წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

სექტანტები არიან იეჰოვას მოწმეები?

სექტანტები არიან იეჰოვას მოწმეები?

იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია სექტა არ არის. ჩვენ ქრისტიანები ვართ და ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ მივყვეთ იესო ქრისტეს მაგალითს და მისი სწავლებების თანახმად ვიცხოვროთ.

რა არის სექტა?

სიტყვა „სექტა“ სხვადასხვა მნიშვნელობით სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენება. მოდი, ახლა ვიმსჯელოთ, ძირითადად, რომელ ორ კონტექსტში იყენებენ ამ სიტყვას და გავიგოთ, რატომ არ არის მართებული, რომ ვინმემ იეჰოვას მოწმეებს სექტანტები უწოდოს.

  • სექტას უწოდებენ ახლად ჩამოყალიბებულ რელიგიას, რომელიც არატრადიციული მიმდინარეობაა. იეჰოვას მოწმეებს ახალი რელიგია არ შეუქმნიათ. ჩვენ პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად ვცემთ ღმერთს თაყვანს, მივყვებით მათ მაგალითს და ვხელმძღვანელობთ იმ სწავლებებით, რომლებიც ღვთის შთაგონებით ჩაწერეს ბიბლიაში (2 ტიმოთე 3:16, 17). ჩვენ გვჯერა, რომ ღვთის სიტყვამ უნდა განსაზღვროს, რა არის სწორი და მართებული.

  • ზოგის აზრით, სექტა არის საშიში რელიგიური მიმდინარეობა, რომლის ლიდერიც ადამიანია. იეჰოვას მოწმეებს არ ჰყავთ ასეთი ლიდერი. ჩვენ მივყვებით იმ მითითებას, რომელიც იესომ თავის მიმდევრებს მისცა: „ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე“ (მათე 23:10).

იეჰოვას მოწმეები არ არიან საშიში სექტის წარმომადგენლები. ნაცვლად ამისა, ეს ორგანიზაცია ზრუნავს, როგორც თავის წევრებზე, ისე სხვა ადამიანებზე. მაგალითად, ჩვენი მსახურების წყალობით ბევრს დავეხმარეთ, დაეძლიათ ისეთი მავნე ჩვევები, როგორიცაა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება. გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეები ორგანიზებას ვუწევთ წერა-კითხვის შემსწავლელ კურსებს, რის შედეგადაც ათასობით ადამიანმა ისწავლა წერა-კითხვა. აგრეთვე ვეხმარებით სტიქიური უბედურებით დაზარალებულთ. ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ სხვებს სიკეთე გავუკეთოთ, რისკენაც იესომ მოუწოდა თავის მიმდევრებს (მათე 5:13—16).

 

 

გაიგეთ მეტი

როგორ განვსაზღვროთ, რომელ თაყვანისცემას იწონებს ღმერთი?

მხოლოდ ერთი რელიგიაა ჭეშმარიტი? განიხილე ჭეშმარიტი რელიგიის 5 ამოსაცნობი ნიშანი.