წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ვებ-ტრანსლაცია, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა

ვებ-ტრანსლაცია, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა

შაბათს, 2013 წლის 5 ოქტომბერს, „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების“ 129-ე ყოველწლიურ შეხვედრას 21 ქვეყანაში 257 294 ადამიანი დაესწრო. ზოგი იქ იმყოფებოდა, სადაც პროგრამა მიმდინარეობდა, ზოგი კი ვებ-ტრანსლაციის მეშვეობით ადევნებდა თვალყურს. იმავე შაბათ-კვირას მოხდა პროგრამის ჩანაწერის რამდენჯერმე გამეორება, რისი წყალობითაც სხვა მოწმეებმაც შეძლეს მისი ყურება. მთლიანობაში შეხვედრას 31 ქვეყანაში 1 413 676 ადამიანი დაესწრო. ეს იყო იეჰოვას მოწმეთა ისტორიაში ყველაზე დიდი შეხვედრა. ამ შეხვედრაზე დამსწრეთა რიცხვი აღემატებოდა 2013 წლის 28 აპრილს მექსიკასა და ცენტრალური ამერიკაში გამართულ სპეციალურ პროგრამაზე დამსწრეთა რიცხვს — 1 327 704-ს.

მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული, იეჰოვას მოწმეები სატელეფონო და რადიოქსელებს იყენებენ, რომ კონგრესების პროგრამა საერთაშორისო აუდიტორიას გადასცენ. დღესდღეობით, ინტერნეტ ტექნოლოგიის მეშვეობით პროგრამის არა მარტო მოსმენა, არამედ ყურებაც გახდა შესაძლებელი. უილიამი, შეერთებულ შტატებში მცხოვრები იეჰოვას მოწმე, 1942 წელს კონგრესს რიჩმონდში (ვირჯინია) დაესწრო და პროგრამას სატელეფონო ხაზის მეშვეობით მოუსმინა. მას შემდეგ, რაც ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო, ის ამბობს: „ერთია მხოლოდ ხმას ისმენდე და სულ სხვაა საკუთარი თვალით უყურებდე პროგრამას“.

იეჰოვას მოწმეების რამდენიმე ფილიალის წევრმა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ათასობით საათი დაუთმო ვებ-ტრანსლაციის მომზადებას. ტექნიკოსები ბრუკლინიდან (ნიუ-იორკი) დაუღალავად ადევნებდნენ თვალყურს პროგრამის მსვლელობას და მის ტრანსლაციას, რომელიც 15 სასაათო სარტყელზე მდებარე ქვეყნებში იყო ნაჩვენები. ერთ-ერთი მათგანი, რაიანი იხსენებს: „მართალია, ძილი დაგვაკლდა, მაგრამ ის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლო პროგრამის ყურება, ნამდვილად ღირდა ნებისმიერ ძალისხმევად“.

პროგრამის მსვლელობა კატერინეში, ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილში