არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ინფორმაცია ფილიალებში ექსკურსიის შესახებ

მთელი გულით გეპატიჟებით ჩვენი ფილიალებისა და სტამბების დასათვალიერებლად, სადაც ბიბლიური ლიტერატურა იბეჭდება. გაიგეთ ექსკურსიის ჩატარების დრო და ადგილი.

 

შეერთებული შტატები

ექსკურსიის დაჯავშნა

გთხოვთ, დაჯავშნოთ ექსკურსია, თუ გსურთ შეერთებულ შტატებში ფილიალის შენობების დათვალიერება. ამისათვის დააწკაპუნეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე. კარგი იქნება, თუ დღის განმავლობაში ორზე მეტი კომპლექსის დათვალიერებას არ დაგეგმავთ.

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ადამიანი აპირებთ ფილიალის შენობების დათვალიერებას, აუცილებელია, წინასწარ დაჯავშნოთ ექსკურსია.

ექსკურსია პატარა ჯგუფებისთვის (20 კაცამდე)

ექსკურსია დიდი ჯგუფებისთვის (20 კაცი ან მეტი)

შეავსეთ ონლაინ ანკეტა და დაჯავშნეთ ექსკურსია პატერსონის, უოლკილისა და უორიკის კომპლექსებში.

ექსკურსიის გაუქმება

თუ გსურთ ექსკურსიის გაუქმება, დააწკაპუნეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე.

პატერსონი

100 Watchtower Dr. (2891 Route 22)

PATTERSON NY 12563

UNITED STATES

+1 845-306-1000

ექსკურსია

გთხოვთ, შეავსოთ ონლაინ ანკეტა და დაჯავშნოთ ექსკურსია, თუ გეგმავთ შეერთებულ შტატებში ფილიალის შენობების დათვალიერებას.

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

08:00-დან 11:00-მდე და 13:00-დან 16:00-მდე

ხანგრძლივობა: 2 საათი

ძირითადი საქმიანობა

აქ იქმნება ილუსტრაციები ჩვენი პუბლიკაციებისთვის, აგრეთვე აუდიო-ვიდეოჩანაწერები. ითარგმნება ბიბლიური ლიტერატურა ამერიკულ ჟესტების ენაზე. ექსკურსიის დროს აგრეთვე გაეცნობით სხვადასხვა ბიბლიურ სკოლას, რომელიც აქ ტარდება.

უოლკილი

900 Red Mills Rd.

WALLKILL NY 12589

UNITED STATES

+1 845-744-6000

ექსკურსია

გთხოვთ, შეავსოთ ონლაინ ანკეტა და დაჯავშნოთ ექსკურსია, თუ გეგმავთ შეერთებულ შტატებში ფილიალის შენობების დათვალიერებას.

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

08:00-დან 11:00-მდე და 13:00-დან 16:00-მდე

ხანგრძლივობა: 2 საათი

ძირითადი საქმიანობა

ყოველწლიურად აქ იბეჭდება ბიბლიური ლიტერატურის 25 მილიონი ეგზემპლარი. იგზავნება 360-ზე მეტ ენაზე გამოცემული ლიტერატურა მთელი მსოფლიოს ფილიალებში, ასევე შეერთებული შტატებში, კანადასა და კარიბის კუნძულებზე არსებულ იეჰოვას მოწმეების 15 000-ზე მეტ კრებაში.

უორიკი

1 Kings Dr.

TUXEDO PARK NY 10987

UNITED STATES

+1 845-​524-​3000

ექსკურსია

ექსკურსიები უორიკში დაიწყება 2017 წლის 3 აპრილიდან. გთხოვთ, შეავსოთ ონლაინ ანკეტა და დაჯავშნოთ ექსკურსია.

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

08:00-დან 16:00-მდე

(გამოფენების დათვალიერება გიდის გარეშე)

08:00-დან 11:00-მდე და 13:00-დან 16:00-მდე

ხანგრძლივობა 20 წუთი

(ექსკურსია გიდის თანხლებით)

გამოფენები

გამოფენების დათვალიერება გიდის გარეშე

  1. „ბიბლია და ღვთის სახელი“. ამ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იშვიათი ბიბლიები და ხაზი გაესმება იმას, თუ როგორ შემორჩა ბიბლიურ მუხლებში ღვთის სახელი, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ სცადეს მისი ამოღება თარგმანებიდან. ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები დრო და დრო განახლდება და დაემატება იშვიათი ბიბლიები და ბიბლიური არტეფაქტები.

  2. „ხალხი იეჰოვას სახელისთვის“. ამ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თვალსაჩინოებები იეჰოვას მოწმეების ისტორიიდან. არტეფაქტები და გრაფიკული გამოსახულებები. აგრეთვე მოისმენთ და-ძმების ბიოგრაფიებს და დაინახავთ, თუ როგორ ხელმძღვანელობდა, ასწავლიდა და ორგანიზებას უწევდა იეჰოვა თავის ხალხს მისი ნების შესასრულებლად.

  3. „მთავარი სამმართველო — ცოცხალი რწმენა“. ეს არის ინტერაქტიული გამოფენა, საიდანაც გაიგებთ, თუ რა საქმეს ასრულებენ ხელმძღვანელი საბჭოს კომიტეტები და როგორ ეხმარებიან ისინი იეჰოვას მოწმეებს, მიჰყვნენ ბიბლიურ მითითებებს, რომლებიც ეხება ერთად შეკრებას, მოწაფეების მომზადებას, სულიერი საზრდოს მიღებასა და ერთმანეთისადმი სიყვარულის გამოვლენას.

ექსკურსია გიდის თანხლებით

ამ 20-წუთიანი ექსკურსიის დროს დაათვალიერებთ ადმინისტრაციულ შენობას და უორიკის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიას.

ჩამოტვირთე საინფორმაციო ბროშურა