არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ფოტოსურათები, რომლებიც კარგად ასახავს ტექსტის შინაარსს

ფოტოსურათები, რომლებიც კარგად ასახავს ტექსტის შინაარსს

ალბათ, საინტერესო იქნება, გავიგოთ, როგორ იღებენ ფოტოგრაფები სურათებს ჩვენი პუბლიკაციებისთვის ისე, რომ კარგად ასახავდეს ტექსტის შინაარსს. თვალსაჩინოებისთვის ავიღოთ 2015 წლის სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“-ი და ვნახოთ, ამ ჟურნალის გარეკანისთვის შესაფერისი ფოტოს გადასაღებად და დიზაინის შესაქმნელად რა ეტაპების გავლა გახდა საჭირო. *

  • დიზაინი. თავდაპირველად მხატვრული გაფორმების განყოფილებაში (ეს განყოფილება განთავსებულია „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში, პატერსონში) მომუშავე დიზაინერები გაეცნენ სტატიას „გაწონასწორებული შეხედულება ფულზე“ და შემდეგ ტექსტის შინაარსის მიხედვით გააკეთეს ესკიზები. ამის შემდგომ ეს ესკიზები წარუდგინეს ხელმძღვანელი საბჭოს სამწერლო კომიტეტს, რომელმაც შემოთავაზებული ვარიანტებიდან ერთ-ერთზე შეაჩერა არჩევანი.

  • გადასაღები ადგილი. ნაცვლად იმისა, რომ ფოტოები ბანკში გადაეღოთ, გადამღებმა ჯგუფმა გამოიყენა „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრის ერთ-ერთი მიმღები, სადაც ბანკის იმიტაცია შექმნეს. *

  • მოდელები. მოდელები შეარჩიეს იეჰოვას მოწმეთაგან, რომლებმაც კარგად განასახიერეს ხალხმრავალი ქალაქის ბანკის კლიენტები. ყოველი გადაღების შემდეგ მოდელების შესახებ ინფორმაცია ინახება არქივში, რათა ერთი და იმავე მოდელის სურათი ხშირად არ იქნას გამოყენებული პუბლიკაციებში.

  • რეკვიზიტები. მხატვრული გაფორმების განყოფილებამ „გამოიღვიძეთ!“-ის გარეკანის სურათისთვის შეარჩია უცხო ქვეყნის ვალუტა, რათა ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, რომ მოქმედება სხვა ქვეყნის ბანკში ხდება. გადამღებმა ჯგუფმა ისეთი რეკვიზიტები გამოიყენა, რომლებიც ზუსტად ასახავდა მოქმედი ბანკის გარემოს. ერთმა ფოტოგრაფმა, კრეიგმა, აღნიშნა: „ყველაფერი საუკეთესოდ იყო გათვლილი“.

  • გარდერობი და მაკიაჟი. ზემოაღნიშნული ჟურნალის გარეკანისთვის სურათის გადასაღებად მოდელებმა ტანსაცმელი თავისი გარდერობიდან შეარჩიეს. მაგრამ როცა ძველი დროის სცენებს იღებენ, ამისთვის სპეციალური სამოსის შერჩევა ხდება. მხატვრული გაფორმების განყოფილებამ შესაძლოა მოიძიოს ან თავად შექმნას შესაფერისი კოსტიუმები. რაც შეეხება მაკიაჟს, ვიზაჟისტები ითვალისწინებენ, რა დროში და რა გარემოში ხდება მოქმედება და ამის მიხედვით უკეთებენ მაკიაჟს მოდელებს. „ვინაიდან თანამედროვე ციფრული აპარატებით ზუსტი ფიქსაცია ხდება და მაღალი ხარისხის სურათებისა და ვიდეოების გადაღებაა შესაძლებელი, რაც შეიძლება ყველა დეტალს უნდა მიექცეს ყურადღება. ერთმა პატარა შეცდომამაც კი შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაგვიყაროს“, — ამბობს კრეიგი.

  • ფოტოსესია. ზემოხსენებული ჟურნალის გარეკანზე ასახული უნდა ყოფილიყო ვითარება, რომელიც ბანკში დღის საათებში ხდება. თითოეული ფოტოსესიის დროს ფოტოგრაფები უნდა დარწმუნდნენ, რომ განათება სწორად, სიტუაციის შესაბამისადაა შერჩეული (მაგალითად, ზოგჯერ ისეთი ეფექტები უნდა შეიქმნას, თითქოს ოთახში მზის შუქი ან მთვარის შუქი შემოდის; ხანდახან სხვა სახის განათებაც არის საჭირო) და ზუსტადაა ასახული ხასიათი და განწყობა. კრეიგი დასძენს: „ვიდეომასალისგან განსხვავებით, ჩვენ მხოლოდ ერთ კადრში, ერთ სურათზე უნდა ავსახოთ განწყობა, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განათებას“.

  • სურათის დამუშავება. მომდევნო ეტაპია ფოტოსურათის დამუშავება. მათ, ვინც სურათის დამუშავებაზე იყო პასუხისმგებელი, სურათის ის ნაწილი, სადაც ფულის ვალუტაა გამოსახული, ბუნდოვანი გახადეს, რათა მკითხველმა ყურადღება მთლიან სურათზე გადაიტანოს და არა უშუალოდ ვალუტაზე. გარდა ამისა, მათ კარების და ჩარჩოების ფერი ჟურნალის გარეკანის ფერს შეუსაბამეს და მწვანე ფერით შეცვალეს, არადა მანამდე წითელი იყო.

ფოტოებს ჩვენი პუბლიკაციებისთვის საჭიროების შემთხვევაში არა მხოლოდ პატერსონში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მაგალითად ავსტრალიის, ბრაზილიის, გერმანიის, იაპონიის, კანადის, კორეის, მალავის, მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ფილიალებშიც იღებენ. ყოველთვე მხატვრული გაფორმების განყოფილება პატერსონში დაახლოებით 2 500 ფოტოს ინახავს მონაცემთა ბაზაში. ამ ფოტოების უმრავლესობა ქვეყნდება ჟურნალ „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ყოველთვე ამ ჟურნალების 115 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გამოიცემოდა. გულთბილად გიწვევთ ჩვენი საგანმანათლებლო ცენტრის (პატერსონი, ნიუ-იორკი) ან ნებისმიერი სხვა ფილიალის დასათვალიერებლად.

ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის შეთავაზება

^ აბზ. 2 ჟურნალის გარეკანისთვის იმაზე მეტ ფოტოს იღებენ, ვიდრე საჭიროა; ეს ფოტოები არქივში ინახება და მოგვიანებით სხვა პროექტებში გამოიყენება.

^ აბზ. 4 თუ ფოტოგრაფები ფოტოს გადაღებას ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაში დაგეგმავენ, მხატვრული გაფორმების განყოფილებამ ნებართვა უნდა ითხოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან; ამ განყოფილებამ ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მათ იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას ფოტოსესიაში და რა რეკვიზიტები და როგორი სახის განათება დასჭირდებათ.

გაიგეთ მეტი

ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?

რა არის ბეთელი?

ბეთელი არის განსაკუთრებული ადგილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება. გაიგეთ მეტი, მათ შესახებ, ვინც ბეთელში მსახურობს.

ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?

როგორ მზადდება და ითარგმნება იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა?

ჩვენი ლიტერატურა გამოიცემა 700-ზე მეტ ენაზე. რატომ ვახმართ ამდენ ძალისხმევას?