წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ამერიკული სექტა ხართ?

ამერიკული სექტა ხართ?

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სათაო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებშია განთავსებული, ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები ადასტურებს, რომ ჩვენ ამერიკული სექტა არ ვართ:

  • ზოგიერთი განმარტების თანახმად, სექტა არის ჯგუფი, რომელიც გამოეყო რელიგიას, რათა ახალ რელიგიად ჩამოყალიბებულიყო. იეჰოვას მოწმეები არ არიან გამოყოფილი სხვა რომელიმე რელიგიური ჯგუფისგან. ნაცვლად ამისა, ჩვენ აღვადგინეთ პირველი საუკუნის ქრისტიანობა.

  • იეჰოვას მოწმეები აქტიურად მსახურობენ 230-ზე მეტ ქვეყანაში. მნიშვნელობა არ აქვს რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჩვენ განსაკუთრებულ ერთგულებას ვავლენთ იესო ქრისტესა და იეჰოვა ღმერთის, და არა ამერიკის შეერთებული შტატების ან რომელიმე სხვა მთავრობის მიმართ (იოანე 15:19; 17:15, 16).

  • ჩვენი ყველა სწავლება ბიბლიაზეა დაფუძნებული და არა ამერიკის შეერთებული შტატების რომელიმე რელიგიური ლიდერის წერილებზე (1 თესალონიკელები 2:13).

  • ჩვენი ხელმძღვანელი ადამიანი კი არა — იესო ქრისტეა (მათე 23:8—10).