არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

სიახლე მანჰეტენზე

სიახლე მანჰეტენზე

2011 წლის ოქტომბერში, მანჰეტენზე იეჰოვას მოწმეებმა წამოიწყეს კამპანია, რომლის მიზანიც ხალხისთვის ბიბლიური ცნობის გადაცემაა. მათ მოაწყვეს სპეციალური მაგიდები და სტენდები. ეს კამპანია ნიუ-იორკის ყველაზე გადატვირთულ და ძველ უბანში, მანჰეტენის სამხრეთ ნაწილში მიმდინარეობს.

ტერიტორია ოთხ ნაწილად დაიყო. თითოეულ ნაწილში, რამდენიმე ადგილზე, ადგილობრივი სრული დროით მსახურები ლამაზად განთავსებულ ბიბლიური ლიტერატურით სავსე მაგიდებთან და სტენდებთან დგანან, ისე, რომ გამვლელებისთვის მოსახერხებელია მათთან გაჩერება. ყველაზე მეტი გამოხმაურება ტრანსპორტის მოსაცდელ სადგურებში ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზეა, სადაც ყოველდღიურად ათი ათასობით ადამიანი დადის.

ამ კამპანიის მეშვეობით ადამიანებს შეუძლიათ უამრავ კითხვაზე ბიბლიური პასუხი მიიღონ. მათ, ვისაც ეჩქარებათ, შეუძლიათ თან წაიღონ პუბლიკაციები და მოგვიანებით წაიკითხონ.

ლიტერატურა რამდენიმე ენაზეა ხელმისაწვდომი. თუ დამატებით, რომელიმე სხვა ენაზე მოითხოვენ პუბლიკაციას, შესაძლებელია მისი შეკვეთა და რამდენიმე დღეში მიღება.

კამპანია მოსწონთ, როგორც რიგით მოქალაქეებს ისე მთავრობის წარმომადგენლებსაც. ერთმა პოლიციელმა თქვა: „აქამდე სად იყავით? თქვენ მართლა ეხმარებით ხალხს“.

ერთი კაცი წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ დანახვაზე გაჩერდა და თქვა, რომ მეტროში ყოველთვის ხედავდა ხალხს, რომლებიც ამ წიგნს კითხულობდნენ და აინტერესებდა სად ჰქონდათ მათ ის ნაყიდი.

ერთი ახალგაზრდა კაცი, ექვსი კვირის განმავლობაში, ისე ჩაუვლიდა ხოლმე ლიტერატურით სავსე მაგიდას, რომ ყურადღებას არ აქცევდა მას. ერთხელაც, ის შეჩერდა მაგიდასთან და თქვა: „დახმარება მჭირდება“. მაგიდასთან მყოფი სრული დროით მსახურები სიხარულით დაეხმარნენ. მათ ამ კაცს ბიბლია მისცეს და აჩვენეს, თუ როგორ ესარგებლა მისით.

ზოგიერთი გამვლელი ძალიან დაინტერესდა სულიერ საკითხებზე მსჯელობით. მანჰეტენზე გამართული კამპანიის ფარგლებში მხოლოდ ერთ თვეში 3797 ჟურნალი და 7986 წიგნი გავრცელდა.