არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

სამქადაგებლო უბნამდე მისასვლელი უჩვეულო გზა

სამქადაგებლო უბნამდე მისასვლელი უჩვეულო გზა

ჩრდილოეთის ზღვაში მიმოფანტულ პატარ-პატარა კუნძულებზე, რომლებიც გერმანიის ერთ-ერთი მხარის, შლეზვიგ-ჰოლშტაინის დასავლეთ სანაპიროს მახლობლად მდებარეობს, დაახლოებით 300 ადამიანი ცხოვრობს. ამ კუნძულების საერთო სახელწოდებაა ჰალიგენი. როგორ მიაქვთ იეჰოვას მოწმეებს სასიხარულო ცნობა ამ კუნძულზე მცხოვრებთა ყურამდე? (მათე 24:14).

მოწმეები ზოგ კუნძულამდე ბორნით მიდიან. თუმცა ზოგ კუნძულამდე მისაღწევად მოწმეებისგან შემდგარი ჯგუფი მეტად უჩვეულო მეთოდს მიმართავს. ისინი ზღვის ფსკერზე დაახლოებით 5 კილომეტრს ფეხით გადიან. საინტერესოა, როგორ ახერხებენ ამას?

ხელსაყრელი დრო

მთელი საიდუმლო ზღვის მიმოქცევაშია. ზღვის მიქცევასა და მოქცევას შორის დაახლოებით 6-საათიანი ინტერვალია; ამ დროს ჰალიგენის კუნძულების მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის დონე 3 მეტრამდე იკლებს ან იმატებს. მიქცევის დროს წყლის დონე იმდენად იკლებს, რომ ოკეანის ფსკერზე ფეხით გავლაა შესაძლებელი და მოწმეები სამ კუნძულამდე ფეხით მიდიან.

ულრიხი, გამოცდილი გიდი, რომელიც მქადაგებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობს, გვიყვება: „ჰალიგენის ერთ-ერთ კუნძულამდე მისაღწევად სადღაც 2 საათი გვჭირდება. ძირითადად, ფეხშიშველი მივდივართ. ზღვის ფსკერზე გავლა ყველაზე მოსახერხებელი ამგვარადაა. ცივ ამინდში რეზინის ჩექმები გვაცვია“.

გზად საუცხოო პეიზაჟი იშლება. „ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს სულ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდი, — გვიზიარებს ულრიხი. — გზის ზოგი მონაკვეთი შლამიანია, ზოგი კლდოვანი, ზოგი კი წყალმცენარეებითაა დაფარული. გზადაგზა ხედავ ზღვის ფრინველთა გუნდებს, კიბორჩხალებს და წყლის სხვა ბინადართ“. დროდადრო ჯგუფს ზღვის უბეების გადაკვეთა უწევს, რომლებიც მიქცევის დროს სანაპიროზე იქმნება.

ზღვის ფსკერზე ფეხით სიარული გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ულრიხი დასძენს: „ადვილი შესაძლებელია, დაიკარგო განსაკუთრებით მაშინ, როცა ნისლია ჩამოწოლილი. ამიტომ ვიყენებთ კომპასს და GPS მოწყობილობას; ამავდროულად, ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე გავიაროთ კუნძულამდე მისასვლელი გზა, რომ მოქცევამ არ მოგვისწროს“.

მოწმეები ქადაგებენ ერთ-ერთ კუნძულზე

ღირს ეს ყველაფერი ამდენ ძალისხმევად? ულრიხი გვიყვება 90 წელს გადაცილებული მამაკაცის შესახებ, რომელიც რეგულარულად კითხულობს ჟურნალებს „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“: «ერთ დღეს ძალიან ცოტა დრო გვქონდა და ვერ მოვახერხეთ ამ მამაკაცთან მისვლა. სანამ კუნძულს დავტოვებდით, ის ველოსიპედით მოვიდა ჩვენთან და გვითხრა: რატომ არ მომიტანეთ „საგუშაგო კოშკი“? რა თქმა უნდა, სიხარულით მივეცით მას კუთვნილი ჟურნალი».

გაიგეთ მეტი

საგუშაგო კოშკი

რატომ ქადაგებენ იეჰოვას მოწმეები?

ჩვენ ძირითადად სამი მიზეზის გამო ვქადაგებთ.

ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?

როგორ უწევენ იეჰოვას მოწმეები ორგანიზებას სამქადაგებლო საქმიანობას?

ჩვენ მივყვებით იესოს მაგალითს, რომელიც მან დედამიწაზე ყოფნისას დაგვიტოვა. ქადაგების რა მეთოდებს მივმართავთ?