წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ამერიკელი ინდიელები ეცნობიან იეჰოვას მოწმეების საქმიანობას ნიუ-იორკში

ამერიკელი ინდიელები ეცნობიან იეჰოვას მოწმეების საქმიანობას ნიუ-იორკში

ბევრის აზრით, ამერიკელი ინდიელები, ძირითადად, შეერთებული შტატების პროვინციების რეზერვაციებში ცხოვრობენ. მაგრამ მათგან 70 პროცენტზე მეტი უკვე ქალაქებში ჩამოსახლდა. 2015 წლის 5—7 ივნისს შეერთებული შტატების ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ქალაქმა, ნიუ-იორკმა ამერიკელ ინდიელებს უმასპინძლა; სტუმრად ჩასულმა ინდიელებმა სპეციალურად გამოყოფილ ადგილას გამართეს დღესასწაული და ჩაატარეს პაუ-ვაუს სახელით ცნობილი ღონისძიება. * როდესაც ნიუ-იორკში მოწმეებმა შეიტყვეს ამ დღესასწაულის შესახებ, გადაწყვიტეს, წასულიყვნენ იქ და ამერიკელი ინდიელებისთვის დაემოწმებინათ.

იეჰოვას მოწმეები ბიბლიურ ლიტერატურას ასობით ენაზე, მათ შორის ამერიკელი ინდიელების ენებზე თარგმნიან. ამ ენებს შორისაა ბლექფუტი, დაკოტური, ჰოპი, მოჰოკი, ნავაჰო, ოდავა და დასავლური კრი. მოწმეებმა იმ ადგილას, სადაც სხვადასხვა ღონისძიება იმართებოდა, დადგეს ლამაზად გაფორმებული მაგიდები და სტენდები, რომლებზეც განათავსეს ლიტერატურა, მათ შორის ბუკლეტი „შემოქმედი ჩვენს ნდობას იმსახურებს“.

აღსანიშნავია ისიც, რომ იეჰოვას მოწმეების ვებ-გვერდზე ზემოაღნიშნული ენებიდან უმრავლესობაზე ხელმისაწვდომია აუდიო-ვიდეო მასალები. მოწმეები ცნობისმოყვარე სტუმრებს სხვადასხვა ვიდეორგოლებს აჩვენებდნენ მათ მშობლიურ ენებზე; ამას ისინი გულგრილი არ დაუტოვებია, რადგან დღესასწაულზე სანახაობები, ძირითადად, ინგლისურ ან ესპანურ ენებზე იყო წარმოდგენილი.

ბევრზე, ვინც ამ დღესასწაულს დაესწრო, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა არა მხოლოდ იმან, თუ რა თავდაუზოგავად შრომობენ მოწმეები იმისათვის, რომ ამერიკელ ინდიელთა ენებზე თარგმნონ ბიბლიური ლიტერატურა, არამედ ბიბლიურმა საგანმანათლებლო საქმიანობამაც, რომელსაც ისინი ქალაქებსა თუ რეზერვაციებში ეწევიან. მას შემდეგ, რაც ერთი ამერიკელი ინდიელი გაეცნო ჩვენს საქმიანობას, ბიბლიის შესწავლა მოითხოვა. მან ასეთი სიტყვები თქვა: „ერთი სული მაქვს, როდის მოხვალთ ჩემთან და როდის დავიწყებთ ბიბლიის შესწავლას“.

ერთი სმენადაქვეითებული ამერიკელი ინდიელი წყვილი მიუახლოვდა მოწმეების სტენდს, მაგრამ მოწმეებმა ვერ შეძლეს მათთან საუბარი. თუმცა ცოტა ხანში იქ ერთი მოწმე მივიდა, რომელმაც ჟესტების ენა იცოდა. იგი დაახლოებით ნახევარი საათი ესაუბრა წყვილს. მან ჟესტებისენოვან კონგრესზე დაპატიჟა ისინი და აუხსნა, სად ჩატარდებოდა ეს კონგრესი მათ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს.

დაახლოებით 50-მა იეჰოვას მოწმემ მიიღო მონაწილეობა ასეთი სახის მსახურებაში; ამ სამი დღის მანძილზე მათ 150-ზე მეტი სხვადასხვა პუბლიკაცია გაავრცელეს.

^ აბზ. 2 ამ ღონისძიების დროს, როგორც ანთროპოლოგი უილიამ პაუერსი აღნიშნავს, „გუნდი ასრულებს სიმღერას, რომლის თანხლებითაც ეროვნულ ცეკვას წარმოადგენენ კაცები, ქალები და ბავშვები“ (Ethnomusicology, September 1968, გვერდი 354).

გაიგეთ მეტი

რატომ ვსწავლობთ ბიბლიას?

ბიბლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კითხვებზე მილიონობით ადამიანს სცემს პასუხს მთელ მსოფლიოში. თქვენც ისურვებთ ამ კითხვებზე პასუხების მიღებას?

როგორ მზადდება და ითარგმნება იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა?

ჩვენი ლიტერატურა გამოიცემა 700-ზე მეტ ენაზე. რატომ ვახმართ ამდენ ძალისხმევას?