წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლიური ცნობა უკიდურეს ჩრდილოეთამდე აღწევს

ბიბლიური ცნობა უკიდურეს ჩრდილოეთამდე აღწევს

2014 წელს იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელმა საბჭომ შეიმუშავა ახალი პროგრამა, რომლის თანახმადაც, იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიური ცნობა უნდა იქადაგონ ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის უკიდურეს ჩრდილოეთში (საქმეები 1:8). ამ პროგრამის მიხედვით, პირველ რიგში უნდა დამუშავდეს ალასკაზე (აშშ), ლაპლანდიაში (ფინეთი), კანადის ჩრდილოეთით მდებარე ნუნავუტასა და კანადის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებზე შერჩეული დასახლებები.

იეჰოვას მოწმეები ამ შორეულ ტერიტორიებზე ათწლეულები ქადაგებდნენ. მაგრამ მოწმეები იქ მხოლოდ ხანმოკლე პერიოდი რჩებოდნენ, რის გამოც ვერ ავრცელებდნენ საკმარისი რაოდენობით ბიბლიურ ლიტერატურას.

ამ ახალი პროგრამის თანახმად, ფილიალს, რომელიც ზედამხედველობას უწევს იეჰოვას მოწმეთა სამქადაგებლო საქმიანობას, მითითება მიეცა, რომ ამ უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიებზე სრული დროით მსახურები (პიონერები) მინიმუმ სამი თვით გაგზავნოს. თუ იქაური მაცხოვრებლებიდან ბევრი დაიწყებს ბიბლიის შესწავლას, იქ ჩასული სრული დროით მსახურები უფრო დიდხანს დარჩებიან და კრების შეხვედრებსაც ჩაატარებენ.

რა თქმა უნდა, უკიდურეს ჩრდილოეთში მსახურება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ალასკაზე, კერძოდ ბაროუში ორი პიონერი გაიგზავნა. ერთ-ერთი მათგანი სამხრეთ კალიფორნიიდანაა, მეორე კი ჯორჯიის შტატიდან (აშშ). ბაროუში მათი მსახურების პირველ წელს ზამთარში ტემპერატურა –38° C-მდე ეცემოდა. ასეთი სუსხიანი ზამთრის მიუხედავად, მათ ჩასვლიდან, სულ რაღაც, რამდენიმე თვეში მოსახლეობის დაახლოებით 95 პროცენტის მონახულება შეძლეს და ოთხ ადამიანთან დაიწყეს ბიბლიის შესწავლა; ამ შემსწავლელებს შორისაა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად ჯონი. ის თავის მეგობარ გოგონასთან ერთად სწავლობს ბიბლიას წიგნის, „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, დახმარებით და ნასწავლს თავის მეგობრებს და თანამშრომლებს უზიარებს. ის აგრეთვე ყოველდღე კითხულობს ბროშურას „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა“ JW ბიბლიოთეკის მეშვეობით, რომელიც ჩატვირთული აქვს თავის მობილურ მოწყობილობაში.

კანადის ტერიტორიაზე, ნუნავუტაში მდებარე სოფელ რანკინ-ინლეტამდე მისასვლელი გზა არ არსებობს. ამიტომ ამ პატარა სოფელში ორი პიონერი ჩაფრინდა და რამდენიმე ადამიანთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. როცა იქ ერთმა მამაკაცმა უყურა ვიდეორგოლს, „რას ემსახურება იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი?“, მან მოწმეებს ჰკითხა, როდის აპირებდნენ მათ სოფელში სამეფო დარბაზის აშენებას. ამ მამაკაცმა აგრეთვე დასძინა: „თუ ცოცხალი ვიქნები იმ დროისთვის, როცა სამეფო დარბაზს ააშენებთ, აუცილებლად ვივლი ხოლმე კრების შეხვედრებზე“.

„აქ ტემპერატურა ძალიან დაბალია და ირგვლივ სულ თოვლია“, — ამბობენ პიონერები, რომლებიც სავუკოსკში (ფინეთი) მსახურობენ, სადაც ათჯერ მეტი ირემია, ვიდრე ადამიანი. როგორც თავად პიონერებმა აღნიშნეს, ისინი კარგ დროს ჩავიდნენ იქ. ისინი გვიყვებიან: „ჩვენ შევძელით საფუძვლიანად დაგვემუშავებინა ეს ტერიტორია, რადგან სოფლებში და სხვა მიუდგომელ ადგილებში გზები თოვლისგან იყო გაწმენდილი. ხელს ისიც გვიწყობდა, რომ ყინვების გამო ხალხი, ძირითადად, სახლში იყო“.

მოწმეების საქმიანობა შეუმჩნეველი არ დარჩა საზოგადოებას. მას შემდეგ, რაც ორმა პიონერმა მოინახურა ალასკის ერთ-ერთი ქალაქის მერი, მან მედიის წარმომადგენლებს წერილი გაუგზავნა, სადაც მოიხსენია, რა საუბარი შედგა მასსა და მოწმეებს შორის; წერილს მან აგრეთვე დაურთო ბუკლეტის, „რა არის ღვთის სამეფო?“, გარეკანის სურათი.

ალასკაზე, კერძოდ, ჰეინში ორმა პიონერმა იქ არსებულ საჯარო ბიბლიოთეკაში რვაჯერ ჩაატარა შეხვედრა; ადგილობრივ გაზეთში დაიბეჭდა, რომ ტეხასიდან და ჩრდილოეთ კაროლინადან მათ ქალაქში ჩასული ორი მამაკაცი ხალხს ბიბლიის უფასო შესწავლას სთავაზობდა. დასკვნაში ასეთი სიტყვები ეწერა: „მეტის გასაგებად ესტუმრეთ ვებ-გვერდს jw.org“.

გაიგეთ მეტი

როგორ უწევენ იეჰოვას მოწმეები ორგანიზებას სამქადაგებლო საქმიანობას?

ჩვენ მივყვებით იესოს მაგალითს, რომელიც მან დედამიწაზე ყოფნისას დაგვიტოვა. ქადაგების რა მეთოდებს მივმართავთ?

რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?

ბიბლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებზე მილიონობით ადამიანს სცემს პასუხს მთელ მსოფლიოში. თქვენც ისურვებთ ამ კითხვებზე პასუხების მიღებას?