წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ქადაგება მდინარე შინგუს მიდამოებში

ქადაგება მდინარე შინგუს მიდამოებში

2013 წლის ივლისის დასაწყისში, ბრაზილიაში, ქალაქ სან-ფელის-დუ-შინგუში მცხოვრები 28-კაციანი იეჰოვას მოწმეთა ჯგუფი გაემგზავრა ინდიელთა დასახლებაში, კაიაპუსა და იურუნაში. მათ 15-მეტრიანი ნავით მდინარე შინგუზე დინების საწინააღმდეგოდ გაცურეს. ამ მდინარის სიგრძე 2 092 კილომეტრია და ჩრდილოეთით მდინარე ამაზონს უერთდება.

იეჰოვას მოწმეთა ამ ჯგუფის მიზანი მდინარის მიდამოებში მდებარე სოფლებში ღვთის სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგება იყო. მოგზაურობის მესამე დღეს ისინი სოფელ კოკრაიმოროს მიადგნენ. ადგილობრივები მათ სიხარულითა და სტუმართმოყვარეობით შეხვდნენ. ერთი ქალი გამალებით იქნევდა ხელებს და მათ რაღაცას ანიშნებდა. ადგილობრივმა მეგზურმა ჯგუფს აუხსნა, თუ თავისი მოქმედებით რისი თქმა სურდა ამ ქალს: „მოდით ყველანი; გვინდა გაგიცნოთ!“

მოწმეები ყველას ესაუბრებოდნენ, ზოგს პორტუგალიურად, ზოგს კი ჟესტებით. ძალიან დამხმარე აღმოჩნდა დასურათებული ბიბლიური პუბლიკაციები. ადგილობრივებმა სიხარულით აიღეს ლიტერატურა, განსაკუთრებით ბროშურა „მოუსმინეთ ღმერთს“.

სპეციალური პიონერი, ჟერსონი იხსენებს პიროვნებას, რომელსაც წიგნი „ბიბლიური მოთხრობები“ შესთავაზა: „მან დახედა წიგნს და ორივე ხელით ისე მაგრად ჩაეჭიდა, რომ ხელის გაშვება აღარ უნდოდა“.

იეჰოვას მოწმეებმა ამ სოფლებში მცხოვრებ მადლიერ მოსახლეობას დაახლოებით 500 წიგნი, ჟურნალი და ბროშურა დაუტოვეს. სოფელ კავატირში ხალხმა დიდი ინტერესით მოისმინა ბიბლიური დაპირება დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების შესახებ. „ხალხი სამოთხეში ისე იცხოვრებს, როგორც ჩვენ ვცხოვრობთ“, — თქვა ტონგჟაიკვამ, სტუმართმოყვარე კაიაპუელმა ინდიელმა.

ქალაქ სან-ფელის-დუ-შინგუში ბევრმა იცოდა ამ დაგეგმილი მოგზაურობის შესახებ. როგორც ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, სიმონი იხსენებს, მის ქალაქში ზოგი ფიქრობდა, რომ მათ სოფლებში არავინ შეუშვებდა, მაგრამ მოწმეებს არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. სიმონი ამბობს: „ადგილობრივებმა გულთბილად მიგვიღეს და ქადაგება ყველასთან შევძელით“.

გაიგეთ მეტი

მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ბრაზილია

წაიკითხეთ იმ ადამიანების გამამხნევებელი შემთხვევები, რომლებმაც მსახურება გააფართოვეს და გადავიდნენ სხვა ტერიტორიებზე საქადაგებლად.