წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საგამომცემლო საქმიანობის წყალობით მილიონები ეცნობიან ღმერთს

საგამომცემლო საქმიანობის წყალობით მილიონები ეცნობიან ღმერთს

იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა მთელ მსოფლიოში მცხოვრები ხალხისთვის არის ხელმისაწვდომი. მილიონობით ადამიანი მას ელექტრონული სახით კითხულობს, როგორც ამას ახლა თქვენ აკეთებთ. ალბათ, გაგიკვირდებათ იმის გაგება, თუ რამხელა ტირაჟით იბეჭდება ჩვენი ლიტერატურა. 2013 წლიდან ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურა გამოიცემა დაახლოებით 700 ენაზე და ვრცელდება 239 ქვეყანაში.

1920 წლამდე ჩვენი ლიტერატურა სხვადასხვა კომერციულ სტამბაში იბეჭდებოდა. 1920 წელს კი ზოგიერთი ჟურნალისა და ბროშურის ბეჭდვა შესაძლებელი გახდა ბრუკლინში (ნიუ-იორკი) ერთ-ერთ დაქირავებულ პატარა შენობაში. დღესდღეობით ეს ლიტერატურა 15 სტამბაში იბეჭდება — აფრიკაში, აზიაში, ავსტრალიაში, ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.

ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი

ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი, რომელსაც ვბეჭდავთ, რა თქმა უნდა, ბიბლიაა. 1942 წელს დაიბეჭდა პირველი ბიბლია, „მეფე ჯეიმზის თარგმანი“ ინგლისურ ენაზე. 1961 წლიდან მოყოლებული იეჰოვას მოწმეები თარგმნიან და გამოსცემენ „ბიბლია — ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრულ ვერსიას. 2013 წლისთვის ბიბლიის 184 მილიონზე მეტი ეგზემპლარი 121 ენაზე გამოიცა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბიბლია, რომელსაც ჩვენ გამოვცემთ, საოცრად გამძლეა, რადგან კარგად არის აკინძული. ამავდროულად, მის დასაბეჭდად გამოყენებული ქაღალდი არ შეიცავს მჟავას, რომელიც დროთა განმავლობაში აყვითლებს ფურცელს. შედეგად, ბიბლია პრაქტიკულია ყოველდღიური გამოყენებისთვის და დიდხანს გემსახურებათ.

სხვა პუბლიკაციები

ჩვენ აგრეთვე გამოვცემთ პუბლიკაციებს, რომლებიც ხალხს ბიბლიის გაგებაში ეხმარება. ქვემოთ მოცემულია 2013 წლის ზოგიერთი მონაცემები:

  • „საგუშაგო კოშკი“, ჩვენი ძირითადი ჟურნალი, 210 ენაზე გამოიცემა და მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ჟურნალია. ყოველი 16-გვერდიანი ნომრის საშუალო ტირაჟი არის 45 000 000.

  • „გამოიღვიძეთ!“ არის „საგუშაგო კოშკის“ თანმხლები ჟურნალი. თითოეული ნომერი გამოიცემა დაახლოებით 44 000 000-იანი ტირაჟით 99 ენაზე.

  • „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ 224-გვერდიანი რბილყდიანი წიგნია, რომელიც სპეციალურად იმისათვის არის შედგენილი, რომ მკითხველს დაეხმაროს ბიბლიის ძირითადი სწავლებების გაგებაში. 2005 წლიდან ამ წიგნის 214 მილიონზე მეტი ეგზემპლარი 240-ზე მეტ ენაზე დაიბეჭდა.

  • „მოუსმინეთ ღმერთს“, 32-გვერდიანი ბროშურა, შეიქმნა მათთვის, ვისაც უჭირს კითხვა. ამ ბროშურაში მოცემულია ლამაზი ილუსტრაციები წარწერებით, რომლებიც მარტივად გადმოსცემენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას. ამ ბროშურის 42 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გამოცემულია 400-ზე მეტ ენაზე.

ზემოხსენებული პუბლიკაციების გარდა, იეჰოვას მოწმეები გამოსცემენ სხვადასხვა წიგნს, ბროშურას და ბუკლეტს, რათა ბიბლიის შემსწავლელებს დაეხმარონ, მიიღონ პასუხები ბიბლიურ კითხვებზე, გაუმკლავდნენ ცხოვრებისეულ პრობლემებს და ჰქონდეთ ბედნიერი ოჯახი. 2012 წელს იეჰოვას მოწმეების სტამბებში დაიბეჭდა 1,3 მილიარდზე მეტი ჟურნალი და 80 მილიონი წიგნი და ბიბლია.

2012 წელს იეჰოვას მოწმეების სტამბებში დაიბეჭდა 1,3 მილიარდზე მეტი ჟურნალი და 80 მილიონი წიგნი და ბიბლია

ჩვენი სტამბების დათვალიერებისას სტუმრები აღფრთოვანებულები არიან იმ თავდაუზოგავი მოხალისეებით, რომლებიც ლიტერატურის ბეჭდვაში იღებენ მონაწილეობას. ისინი ამ საქმეს მთელ თავიანთ დროსა და ენერგიას ახმარენ. უმეტესობას ბეთელში (ნიშნავს „ღვთის სახლს“) მსახურების დაწყებამდე არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა ამ სფეროში. მაგრამ მათ ბეთელშივე გაიარეს სპეციალური სწავლების კურსი, რომლის პარალელურადაც პრაქტიკულად იყენებდნენ ნასწავლს. შედეგად, ისინი კარგად დაეუფლნენ ამ საქმეს. მაგალითად, აქ ხშირად ნახავთ, როგორ მართავს 20 წელს გადაცილებული ახალგაზრდა მაღალსიჩქარიან საბეჭდ მანქანას, რომელიც საათში 16-გვერდიანი ჟურნალის 200 000 ეგზემპლარს ბეჭდავს.

როგორ ფინანსდება?

იეჰოვას მოწმეების მსოფლიო საქმიანობა ნებაყოფლობითი შესაწირავებით ფინანსდება. „სიონის საგუშაგო კოშკის“ (დღევანდელი „საგუშაგო კოშკი“) 1879 წლის აგვისტოს ნომერში ეწერა: „ჩვენ გვჯერა, რომ „სიონის საგუშაგო კოშკი“ იეჰოვას მხარდაჭერით გამოდის, ამიტომ ფინანსური დახმარებისთვის არასოდეს მივმართავთ ადამიანებს“. ჩვენ დღესაც მსგავსი თვალსაზრისი გვაქვს.

რატომ ვახმართ საგამომცემლო საქმეს ამდენ დროს, ფინანსებსა და ძალისხმევას? იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მიერ დაბეჭდილი ბიბლიები, წიგნები და ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული პუბლიკაციები ღმერთთან დაახლოებაში დაგეხმარებათ.

გაიგეთ მეტი

„საგუშაგო კოშკს“ ვერც ერთი ჟურნალი ვერ შეედრება

ჩვენ გამოვცემთ ჟურნალ „საგუშაგო კოშკს“ მსოფლიო მასშტაბით 190 ენაზე. მას სხვა ვერც ერთი ჟურნალი ვერ შეედრება

რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?

ეს ბიბლიის შესასწავლი სახელმძღვანელო დაგეხმარებათ, გაიგოთ, რას ამბობს ღვთის სიტყვა სხვადასხვა საკითხზე, მაგალითად, რატომ არსებობს ტანჯვა, რა ხდება სიკვდილის შემდეგ, რის გაკეთება შეგვიძლია ჩვენი ოჯახის ბედნიერებისთვის და ასე შემდეგ.

ახლახან ატვირთული პუბლიკაციები

იხილეთ ახლახან განთავსებული მასალა!