წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რატომ არ ეძახით თქვენს შესაკრებელ ადგილს ეკლესიას?

რატომ არ ეძახით თქვენს შესაკრებელ ადგილს ეკლესიას?

ბიბლიაში ბერძნული სიტყვა, რომელიც ზოგჯერ „ეკლესიად“ ითარგმნება, მიუთითებს ღვთის თაყვანისმცემლებისგან შემდგარ ჯგუფზე და არა მათ შესაკრებელ ადგილზე.

როდესაც პავლე მოციქულმა წერილი მისწერა რომაელ ქრისტიანებს, მოკითხვა შეუთვალა აკვილასა და პრისკას, თან დასძინა: „მოიკითხეთ ... ეკლესია, რომელიც არის მათ სახლში (რომაელები 16:3, 4, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ამ სიტყვებში პავლე შენობას არ გულისხმობდა. მან მოკითხვა შეუთვალა ადამიანებს ანუ კრების წევრებს, რომლებიც ზემოთ ნახსენებ სახლში იკრიბებოდნენ. *

ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს შესაკრებელ ადგილს ეკლესია ვუწოდოთ, ჩვენ ვიყენებთ ფრაზას „სამეფო დარბაზი“.

რატომ მაინცდამაინც „იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზი?“

ეს სახელი რამდენიმე მიზეზის გამო ზუსტად შეეფერება ღვთის თაყვანისმცემლების შესაკრებელ ადგილს:

  • შენობა არის დარბაზი, შესაკრებელი ადგილი.

  • ჩვენ ვიკრიბებით იმისათვის, რომ თაყვანი ვცეთ იეჰოვას, ბიბლიის ღმერთს და დავამოწმოთ მის შესახებ (ფსალმუნი 83:18; ესაია 43:12).

  • ჩვენ აგრეთვე ვსწავლობთ ღვთის სამეფოს შესახებ, რომელზეც ხშირად საუბრობდა იესო (მათე 6:9,10; 24:14; ლუკა 4:43).

გიწვევთ თქვენთვის უახლოეს იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზში, რათა საკუთარი თვალით ნახოთ, როგორ ატარებენ ისინი კრების შეხვედრებს.

 

გაიგეთ მეტი

რას ემსახურება იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი?

საკუთარი თვალით ნახეთ, რა ხდება იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში.

რა არის სამეფო დარბაზი?

გაიგეთ, თუ რატომ ეძახიან იეჰოვას მოწმეები თავიან თაყვანისმცემლობის ადგილს სამეფო დარბაზს.