არჩეულ მასალაზე გადასვლა

jw.org ხელმისაწვდომია 300-ზე მეტ ენაზე

jw.org ხელმისაწვდომია 300-ზე მეტ ენაზე

ვებ-გვერდზე jw.org განთავსებულია ენების საძიებელი, რომელშიც 300-ზე მეტი ენაა მოცემული. არც ერთი სხვა ვებ-გვერდი არ არსებობს ამდენ ენაზე.

რა შეიძლება ითქვას სხვა ცნობილ ვებ-გვერდებზე? 2013 წლის ივლისისთვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვებ-გვერდი ხელმისაწვდომი იყო 6 ენაზე, ევროკავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი, ევროპა — 24 ენაზე, Google — 71 ენაზე, ხოლო ვიკიპედია — 287 ენაზე.

ძალიან დიდი დრო და შრომა სჭირდება ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაციის 300-ზე მეტ ენაზე გადათარგმნას. ამ სამუშაოს ძირითად ნაწილს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასობით იეჰოვას მოწმე ასრულებს, რომელთაც იეჰოვას განდიდება სურთ. თითოეულ ენაზე მასალას ინგლისური ენიდან სხვადასხვა მთარგმნელობითი ჯგუფი თარგმნის.

ვებ-გვერდი jw.org შეიცავს ინფორმაციულ გვერდებს 300-ზე მეტ ენაზე. ასე რომ, მთლიანობაში ამ ვებ-გვერდზე მოცემული გვერდების რაოდენობა 200 000-ს აჭარბებს.

jw.org არა მარტო ფართო მასებისთვისაა ხელმისაწვდომი, არამედ საკმაოდ პოპულარულიცაა. ამას ადასტურებს ერთი კომპანიის (Alexa) მონაცემები. ეს კომპანია მსოფლიოში სხვადასხვა ვებ-გვერდზე ვიზიტორთა რაოდენობას იკვლევს და მათ კატეგორიებად ყოფს. ერთ-ერთ კატეგორიაში „რელიგია და სულიერობა“ დაახლოებით 87 000 ვებ-გვერდის ჩამონათვალია მოცემული, რომელიც განეკუთვნება მსოფლიოს ძირითად რელიგიებს, რელიგიური ლიტერატურის გამომცემლობებსა და სხვა მსგავს ორგანიზაციებს. საინტერესოა, რომ 2013 წლის ივლისში ამ ჩამონათვალში jw.org მეორე ადგილზე იყო. პირველი ადგილს კი კომერციული ვებ-გვერდი იკავებს, რომელზეც ბიბლიის სხვადასხვა თარგმანია ხელმისაწვდომი.

2013 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ვებ-გვერდს jw.org საშუალოდ დღეში 890 000 ადამიანი სტუმრობდა. კვლავინდებურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით ბიბლიაზე დაფუძნებული პრაქტიკული ინფორმაცია ყველგან და ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი.