წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რამდენი იეჰოვას მოწმეა მთელ მსოფლიოში?

რამდენი იეჰოვას მოწმეა მთელ მსოფლიოში?

2015 წლის სამსახურებრივი წლის * ანგარიში

იეჰოვას მოწმეთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში:

8 220 105

კრება:

118 016

ქვეყანა და ტერიტორია, სადაც იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ:

240

ვინ ითვლება იეჰოვას მოწმედ?

იეჰოვას მოწმეებად მხოლოდ ისინი ითვლებიან, ვინც ყოველთვე ქადაგებს სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ (მათე 24:14). იეჰოვას მოწმეების რიგებში არიან ისინი, ვინც მონათლულია და აგრეთვე ისინი, ვინც ჯერ არ არის მონათლული, მაგრამ შეესაბამებიან ქადაგებისთვის აუცილებელ მოთხოვნებს.

ფულადი შესაწირავი უნდა გაიღო, იეჰოვას მოწმე რომ გახდე?

რა თქმა უნდა, არა. არავითარი შესაწირავი არ არის საჭირო იმისთვის, რომ ვინმე იეჰოვას მოწმე გახდეს, რაიმე დავალება მიიღოს ან პასუხისმგებლობა დაეკისროს ჩვენს ორგანიზაციაში (საქმეები 8:18—20). შესაწირავების გაღება, ძირითადად, ანონიმურად ხდება. თითოეული მოწმე მსოფლიო სამქადაგებლო საქმისთვის ნებაყოფლობით, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე იღებს საკუთარ დროს, ენერგიასა და სახსრებს (2 კორინთელები 9:7).

საიდან ვიცით, რამდენი მოწმე მსახურობს აქტიურად?

იეჰოვას მოწმეები ყოველთვე ნებაყოფლობით აბარებენ სამქადაგებლო მსახურების ანგარიშებს თავიანთ კრებებში.

პასუხისმგებელი პირები აჯამებენ კრების წევრების ანგარიშებს და მონაცემებს აგზავნიან ადგილობრივ ფილიალში. ფილიალი მთავარ სამმართველოში აგზავნის თითოეული ქვეყნის ან ტერიტორიის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშებს.

ყოველი სამსახურებრივი წლის ბოლოსთვის * გროვდება მონაცემები იეჰოვას მოწმეთა უმაღლესი რიცხვის შესახებ, რომელიც თითოეულ თვეში ფიქსირდება ყველა ქვეყანასა თუ ტერიტორიაზე. ციფრები ჯამდება და საბოლოოდ დგინდება, რამდენი იეჰოვას მოწმეა მთელ მსოფლიოში. თითოეული ქვეყნის დეტალური ანგარიში და მათ შორის სამქადაგებლო მსახურების შემთხვევები ქვეყნდება „იეჰოვას მოწმეების წელიწდეულში“. ეს მონაცემები ისევე გვამხნევებს, როგორც პირველ საუკუნეში ამხნევებდა ქრისტიანებს იმ დროს მიმდინარე სამქადაგებლო მსახურების ანგარიშები (საქმეები 2:41; 4:4; 15:3).

ირიცხებიან იეჰოვას მოწმეთა რიგებში ისინი, ვინც დროდადრო ესწრება კრების შეხვედრებს, მაგრამ არ ქადაგებს?

მართალია, ეს ადამიანები იეჰოვას მოწმეთა რიგებში არ ირიცხებიან, მაგრამ მათ გულთბილად იღებენ კრების შეხვედრებზე. მათგან უმრავლესობა ესწრება ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს, რომელიც წელიწადში ერთხელ აღინიშნება. ასე რომ, ამ შეხვედრებზე დამსწრეთა რიცხვი ცალკე ფიქსირდება, ხოლო იეჰოვას მოწმეთა რიცხვი — ცალკე. 2015 წელს გახსენების საღამოს 19 862 783 ადამიანი დაესწრო.

ბევრი შეიძლება არ ესწრება კრების შეხვედრებს, მაგრამ ბიბლიის შესწავლის მეშვეობით ეცნობა იეჰოვას და მის ორგანიზაციას. 2015 წლის განმავლობაში ყოველთვე დაახლოებით 9 708 968 ბიბლიის შესწავლა ტარდებოდა. ზოგ ასეთ შესწავლას ერთდროულად რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა.

რატომ აღემატება სამთავრობო დაწესებულების მიერ აღრიცხული იეჰოვას მოწმეთა რიცხვი მოწმეების მიერ აღრიცხულ რიცხვს?

მთავრობის სტატისტიკური აღწერის ბიურო აწარმოებს გამოკითხვას იმის თაობაზე, თუ ვინ რომელ რელიგიურ ჯგუფს მიეკუთვნება და ამის მიხედვით ადგენს მოწმეთა რიცხვს. მაგალითად, შეერთებული შტატების სტატისტიკური აღწერის ბიურო იტყობინება, რომ გამოკითხვების მიზანი იყო, დაედგინათ, რომელ რელიგიურ ჯგუფს მიაკუთვნებდა ესა თუ ის რესპოდენტი საკუთარ თავს; ამ ბიურომ ისიც დასძინა, რომ შედეგები „სუბიექტური იყო და არა ობიექტური“. ამისგან განსხვავებით, ჩვენი შეფასებით, მხოლოდ ისინი ირიცხებიან იეჰოვას მოწმეთა რიგებში, ვინც ქადაგებს და რეგულარულად აბარებს მსახურების ანგარიშს და არა ისინი, ვინც უბრალოდ თავს იეჰოვას მოწმედ მიიჩნევს.

^ აბზ. 2 სამსახურებრივი წელი იწყება 1 სექტემბრიდან და გრძელდება 31 აგვისტომდე. მაგალითად, გასულ წელს სამსახურებრივი წელი დაიწყო 2014 წლის 1 სექტემბერს და დასრულდა 2015 წლის 31 აგვისტოს.

^ აბზ. 16 სამსახურებრივი წელი იწყება 1 სექტემბრიდან და გრძელდება 31 აგვისტომდე. მაგალითად, გასულ წელს სამსახურებრივი წელი დაიწყო 2014 წლის 1 სექტემბერს და დასრულდა 2015 წლის 31 აგვისტოს.

გაიგეთ მეტი

რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს?

მოკლედ მიმოიხილეთ იეჰოვას მოწმეების 15 ძირითადი სწავლება.

როგორ უწევენ იეჰოვას მოწმეები ორგანიზებას სამქადაგებლო საქმიანობას?

ჩვენ მივყვებით იესოს მაგალითს, რომელიც მან დედამიწაზე ყოფნისას დაგვიტოვა. ქადაგების რა მეთოდებს მივმართავთ?

როგორ ეწევა იეჰოვას მოწმეების კრებებს ორგანიზება?

გაიგე, როგორ იღებენ ხელმძღვანელობას და როგორ არიან იეჰოვას მოწმეები ორგანიზებული კრების მეშვეობით!