათე 10:7, 8).

 უხდიან ხელფასს იეჰოვას მოწმე უხუცესებს?

 არა. უხუცესები a რელიგიური მსახურებისთვის არანაირ გასამრჯელოს არ იღებენ, მათ შორის არც ნათლობის, ქორწილის ან დაკრძალვის დროს. უხუცესების უმეტესობა სამსახურში მუშაობს და ასე არჩენს ოჯახს. ზოგი უხუცესი საპენსიო ასაკშია. არიან უხუცესები, რომლებიც ჩვენი რელიგიური გაერთიანების წევრები არიან, მაგრამ ისინიც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მსახურობენ.

 იღებენ ხელფასს იეჰოვას მოწმეთა გაერთიანების წევრები?

 არა. ჩვენი ორგანიზაცია ზრუნავს მათ ისეთ საჭიროებებზე, როგორებიცაა საკვები, საცხოვრებელი თუ ჯანმრთელობა. გარდა ამისა, პირადი ხარჯებისთვის ეძლევათ მცირეოდენი შემწეობა. როგორც ძველად მოციქულ პავლესა და სხვა ქრისტიანების შემთხვევაში იყო, ამგვარი დახმარება მათ შესაძლებლობას აძლევს, რომ მთელი დრო რელიგიური საქმეების შესრულებას დაუთმონ (2 კორინთელები 11:9; ფილიპელები 4:16, 17).

 ვინ არიან იეჰოვას მოწმეთა გაერთიანების წევრები?

  •   მისიონერები.

  •   ის უხუცესები და მათი მეუღლეები, რომლებიც სხვადასხვა კრებას ინახულებენ და ამხნევებენ თანაქრისტიანებს.

  •   სპეციალური პიონერები, რომლებიც ისეთ ტერიტორიაზე ქადაგებენ, სადაც ამის მეტი საჭიროებაა.

  •   ქრისტიანები, რომლებიც სრული დროით მსახურობენ ფილიალებში.

  •   ის ქრისტიანები, რომლებიც რელიგიური დანიშნულების შენობებს აშენებენ ან დაზარალებულთა დახმარებაში იღებენ მონაწილეობას.

იეჰოვას მოწმეთა რელიგიური გაერთიანების წევრები სხვადასხვა დავალების შესრულების დროს.

 როგორ იყენებენ იეჰოვას მოწმეები შესაწირავებს?

 შესაწირავებს ვიყენებთ როგორც ჩვენი რელიგიური საქმიანობისთვის, ისე ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. სტატიაში „როგორ განკარგავენ იეჰოვას მოწმეები შესაწირავებს?“ ახსნილია, რა და რა სფეროს ხმარდება შემოწირული თანხები. გარდა ამისა, რუბრიკაში „რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?“ ახსნილია, რისთვის ვიყენებთ შესაწირავებს და რა სიკეთე მოაქვს ამას ადამიანებისთვის მთელს მსოფლიოში.

a სხვა რელიგიებისგან განსხვავებით იეჰოვას მოწმეებს კრებაში არ ჰყავთ პასტორი ან მღვდელი. თითოეული კრების ზედამხედველობა აკისრია რამდენიმე უხუცესისგან შემდგარ ჯგუფს (საქმეები 14:23). როგორც იესომ თქვა, ჩვენ ყველანი ძმები ვართ, ამიტომ ჩვენ არ გვყავს სამღვდელო და საერო კლასი (მათე 23:8). უხუცესები სხვებისგან განსაკუთრებულ მოპყრობას არ ელიან. ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ ნათქვამია: „საერო და სამღვდელო კლასებად დაყოფა მოხდა ახ. წ. II საუკუნეში, იესოსა და მისი მოციქულების სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგ“.