წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

„საგუშაგო კოშკს“ ვერც ერთი ჟურნალი ვერ შეედრება

„საგუშაგო კოშკს“ ვერც ერთი ჟურნალი ვერ შეედრება

„საგუშაგო კოშკი“ უფრო დიდი ტირაჟით იბეჭდება, ვიდრე ნებისმიერი სხვა ჟურნალი მთელს მსოფლიოში. მისი თითოეული ნომერი 42 მილიონზე მეტ ეგზემპლარად იბეჭდება. მეორე ადგილზე კი დგას ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, რომლის თითოეული ნომერი 41 მილიონ ეგზემპლარს აღწევს. ეს ჟურნალები გამოიცემა იეჰოვას მოწმეების მიერ და ვრცელდება 236 ქვეყანასა და ტერიტორიაზე.

ამ ჟურნალებს სხვა ვერც ერთი გამოცემა ვერ შეედრება. Association of Magazine Media-ს ცნობით, ყველაზე პოპულარულ კომერციულ ჟურნალს გამოსცემს „ამერიკის პენსიონერთა ასოციაცია“. ჟურნალი განკუთვნილია 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის და ის 22.4 მილიონიანი ტირაჟით გამოიცემა. გერმანული ჟურნალის „ADAC Motorwelt“-ის ტირაჟი დაახლოებით 14 მილიონია, ხოლო ჩინური „Gushi Hui“ 5.4 მილიონ ეგზემპლარად იბეჭდება.

რაც შეეხება გაზეთებს, იაპონური „Yomiuri Shimbun“, რომელიც ათ მილიონზე მეტი ტირაჟით იბეჭდება, მსოფლიოში გამომავალ გაზეთებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციები გაცილებით მეტ ენაზე ითარგმნება, ვიდრე სხვა ნებისმიერი გამოცემა. „საგუშაგო კოშკი“ ითარგმნება 190-ზე მეტ ენაზე; „გამოიღვიძეთ!“ კი — 80-ზე მეტ ენაზე. შედარებისთვის, „Reader’s Digest“ 21 ენაზე გამოიცემა და მისი შინაარსი სხვადასხვა ქვეყნისთვის შეიძლება განსხვავდებოდეს.

ზემოთ ჩამოთვლილი ჟურნალებისგან განსხვავებით, „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ რეკლამებს არ შეიცავს და უსასყიდლოდ ვრცელდება. ისინი ნებაყოფლობითი შესაწირავების ხარჯზე გამოიცემა.

„საგუშაგო კოშკის“ მიზანი ბიბლიური სწავლებების ახსნაა. მასში განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება იმაზე, თუ რას ამბობს ბიბლია ღვთის სამეფოს შესახებ. ის 1879 წლიდან რეგულარულად იბეჭდება. „გამოიღვიძეთ!“ კი უფრო ზოგად თემებს ეხება; მაგალითად, ბუნებასა და მეცნიერებას, რათა უფრო გაგვიღრმავოს რწმენა ჩვენი შემოქმედისადმი. ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ ბიბლია ყოველდღიურ ცხოვრებაში.

გაიგეთ მეტი

როგორ მზადდება და ითარგმნება იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა?

ჩვენი ლიტერატურა გამოიცემა 700-ზე მეტ ენაზე. რატომ ვახმართ ამდენ ძალისხმევას?