წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ნაკლები მოცულობით, მაგრამ მეტ ენაზე

ნაკლები მოცულობით, მაგრამ მეტ ენაზე

2013 წლის იანვრიდან მოყოლებული ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ისა და „საგუშაგო კოშკის“ ფართო მკითხველისთვის განკუთვნილი გამოცემები 32 გვერდის ნაცვლად 16-გვერდიანი იქნება.

ვინაიდან ჟურნალები მოცულობით შემცირდება, მათი გადათარგმნა მეტ ენაზე გახდება შესაძლებელი. დღესდღეობით ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ ითარგმნება 84 ენაზე, ხოლო „საგუშაგო კოშკი“ — 195 ენაზე.

რაც შეეხება „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო გამოცემას, ის კვლავ 32-გვერდიანი იქნება.

ნაკლები დაბეჭდილი მასალა, მაგრამ მეტი ინფორმაცია ელექტრონული სახით

ჟურნალების მოცულობის შემცირება ორი მხრივ აისახება ჩვენს ვებ-გვერდზე www.jw.org:

  1. მასალის გარკვეული ნაწილი, რომელიც ადრე იბეჭდებოდა ქაღალდზე, ახლა მხოლოდ ელექტრონული სახით იქნება ხელმისაწვდომი ვებ-გვერდზე. მაგალითად, რუბრიკები „ახალგაზრდებისთვის“, „ბიბლიური გაკვეთილები“ და ინფორმაცია სკოლა „გალაადის“ მორიგი კლასის გამოშვების თაობაზე, რაც, როგორც წესი, „საგუშაგო კოშკის“ ფართო მკითხველისთვის განკუთვნილ გამოცემაში იბეჭდებოდა, ამავე დროს, ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის რუბრიკები „ოჯახური განხილვისთვის“ და „ახალგაზრდების შეკითხვები“, ვებ-გვერდზე განთავსდება.

  2. ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ხელმისაწვდომი იქნება სხვა ელექტრონული ფორმატითაც. უკვე წლებია, რაც ეს ჟურნალები PDF ფორმატით ქვეყნდება ვებ-გვერდზე www.jw.org. შემდეგი წლიდან მოყოლებული ჟურნალები HTML ფორმატითაც იქნება განთავსებული, რაც მნიშვნელოვანწილად გააადვილებს ტექსტის წაკითხვას კომპიუტერისა თუ მობილური მოწყობილობების მეშვეობით. ამ ცვლილების წყალობით, მეტი პუბლიკაციის წაკითხვას შეძლებთ ვებ-გვერდზე, რომლებიც დაახლოებით 400-ზე მეტ ენაზეა განთავსებული.