წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

სხვადასხვა ქვეყანაში იეჰოვას მოწმეების რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს!

სხვადასხვა ქვეყანაში იეჰოვას მოწმეების რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს!

1987 წელს ვალენსიაში (ვენესუელა) „პლაზა მონუმენტალის“ სახელით ცნობილ კორიდის არენაზე შეკრებილი 63 580 ადამიანის წინაშე იეჰოვას მოწმეების მაშინდელი ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ლაიმან სვინგლი წარდგა. დამსწრეთაგან ბევრს მთელი ღამე მოუწია ავტობუსით მგზავრობა, ძმა ლაიმანისთვის რომ მოესმინა. მან შეკრებილ ხალხს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ერთ დროს ამ ქვეყანაში მაუწყებლები ცოტანი იყავით, რასაც ახლა თქვენზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მალე თქვენი რაოდენობა 100 000-ს მიაღწევს!“.

1987 წელს ვენესუელაში 38 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე მუხლჩაუხრელად ქადაგებდა სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ. იმ დროისთვის მაუწყებლების რიცხვი 100 000-ს მხოლოდ რვა ქვეყანაში აჭარბებდა.

მსოფლიო მასშტაბით იეჰოვას მოწმეების რიცხობრივი ზრდა ნამდვილად შთამბეჭდავია. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე ათასი იეჰოვას მოწმე აუწყებდა ღვთის სამეფოს შესახებ, მაგრამ 1943 წლის „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეულში“ ასეთ რამეს ვკითხულობთ: „1942 წლის საერთო ანგარიში გაოცებას იწვევს; თანაც ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს მონაცემები სრული არ არის, რადგან ვერ ხერხდება ყველასთან დაკავშირება ... ამ ანგარიშის თანახმად, დღესდღეობით მთელ მსოფლიოში 106 000-ზე მეტი ადამიანი გვატყობინებს, რომ ქადაგებს [სასიხარულო ცნობას]“. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა, ბევრი დადებითად გამოეხმაურა ბიბლიურ ჭეშმარიტებას. შეერთებული შტატები პირველი ქვეყანა იყო, სადაც მაუწყებელთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა; ეს მაჩვენებელი 1950 წელს დაფიქსირდა.

შეერთებული შტატების შემდეგ პირველი ქვეყანა, სადაც მაუწყებელთა რიცხვმა 100 000 შეადგინა, ნიგერია იყო; ეს ციფრი 1974 წელს დაფიქსირდა.

მომდევნო წელს მაუწყებელთა რიცხვმა ბრაზილიაში და გერმანიაშიც 100 000-ს გადააჭარბა. ოთხ კონტინეტზე ასეთი საოცარი ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ ბიბლიური ჭეშმარიტებით მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულში ინტერესდებიან.

მთელ მსოფლიოში არ წყდებოდა მათი რიცხობრივი ზრდა, ვინც სასიხარულო ცნობას იღებდა. ეს ზუსტად ეხმიანებოდა შემდეგ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას: „მცირე ათასად გადაიქცევა, პატარა — ძლიერ ხალხად. მე, იეჰოვა, თავის დროზე დავაჩქარებ ამას“ (ესაია 60:22).

2014 სამსახურებრივი წლის ანგარიშის თანახმად, იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც მაუწყებელთა რიცხვი 100 000-ს აჭარბებდა, ოცდაოთხი იყო. მათ რიცხვს განეკუთვნებოდა ვენესუელა, სადაც ეს რეკორდული მაჩვენებელი 2007 წელს დაფიქსირდა. დღეს მთელ მსოფლიოში 8 201 545 იეჰოვას მოწმე 115 416 კრებაში მსახურობს.

ქვეყნები, სადაც მაუწყებელთა რაოდენობა 100 000-ს აჭარბებს

კონტინენტი

ქვეყანა

მაუწყებლები

აზია

იაპონია

215 703

სამხრეთი კორეა

100 641

ფილიპინები

196 249

აფრიკა

ანგოლა

108 607

განა

125 443

ზამბია

178 481

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

216 024

ნიგერია

362 462

ევროპა

ბრიტანეთი

138 515

გერმანია

166 262

ესპანეთი

112 493

იტალია

251 650

პოლონეთი

123 177

რუსეთი

171 268

საფრანგეთი

127 961

უკრაინა

150 906

სამხრეთი ამერიკა

არგენტინა

150 171

ბრაზილია

794 766

ვენესუელა

140 226

კოლუმბია

166 049

პერუ

123 251

ჩრდილოეთი ამერიკა

კანადა

116 312

მექსიკა

829 523

შეერთებული შტატები

1 243 387

გაიგეთ მეტი

როგორ უწევენ იეჰოვას მოწმეები ორგანიზებას სამქადაგებლო საქმიანობას?

ჩვენ მივყვებით იესოს მაგალითს, რომელიც მან დედამიწაზე ყოფნისას დაგვიტოვა. ქადაგების რა მეთოდებს მივმართავთ?