წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

თანახმა ხართ სამედიცინო დახმარების მიღებაზე?

თანახმა ხართ სამედიცინო დახმარების მიღებაზე?

დიახ, იეჰოვას მოწმეები იღებენ მედიკამენტებს და უარს არ ამბობენ სამედიცინო დახმარებაზე. როდესაც საკუთარ ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ, ზოგჯერ ექიმის დახმარება გვჭირდება (ლუკა 5:31). პირველ საუკუნეში მცხოვრები ლუკას მსგავსად, რომელიც ქრისტეს მიმდევარი იყო, ზოგიერთი იეჰოვას მოწმეც ექიმია (კოლოსელები 4:14).

მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი ბიბლიურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამიტომ, ისინი ჩვენთვის მიუღებელია. მაგალითად, უარს ვამბობთ სისხლის გადასხმაზე, რადგან ბიბლია გვიკრძალავს სისხლის მიღებას (საქმეები 15:20). გარდა ამისა, ბიბლია კრძალავს მკურნალობის ისეთ მეთოდებსა თუ სეანსებს, რომლებიც ოკულტიზმთან არის კავშირში (გალატელები 5:19—21).

თუმცა, მკურნალობის მეთოდების უმეტესობა არ ეწინააღმდეგება ბიბლიურ პრინციპებს. ასე რომ, ჩვენი გადასაწყვეტია, მკურნალობის რომელ მეთოდს ავირჩევთ. მაგალითად, ერთმა მოწმემ შეიძლება აირჩიოს მკურნალობის ესა თუ ის მეთოდი, მეორემ კი უარი თქვას მასზე (გალატელები 6:5).

 

 

გაიგეთ მეტი

შეუძლია თუ არა ქრისტიანს მიიღოს სამედიცინო დახმარება?

აქვს ღვთისთვის მნიშვნელობა, მკურნალობის რომელ მეთოდს აირჩევთ?