წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საფრანგეთში გამართულ გამოფენაზე ბიბლიები იყო წარმოდგენილი

საფრანგეთში გამართულ გამოფენაზე ბიბლიები იყო წარმოდგენილი

2014 წელს საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ რუანში საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, სადაც ერთი კუთხე იქცევდა გამვლელთა ყურადღებას; გარედან ასეთი წარწერა იყო გაკეთებული: „ბიბლია გუშინ, დღეს და ხვალ“.

გარედან დამონტაჟებული იყო დიდი ეკრანები, სადაც უჩვენებდნენ ვიდეორგოლს ბიბლიის უძველესი ხელნაწერების შესახებ, რამაც ბევრი დამთვალიერებლის ყურადღება მიიქცია. შიგნით შესულ დამთვალიერებელს ყურადღებას იმაზე უმახვილებდნენ, თუ რამდენად პრაქტიკული წიგნია ბიბლია, რამდენად ზუსტია როგორც ისტორიული, ისე მეცნიერული თვალსაზრისით და რამდენად ფართოდაა გავრცელებული.

გამოფენაზე აგრეთვე ნაჩვენები იყო, რომ ბიბლიამ ჟამთა სვლას გაუძლო და ახლა მილიარდობით ადამიანისთვის ბეჭდური თუ ელექტრონული სახითაა ხელმისაწვდომი. დამთვალიერებლებს შეეძლოთ უფასოდ მიეღოთ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რომელიც იეჰოვას მოწმეების მიერ 120-ზე მეტ ენაზეა გამოცემული.

ბევრმა დამთვალიერებელმა მადლიერება გამოთქვა იმის გამო, რომ იეჰოვას მოწმეებმა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადეს ბიბლია. ახალგაზრდების პრობლემატიკაზე მომუშავე ერთმა სოციალურმა მუშაკმა, რომელიც ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ათვალიერებდა გამოფენას, აღნიშნა: „ბიბლია თითოეული ადამიანის მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. ეს ცოცხალი წიგნია. ყოველთვის, როცა ვკითხულობ, მაჩვენებს, როგორ უნდა ვიმოქმედო ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად“.

ერთმა 60 წლის მანდილოსანმა გაოცება ვერ დამალა, როცა გაიგო, რომ ბიბლიას უფასოდ მიიღებდა. მან თქვა: „ჩვენ ყველამ კიდევ ერთხელ უნდა წავიკითხოთ ეს წიგნი, რადგან ძალიან გვჭირდება!“.

გაიგეთ მეტი

რამდენად ზუსტია „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“

რატომ განსხვავდება „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სხვა თარგმანებისგან

მათ „ღვთის წმინდა სიტყვების“ თარგმნის პატივი ხვდათ წილად — რომაელები 3:2

იეჰოვას მოწმეები წლების მანძილზე ბიბლიის სხვადასხვა თარგმანებს იყენებდნენ. რატომ თარგმნეს მათ ბიბლია თანამედროვე ინგლისურ ენაზე?