წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

თავისუფლების მოყვარულები არმადას ფესტივალზე

თავისუფლების მოყვარულები არმადას ფესტივალზე

საფრანგეთის ჩრდილოეთით მდებარე საპორტო ქალაქ რუანს 2013 წლის 6—16 ივნისს მილიონობით ტურისტი ესტუმრა, რათა საკუთარი თვალით ეხილათ მსოფლიოში უდიდესი და ულამაზესი საზღვაო ფლოტი — არმადა.

დაკლაკნილ მდინარე სენაზე 120 კილომეტრის გავლის შემდეგ, მსოფლიოს ამ უზარმაზარმა გემებმა ღუზები თვალწარმტაცი ნორმანდიის სანაპირო ზოლზე შვიდი კილომეტრის გაყოლებაზე ჩაუშვეს. ათი დღის განმავლობაში სტუმრებს ფესტივალზე წარდგენილ 45 ლეგენდარულ ხომალდზე ასვლის უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდათ.

რამ აღძრა ამდენი ადამიანი, განურჩევლად ასაკისა, დასწრებოდა ამ ფესტივალს? ფესტივალის ორგანიზატორებისა და დამფუძნებლების თქმით, არმადა ხალხს საშუალებას აძლევს „ახლოდან ნახონ ზღვის ეს გიგანტები, რომლებიც ჩვენში ოცნებებს აღძრავენ“. მართლაც, ბევრისთვის — ახალგაზრდასა თუ ხანდაზმულისთვის — ასეთი დიდი ხომალდები შორეულ მოგზაურობებსა და თავისუფლებასთან ასოცირდება.

რუანში ჩასულმა ათასობით ტურისტმა კიდევ უფრო საინტერესო რამ გაიგო, რაც ნამდვილ თავისუფლებას უკავშირდება — თავისუფლება, რომელსაც ბიბლიური ჭეშმარიტება გვთავაზობს (იოანე 8:31, 32). შუასაუკუნოვანი ქალაქ რუანის დათვალიერებისას და მის ვიწრო და ხალხით გადაჭედილ ქუჩებში სეირნობისას, სტუმრებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ადგილობრივი იეჰოვას მოწმეების სტენდები. როდესაც ტურისტები ან მეზღვაურები უახლოვდებოდნენ სტენდს, მოწმეები მათ ბიბლიურ ლიტერატურას უფასოდ სთავაზობდნენ. ბევრი გამვლელი დაინტერესდა მიმდინარე თვის ჟურნალი „საგუშაგო კოშკის“ სათაურით „მსოფლიო მიკერძოების გარეშე — როდის?“. მოწმეებმა ისინი ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენების მოსასმენად მიიწვიეს, რომელიც წარმოითქმებოდა ფრანგულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე.

ამ ღონისძიებისთვის ადგილობრივებმა მოწმეების მიმართ მადლიერება გამოხატეს. ერთმა კაცმა აღფრთოვანება ვერ დამალა, როცა საზოგადოებაში სტენდთან მდგომი მოწმეები დაინახა და თქვა: „მიხარია, რომ ქუჩებში გხედავთ. მართალია, თქვენს რწმენას არ ვიზიარებ, მაგრამ პატივს გცემთ იმის გამო, რომ მტკიცედ იცავთ თქვენს რწმენას“. სხვა ორმა ხანდაზმულმა მამაკაცმა ახალგაზრდა მოწმეებს უთხრა: „თქვენ ნამდვილად გაქვთ სიამაყის მიზეზი!“.

 

გაიგეთ მეტი

მსოფლიო მიკერძოების გარეშე როდის?

ბიბლია მრავალს დაეხმარა მიკერძოების დაძლევაში. როდის აღმოიფხვრება სრულად მიკერძოება და დისკრიმინაცია?