წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

რა თვალსაზრისი აქვთ იეჰოვას მოწმეებს სამგლოვიარო წეს-ჩვეულებებზე?

რა თვალსაზრისი აქვთ იეჰოვას მოწმეებს სამგლოვიარო წეს-ჩვეულებებზე?

ამ საკითხზე ჩვენი თვალსაზრისი ბიბლიურ სწავლებებზეა დაფუძნებული.

  • ახლობლის სიკვდილის დროს გლოვა სავსებით ნორმალურია. იესოს მოწაფეები გლოვობდნენ საყვარელ ადამიანებს (იოანე 11:33—35, 38; საქმეები 8:2; 9:39). საყვარელი ადამიანის სიკვდილი ჩვენშიც დიდ მწუხარებას იწვევს (ეკლესიასტე 3:1, 4; 7:1—4). ამ დროს ჩვენ თანავუგრძნობთ მგლოვიარეთ (რომაელები 12:15).

  • მკვდრები არაფერს გრძნობენ. იეჰოვას მოწმეები ეთნიკური თუ კულტურული წარმომავლობის მიუხედავად, არ ასრულებენ ცრურწმენასთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებს, რომელთა თანახმად მკვდართა სულები განაგრძობენ არსებობას და მათ ცოცხლებზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ (ეკლესიასტე 9:5, 6, 10). ასეთ წეს-ჩვეულებებში შეიძლება შედიოდეს მიცვალებულისთვის ღამის გათევა, ქელეხის, ორმოცის და წლისთავის გადახდა; მიცვალებულისთვის მსხვერპლის შეწირვა, მკვდართან საუბარი, მისთვის თხოვნით მიმართვა და ქვრივებისთვის სპეციალური სამგლოვიარო რიტუალების შესრულება. იეჰოვას მოწმეები არ მონაწილეობენ მსგავს წეს-ჩვეულებებში, რადგან ემორჩილებიან ბიბლიაში ჩაწერილ მითითებას: „გამოდით მათგან და გამოეყავით,.. უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“ (2 კორინთელები 6:17).

  • იმედი გარდაცვლილთათვის. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა. ღვთის სიტყვიდან იმასაც ვიგებთ, რომ დადგება დრო, როცა სიკვდილი აღარ იარსებებს (საქმეები 24:15; გამოცხადება 21:4). პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებს ეს იმედი ეხმარებოდა, მეტისმეტად არ ეწუხათ საყვარელი ადამიანის სიკვდილის გამო. ეს იმედი ჩვენც გვეხმარება, მოვერიდოთ უკიდურესი ფორმის სამგლოვიარო რიტუალებს (1 თესალონიკელები 4:13).

  • ბიბლია მოკრძალების გამოვლენისკენ მოგვიწოდებს (იგავები 11:2). ჩვენ, იეჰოვას მოწმეები მივიჩნევთ, რომ დაკრძალვის ცერემონიალი მოკრძალებული უნდა იყოს. ჩვენ არ გვსურს ქონებით ტრაბახი ან საკუთარი სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობის წარმოჩენა (1 იოანე 2:16). შესაბამისად, არ ვაწყობთ პომპეზურ ცერემონიალებს, არც ძვირადღირებულ სასახლეში ვასვენებთ გარდაცვლილთ და არც განსაკუთრებული სამოსით ვმოსავთ მათ.

  • ჩვენს შეხედულებებს თავს არავის ვახვევთ. ჩვენ ვითვალისწინებთ ბიბლიურ პრინციპს: „ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“ (რომაელები 14:12). თუმცა, როცა შესაძლებლობა გვეძლევა, „რბილად და ღრმა პატივისცემით“ ვუხსნით სხვებს, რა გვწამს (1 პეტრე 3:15).

რა სამგლოვიარო წეს-ჩვეულებები აქვთ იეჰოვას მოწმეებს?

ადგილმდებარეობა: ოჯახი თავად წყვეტს, ჩაატარებს თუ არა დაკრძალვის ცერემონიალს. დაკრძალვის ცერემონიალის ჩატარება მათ შეუძლიათ სამეფო დარბაზში, კერძო სახლში, კრემატორიუმში ან სასაფლაოზე.

დაკრძალვის მოხსენება: ჭირისუფალთა სანუგეშებლად წარმოითქმება ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენება. ამ დროს მომხსენებელი საუბრობს აღდგომის იმედზე და იმაზე, თუ რა მდგომარეობაში არიან მკვდრები (იოანე 11:25; რომაელები 5:12; 2 პეტრე 3:13). მომხსენებელს შეუძლია ისაუბროს იმ კარგ თვისებებსა და ერთგულებაზე, რომელთაც ადამიანი სიცოცხლეში ავლენდა (2 სამუელი 1:17—27).

ამ შეხვედრაზე შესაძლოა მოწმეებმა შეასრულონ სიმღერა, რომლის ტექსტიც ბიბლიურ მუხლებს ეფუძნება (კოლოსელები 3:16). პროგრამის დასასრულს მომხსენებელი წარმოთქვამს ლოცვას (ფილიპელები 4:6, 7).

გადასახადი და ფულის შეგროვება: იეჰოვას მოწმეების რელიგიურ შეხვედრებზე დასწრება უფასოა. მსგავსადვე, დაკრძალვის პროგრამაზე დასწრება უფასოა და არ ხდება ფულის აკრეფა (მათე 10:8).

დასწრება: დაკრძალვის პროგრამას, რომელიც სამეფო დარბაზში ტარდება, შეუძლია დაესწროს ნებისმიერი ადამიანი.

ესწრებიან იეჰოვას მოწმეები დაკრძალვის ცერემონიალებს, რომლებსაც სხვა რელიგიის მიმდევრები ატარებენ?

თითოეული იეჰოვას მოწმე ბიბლიით განსწავლული სინდისის საფუძველზე თავად წყვეტს, დაესწრება თუ არა დაკრძალვის ამა თუ იმ ცერემონიალს (1 ტიმოთე 1:19). თუმცა ისინი მონაწილეობას არ იღებენ ისეთ სამგლოვიარო რიტუალებში, რომლებიც ეწინააღმდეგება ბიბლიურ სწავლებებს (2 კორინთელები 6:14—17).

გაიგეთ მეტი

რატომ კვდებიან ადამიანები?

ამ კითხვაზე ბიბლიიდან მიღებული პასუხი გვანუგეშებს და იმედსაც გვისახავს.

რა ხდება სიკვდილის დროს?

გრძნობენ მკვდრები, რა ხდება მათ ირგვლივ?

წინასწარ არის განსაზღვრული, როდის მოკვდება ადამიანი?

რატომ ამბობს ბიბლია, რომ სიკვდილს თავისი დრო აქვს?